Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-99 21 იანვარი 1999 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი

მოსამართლეები: თ. კობახიძე, დ. ხელაია

განიხილა ზ.Eც-ის საკასაციო საჩივარი, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, საქმეზე - ზ. Eც-ის სარჩელის გამო თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, სამუშაოზე აღდგენის შესახებ.

პალატამ მოისმინა მოსამართლე დ. ხელაიას მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ზ. Eც-ე მუშაობდა თბილისის ისნის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში ...ად. 1998 წლის 23 დეკემბრის ბრძანებით ზ. Eც-ეს შრომის დისციპლინის სისტემატიური დარღვევისათვის (1998 წლის 7 დეკემბრიდან არ ცხადდებოდა სამსახურში და არ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას). „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის შესაბამისად გამოეცხადა დისციპლინური სასჯელი, ხოლო 1999 წლის 11 იანვრის ბრძანებით, 1998 წლის 7 დეკემბრიდან 1999 წლის 4 იანვრამდე სამსახურის თვითნებურად მიტოვებისათვის, შრომის შინაგანაწესის და სამსა-ხურებრივ მოვალეობათა სისტემატიური დარღვევისათვის, არაფხიზელ მდგო-მარეობაში გადამხდელებთან და მეწარმეებთან კონფლიქტისათვის ამავე კანონის 99-ე მუხლის თანახმად, 11 იანვრიდან გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან.

ზ. Eც-ემ სამუშაოდან გათავისუფლება მიიჩნია უკანონოდ, სარჩელით მიმართა სასამართლოს და ითხოვა დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა.

საქმე რამდენჯერმე განიხილა სასამართლომ. ბოლოს მთაწმინდის რაიონის სასამართლომ 1999 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რითაცE ზ. Eც-ეს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენაზე.

ზ. ც-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადა-წყვეტილების გაუქმებას შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით:

1998 წლის 23 დეკემბერსა და 1999 წლის 11 იანვარს ერთი და იგივე დარღვევისათვის მას ორჯერ დაედო დისციპლინური სახდელი, მაშინ, როდესაცE „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მეორე ნაწილით-ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა;

სააპელაციო სასამართლოს მტკიცება,Mრომ თითქოს მას გაცდენილი აქვს ხუთ დღეზე მეტი, არ შეესაბამება სინამდვილეს. ფაქტობრივად გაცდე-ნილი აქვს სამი დღე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ მის მიმართ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 99-ე მუხლის მეოთხე პუნქტის გამოყენება უმართებულოა.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტება და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დადასტურე-ბულად მიიჩნია, რომ 1998 წლის 23 დეკემბერს „საჯარო სამსა-ხურის შესახებ“ კანონის 79-ე მუხლის შესაბამისად ზ. Eც-ეს შრომის დისციპლინის სისტემატიური დარღვევისათვის გამოეცხადა გაფრთხილება, რის შემდეგ იგი სამსახურში არ გამოცხადებულა. 1999 წლის 11 იანვრამდე ცხადდებოდა პერიოდულად.

სააპელაციო სასამართლოს მტკიცება ამ მიმართებით ურთიერთ-წინააღმდეგობრივია. გაურკვეველია, ზ. Eც-ე 1998 წლის 23 დეკემბრიდან საერთოდ არ გამოცხადებულა სამსახურში, თუ Eცხადდებოდა პერიოდულად. ამ საკითხის გარკვევას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 99-ე მუხლის მე-4 პუნქტის გამოყენებისას. ეს ნორმა არ შეიძლება გამოყენებულ იქნას, თუ მოხელეს თვითნებურად არა აქვს გაცდენილი ხუთ დღეზე მეტი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო არასწორი სამართლებრივი შეფასება, პალატა თვლის, რომ მითითებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის ხელახლა განმხილველმა სასა-მართლომ გამოარკვიოს, რამდენი სამუშაო დღე გააცდინა თვითნებურად ზ. Eც-ემ მის მიმართ პირველი დისციპლინური სახდელის გამოყენების დღიდან. ასევე, რა პერიოდში მოუხდა მას კონფლიქტი გადამხდელებთან და ამ გადაცდომისათვის 1998 წლის 23 დეკემბერს უკვე ხომ არ დაედო დისციპლინური სასჯელი. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მეორე ნაწილით დაუშვებელია, ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის ორჯერ იქნეს გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობა.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამე-წარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.