გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/-231 12 იანვარი 1999წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი
მოსამართლეები: დ. ხელაია, თ. კობახიძე
განიხილა შპს „.. ..“ გენერალური დირექტორის ა. კ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გატორების საქმეთა პალატის 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „.. ..“ წარმომადგენლის რ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ზესტაფონის კონიაკის სპირტების დაძველების საიჯარო საწარმოზე გადაცემული საკონიაკე სპირტები ჩაითვალა სახელმწიფოს საკუთრებად.
სს „ვ-ის“ სამართალმემკვიდრეს შპს .. ..-ს გენერალურ დირექტორს ა. კ-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
დაკმაყოფილდა ზესტაფონის ყოფილი კონიაკის სპირტების დაძვე-ლების საიჯარო საწარმოს დირექტორის თ. ბ-ის შეგებებული სარჩელი ზესტაფონის ყოფილი კონიაკის სპირტების დაძველების საწარმოს კოლექტივი აღდგენილ იქნა პირვანდელ უფლებებში. შპს „.. ..-ს“ ჩამოერთვა კონიაკის სპირტების დაძველების საიჯარო საწარმოზე უკანონოდ ჩამორთმეული ქონება _ ძირითადი და საბრუნავი საშუალებები და დაუბრუნდა ამ უკანასკნელს 1997 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ზესტაფონის საგამოძიებო განყოფილების მიერ ჩატარებული მატერიალურ ფასეულობათა აღწერის დროს შედგენილი აქტის შესაბამისად. შპს „.. ..ს“ ჩამორეთვა და ზესტაფონის კონიაკის სპირტების დაძველების საწარმოს გადაეცა 95.713,96 დეკალიტრი საკონიაკე სპირტები. შპს „.. ..-ს“ კონიაკის სპირტების დაძველების საიჯარო საწარმოს სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზარალის 1.272.036,21 ლარის გადახდა.
შეგებებული სარჩელი 37.807 ლარის ზიანის ანაზღაურების ნაწილში დარჩა ღიად თ. ბ-ის მოთხოვნის საფუძველზე.
შპს „.. ..-ს“ გენერალუ-რი დირექტორი ა. კ-ე გადაწყვეტილების აღსრუ-ლების შეჩერებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ 1999 წლის 22 დეკემბერს საწარმოს მთავარ ბუღალტერს ზ. ვ-ს შეტანილი აქვს საჩივარი შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ზესტაფონის საგამოძიებო განყოფილების მიერ მის მიმართ გამოტანილი სისხლის სამართლის საქმის ამნისტიით შეწყვეტის დადგენილებაზე და რომ თუ არ დადასტურდება ზ. ვ-ს და ჯ. ჟ-ის ბრალეულობა, დღის წესრიგში დადგება სამოქალაქო საქმის წარმოების განახლების საკითხი.
პალატა თვლის, რომ ა. კ-ის განცხადება დატოვებული უნდა იქნეს განუ-ხილველად, როგორE დაუშვებელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის თანახმად საქმის წარმოების განახლებაზე შეტანილი განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. ა. კ-ე მიუთითებს, რომ შესაძლებელია მომავალში წარმოშვას ახლად აღმოჩენილი გარემოება და დააყენოს საქმის წარმოების განახლების საკითხი. ასეთი საფუძვლით გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას კანონი არ ითვალისწინებს.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე და 284- ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. კ-ის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ დარჩეს განუხილველად, როგორE დაუშვებელი.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.