Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-284 2000 წლის 25 იანვარი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით

თავმჯდომარე მ. Eცისკაძე

მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. ისაკაძე

განიხილა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შ.პ.ს. ".. ..-ის" წარმომადგენლის თ. ე-ის საკასაციო საჩივრი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 5 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე - მ. ჩ-სა და თ. მ-ის სარჩელით, მოპასუხე შპს ".. ..-ის" მიმართ წილის აღდგენის შესახებ.

პალატამ, რომელმაE მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თ. აბესაძის მოხსენება,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

მ. ჩ-ა და თ. მ-ე იყვნენ შპს ".. ..-ის" პარტნიორები. შპს ".. ..-ის" პარტნიორთა 1996 წლის 22 აგვისტოს კრებამ მ. ჩ-ა და თ. მ-ე გარიცხა საზოგადოებიდან. მათ გარიცხვას საფუძვლად დაედო სადამფუძნებლო დოკუ-მენტების მოთხოვნების შეუსრულებლობა, სამეწარმეო ეთიკის უხეში დარღვევები, საზოგადოებისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენება. პარტნიონერების ქონების საკითხი საზოგადოებაში უნდა გადაწყვეტილიყო კანონმდებლობის შესაბამისად.

შპს ".. ..-ის" პარტნიორთა კრებამ 1999 წლის 11 თებერვალს განიხილა მ. ჩ-ს და თ. მ-ის კუთვნილი წილების და შესაბამისი Eცვლილებების სამეწარმეო რეესტრში შეტანის საკითხი. პარტნიორთა 1999 წლის 11 თებერვლის კრების ¹ 2 ოქმით დადასტურებული იქნა 1996 წლის 22 აგვისტოს შპს ".. ..-ის" ყოფილი პარტნიორების თ. მ-ის და მ. ჩ-ს საზოგადოებიდან გარიცხვა შპს ".. .."-ისადმი მიყენებული ზარალის გამო; იმავე კრების ოქმით დადგენილ იქნა, რომ Eცვლილება შეტანილ იქნას შპს ".. ..-ის" სარეგისტრაციო მონაცემები და სამეწარმეო რეესტრიდან ამოღებული იქნეს მე-8 ბ. პუნქტი. შპს ".. ..-ის" სარეგისტრაციო მონაცემებში Eცვლილებების შეტანის უზრუნველყოფა დაევალოს საზოგადოების დირექტორს ტ. ფ-ს; ტ. ფ-ს დაევალა ასევე სასამართლოში სარჩელის შეტანა შპს ".. ..-ის" ყოფილი პარტნიორების თ. მ-ის და მ. ჩ-ს წინააღმდეგ, მათ მიერ საზოგადოებისადმი მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად.

მ. ჩ-მ და თ. მ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში და მოითხოვეს შპს ".. ..- ში" წილის აღდგენა.

თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ორივე მოსარჩელეს წილი შპს ".. .." განესაზღვრა 11-11%-ის რაოდენობით.

შპს ".. ..-ის" წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა ამ გადა-წყვეტილებაზე. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით პირველი ინსტანციის დასახელებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

საკასაციო საჩივრით მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და საქმის გადაგზავნას ხელახლა განსახილველად იმავე რაიონულ სასამართლოში, შემდეგი მოტივებით: პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის შეტყობინების გარეშე ჩაატარა სასამართლოს სხდომა და ისე გამოიტანა გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 20 იანვრის განჩინებით დადგინდა ამ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე მოსმენა.

საკასაციო საჩივარში შპს ".. .."-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლომ 1999 წლის 7 მაისის გადაწყვეტი-ლება გამოიტანა საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით, რადგან 1999 წლის 30 მარტს დაწყებულ სხდომაზე მოცემული საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ მოსამართლეები ი. დადეგაშვილი (თავმჯდომარე), მსაჯულები _ ისაგულოვა და ხატისკაცი, რომელიცE გადაიდო ჯერ ამავე წლის 5 აპრილს, შემდეგ კი 3 მაისს, რომელზეცE მსაჯული ხატისკაცი შეცვალა ღვინიანიძემ, ამასთან დაკავშირებით შპს ".. ..-ის" წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა, რომ საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, ერთ-ერთი მოსამართლის შეცვლის შემთხვევაში საქმის განხილვა უნდა თავიდან დაწყებულიყო. მაგრამ 3 მაისის სხდომის ოქმიდან დასტურდება, რომ სხდომა ფაქტიურად თავიდან დაიწყო, რომელიცE გადაიდო 7 მაი-სისათვის, ამ სხდომაზე კი ღვინიანიძე კვლავ შეიცვალა მსაჯულ ხატისკაცით და ამჯერადაცE საქმის განხილვა დაიწყო თავიდან. სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია, რომ ადრე მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 153-ე მუხლი მოცემულ შემთხვევაში, არ დარღვეულა.

რაცE შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საპროცესო ნორმების სხვა სახის დარღვევას (გაფრთხილების ხელწერილზე თარიღის გადასწო-რებას და სხვას), თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 5 ოქტომბრის განჩინების (რომლის სხდომაშიE მონაწილეობდნენ მხარეები, თვით შპს ".. ..- ის" წარმომადგენელი ადვოკატი თ. ე-ე), სამოტივაციო ნაწილში ყურადღება გაამახვილა ამ დარღვევებზე.

საკასაციო სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოცემულ საქმეზე სწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და სწორად გამოიყენა საქართველოს სა-მოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმადაცE საპროცესო სამართლის ნორმის დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწვეტილების გაუქმების საფუძელი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი.

პალატამ, რომელმაცE იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 5 ოქტომბრის განჩინება ამ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.