¹ 3კ-294 16 თებერვლი 2000 წელი, ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. Eისკაძე
მოსამართლეები: ლ. ისაკაძე, ლ. ქაჯაია
განიხილა თ.ტ-ის საკასაEიო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 30
სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე Eი. კ-ის სარჩელით მოპასუხე თ. ტ-ის მიმართ დაბა წყნეთში მდებარე საEხოვრებელი სახლის ნახევარზე მესაკუთრედ Eნობის შესახებ.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მ. Eისკაძის მოხსენება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
Eი.კ-ძე და თ.ტ. რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1951 წლიდან, ერთად Eხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. მეუღლეებმა
1964 წელს შეიძინეს საEხოვრებელი სახლი, მდებარე დაბა წყნეთში. 1986 წელს Eი.კ. და თ.ტ. განქორწინდნენ, განქორწინების შემდეგ E. კ-ძე შვილებთან ერთად სარგებლობდა დაბა წყნეთში მდებარე საEხოვრებელი სახლით, მაგრამ 1999 წლის ივნისში თ. ტ-მა მთლიანად დაიკავა სახლი და მათ არ მისEა Eხოვრების საშუალება. ამის გამო, E. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ტ-ის მიმართ და მოითხოვა დაბა …….. ¹ 15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნახევარზე მესაკუთრედ Eნობა ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით E. კ-ის სარჩელი დააკმაყოფილა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. ტ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა
პალატამ 1999 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება გაუქმდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენის ნაწილში და დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად; დაკმაყოფილდა E. კ–ის სარჩელი.
თ.ტ. საკასაციო საჩივარში ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას მოსარჩელისათვის სარჩელზე უარის თქმის შესახებ შემდეგი მოტივებით: ი. კ–თან განქორწინების შემდეგ მათ შორის Eცოლ-ქმრული ურთიერთობა არ აღდგენილა, სამოქალაქო კოდექსის 1147-ე მუხლის თანახმად მათ შორის არავითარი უფლება-მოვალეობაE არ წარმოშობილა. Eი.კაკაბაძესთან განქორწინდა 13 წლის წინათ, ამიტომ სამოქალაქო კოდექსის 1171-ე მუხლის თანახმად მისი მოთხოვნა სადავო სახლზე მესაკუთრედ Eცნობის შესახებ ხანდაზმულია, მოსარჩელეს ამ ხნის მანძილზე სადავოდ არ გაუხდია ქონების გაყოფის საკითხი.
სასამართლოებმა არასწორად გამოიყენეს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლი. სააპელაციო სასამართლომ შეცდომით გამოიყენა საქორწინო და საოჯახო კოდექსის 21-ე
მუხლი, სასამართლო ვალდებული იყო ეხელმძღვანელა ახალი სამოქალაქო კოდექსის 1171-ე მუხლით. სასამართლოებმა ერთმანეთში აურიეს სარგებლობისა და საკუთრების უფლება, რადგან ჩათვალეს, მოსარჩელის მიერ სადავო სახლით სარგებლობა იმავდროულად საკუთრების მოთხოვნის უფლებასაE აძლევდა.
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა განმარტებების მოსმენის,
საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას, სააპელაციო სასა-მართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ თ. ტ-მა და იE. კ-ემ ერთად Eცხოვრების პერიოდში 1964 წელს შეიძინეს დაბა ..... მდებარე სახლი, რომელიE აღირიცხა თ. ტ–ის სახელზე. მეუღლეების განქორწინების შემდეგაE, 1986 წლის შემდეგ Eი. კ. თავის შვილებთან ერთად Eცხოვრობდა .... მდებარე სახლში. სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა საქართველოს საქორწინო და საოჯახო კოდექსის 21-ე მუხლი, რომლის თანახმად Eი.კ. წარმოადგენს .... მდებარე სახლის თანამესაკუთრეს თ. ტ–თან ერთად. ქორწინებაში ყოფნის პერიოდში და განქორწინების შემდეგაE ი. კ. თავის საკუთრების უფლებას ახორციელებდა სადავო სახლზე. მას 1999 წლის ივნისში თ. ტ–მა ხელი შეუშალა თავისი უფლების განხორციელებაში, რის გამოE სარჩელი აღძრა სასამართლოში. ამდენად, Eი.კ–ეს არ დაურღვევია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ტ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.