გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-299 26 იანვარი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით
თავმჯდომარე მ. Eცისკაძე
მოსამართლეები: თ. აბესაძისა და ლ. ისაკაძის
განიხილა თ. გ-ს, ა. და მ. ფ-ების საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე თ. გ-ს სარჩელის გამო ნ. დ-ს, ა. და მ. ფ-ბის მიმართ აწ გარდაცვლილი გ. ფ-ს სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფის შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
აწ გარდაცვლილი ნ. ფ-ა და ნ. დ-ა იმყოფებოდნენ ფაქტიურ Eცოლ- ქმრულ ურთიერთობაში. ერთად Eცხოვრების პერიოდში, 1982 წელს შეეძინათ ვაჟიშვილი ნ. ფ-ა.
შემდეგში აწ გარდაცვლილ ნ. ფ-ა ფაქტიურ Eცოლ-ქმრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა თ. გ-სთან, რომელთანაE შეეძინა ქალიშვილი თ. ფ-ა.
1989 წელს 17 ივნისს გარდაიცვალა ნ. ფ-ა. აბაშის რაიონის სასამართლოს 1989 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით დამტკიცდა მორიგება თ. გ-სა და აწ გარდაცვლილ ნ. ფირცხალავას მშობლებს – ა. და გ. ფ-ებს შორის ქონებიდან წილის გამოყოფის შესახებ: თ. გ-მ და მისმა მცირეწლოვანმა შვილმა თავიანთი ქონების წილის ანგარიშად მიიღეს 5.500 მანეთი.
1994 წელს გ. ფ-მ (აწ გარდაცვლილ ნ. ფ-ს მამამ) თავის სახლში საცხოვრებლად მიიყვანა შვილიშვილი ნ. ფირცხალავა და დედამისი ნ. დ-ა.
1996 წელს ნ. ფ-ა ჩაეწერა ბაბუის - მ. ფ-ს სახლში.
1998 წელს აპრილში გარდაიცვალა გ. ფ-ა, უფრო ადრე მისი მეუღლე - ა..
თ. გ-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს თავისი შვილის –თ. ფ-ს ინტერესების დასაცავად ნ. ფ-სა და ნ. დ-ს მიმართ გ. ფ-ს სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფის შესახებ. სასამართლოს მიერ საქმეში ჩაბმული იქნენ აწ გარდაცვლილი მ. ფ-ს ქალიშვილები: ა. და მ. ფ-ები.
აბაშის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: თ. ფ-ს გამოეყო სამკვიდრო ქონებიდან 1\6 წილი; ა. და მ. ფ-ებს თითოეულს - 1\3 წილი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა აბაშის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება და სარჩელი უარყოფილი იქნა.
კასატორები საკასაციო საჩივრებით ითხოვენ გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას იმის გამო, რომ:
აწ გარდაცვლილ გ. ფ-ს დედის – ა. ფ-ს კომლი 1984 წლიდან მუშა-მოსამსახურის ოჯახს მიეკუთვნებოდა.
სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლი.
პალატის სხდომაზე იგივე მოითხოვეს კასატორებმა და მათი ინტერესების დამცველმა მ. ჭ-ემ.
ლ. დ-ს რწმუნებით, ადვოკატმა მ. დ-მ მოითხოვა გადაწყვეტი-ლების უცვლელად დატოვება, რადგან სააპელაციო პალატამ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1327-ე მუხლით.
პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს იმავე სააპელაციო პალატას.
სააპელაციო პალატამ დადგენილად Eცნო, რომ აწ გარდაცვლილ გ. ფ-ს ოჯახი წარმოადგენდა და წარმოადგენს საკოლმეურნეო კომლის კატეგორიას. მისი გარდაცვალების შემდეგ კომლში მემკვიდრეობა არ გახსნილა, რადგან ამ კოლში Eცხოვრობს მისი შვილიშვილი ნ. ფ-ა და სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლის შესაბამისად სარჩელი უარყო.
ამასთან, სააპელაციო პალატამ არ შეაფასა ს. ფ. 7-ზე არსებული გეზათის საკრებულოს 1998 წლის სექტემბერში გაცემული ¹ 328 Eცნობის სინამდვილე, სადაცE აღნიშნულია, რომ აწ გარდაცვლილ გ. ფ-ს ოჯახი ითვლებოდა მუშა-მოსამსახურის კატეგორიად. ამით პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი მტკიცებულებათა შეფასების შესახებ.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ 1984 წელს სოფ. გეზათში გაუქმდა კოლმეურნეობა და შეიქმნა მეღორების საბჭოთა მეურნეობა, 1993 წლიდან კი სასოფლო-სამეურნეო ფირმა „კ.“. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ საჭიროა გაარკვიოს ეს გარემოება, დაადგინოს აწ გარდაცვლილ გ. ფ-ს ოჯახი მიეკუთვნებოდა კომლისა თუ მუშა-მოსამსახურის კატეგორიას. ამ საკითხის გარკვევას არსებითი მნიშვნელობა აქვს დავის სწორად გადაწყვეტისათვის, რადგან საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად (1964 წლის რედაქციით) კომლის მოსპობის შემდეგ კომლის კუთვნილი ქონება იყოფოდა ამ კოდექსის 125-ე და 128-ე მუხლებში აღნიშნული წესით. (კომლის გაყოფის საფუძველი შეიძლება ყოფილიყო დამხმარე მეურნეობის სრული მოსპობა კომლიდან ყველა წევრის გასვლის გამო, კოლმეურნეობის გარდაქმნა საბჭოთა სატყეო მეურნეობებად ან სხვა სახელმწიფო დაწესებულებად) ამის შემდეგ ამ ქონებაზე ვრცელდებოდა მემკვიდრეობის შესახებ საერთო წესები, ის ხდებოდა სამკვიდრო ქონების ობიექტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად უნდა ჩაითვალოს კანონის დარღვევით მიღებულად.
პალატამ, რომელმაცE იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით,
დ ა ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამე-წარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს იმავე პალატას.