Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-334 2 თებერვალი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით

თავმჯდომარე მ. Eცისკაძე,

მოსამართლეების: თ. აბესაძის და ლ. ისაკაძის

განიხილა ელ. ყ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ტ. პ-ის სარჩელის გამო სოფელ ...ის მეEხვარეობის სახელმწიფო მეურნეობის, ახმეტის რაიონის სასამართლოს აღმასრულებლის დ. ი-ისა და მესამე პირის – ე. ყ-ის მიმართ ...ის მეცხვარეობის სახელმწიფო მეურნეობის ¹ 2 მეცხვარეობის ფარეხისა და საცხოვრებელი ბინის საჯარო ვაჭრობით გაყიდვის ბათილად Eცნობის თაობაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1997 წლის 1 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებით ...ის მეცხოველეობის სახელმწიფო მეურნეობის დირექტორმა მიაქირავა ...ში მცხოვრებ ტ. პ-ს 1997-98 წლების ზამთრის პერიოდში ე. წ. „ოლეზე“ მდებარე ¹ 2 საზამთრო საძოვარი, თავისი ფარეხით და საცხოვრებელი სახლით.

1998 წლის 21 დეკემბერს დანიშნული საჯარო ვაჭრობით ზემო-აღნიშნული საძოვარი, ფარეხით და საცხოვრებელი სახლით შეისყიდა ელ. ყ-მა.

ტ. პ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს ...ის მეცხვარეობის სა-ხელმწიფო მეურნეობას, ახმეტის რაიონის სასამართლოს აღმასრულებლისა და ელ.ყ-ის მიმართ საჯარო ვაჭრობის ბათილად Eცნობის შესახებ.

თელავის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 1 ივლისის გადაწყვე-ტილებით სარჩელი უარყოფილი იქნა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ამ საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

საკასაციო საჩივარი ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელ-ახლა განსახილველად გადაცემას იმავე პალატისათვის იმის გამო, რომ:

დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტი, 394-ე მუხლის „ე“ და „ვ“ პუნქტები.

პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუკმაყოფილებლად.

დადგენილია, რომ საჯარო ვაჭრობის ჩატარების შესახებ სასამართლოს აღმასრულებელმა არ მისცა პუბლიკაცია ადგილობრივ გაზეთში, არ გამოაკრა განცხადება საჯარო ვაჭრობის ობიექტზე და თავისი შეხედულებით სხვა ადგილებში, ვაჭრობამდე 10 დღით ადრე. განცხადება გამოკრული იყო მხოლოდ ახმეტის რაიონის სასამართლოში. მასში არ იყო მოცემული გასაყიდი ობიექტის დახასიათება, შეფასება, კუთვნილება, საჯარო ვაჭრობის ჩატარების ადგილი. ამის გათვალისწინებით და იმ დროს მოქმედი სააღსრულებლო წარმოების შესახებ ინსტრუქციის 92-ე და 93-ე მუხლების შესაბამისად სააპელაციო პალატამ სწორად დააკმაყოფილა სარჩელი საჯარო ვაჭრობის ბათილად ცნობის შესახებ.

პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას სამოქალაქო სა-პროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ პუნქტის დარღვევის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, კერძოდ სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის 92-ე და 93-ე მუხლები (რაცE საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას) და აქედან გამომდინარე გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად დასაბუთებულია.

არასწორია საკასაციო საჩივრის მოსაზრება სამოქალაქო, საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის დარღვევის შესახებ. გადაწყვეტილებას ხელს აწერენ მოსამართლეები, რომლებმაცE განიხილეს ეს საქმე. სხდომის ოქმშიE იგივე მოსამართლეები არიან აღნიშნულნი.

პალატამ, რომელმაცE იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება,ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუკმაყოფილებლად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.