Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

' ¹3კ-341 21 იანვარი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, ალ. ღუღუნიშვილი

განიხილა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოს და შპს „თ-ს“ (დირექტორი ზ. თ-ე) საკასაციო საჩივრები, საქმეზე, ა. მ-ის, ქ. კ-ის, ნ. თ-ის და გ. შ-ის სარჩელისა გამო, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოს, მესამე პირის შპს "თ.“-ს მიმართ, დაკავებული შენობის კეთილსინდისიერ და მართლზომიერ მფლობელად Eცნობის, კუთვნილი ფართის გამონთა-ვისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარების, შესყიდვის უპირატესი უფლების დადგენის, შენობის რეორგანიზაციისა და პრივატიზაციის ფორმის შერჩევის საკითხების გადაწყვეტის შესახებ.

პალატამ, რომელმაცE მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ალ. ღუღუნიშვილის მოხსენება

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 1999 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ა. მ-ის და სხვების საააპელაციო საჩივარი: გააუქმა გორის რაიონული სასამართლოს

1999 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება; შპს „თ.“-ს დაევალა გაათავისუფლოს ქ. გორში, ...ის ¹ 2-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე დაკავებული 456 მ2 ფართობი; საპრივატიზაციო ობიექტის რეორგანიზაციისა და პრივატიზების ფორმის შერჩევის მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა, ვინაიდან ამ საკითხის განხილვა შედის სხვა უწყების კომპეტენციაში; განემარტა მხარეებს, რომ მითითებული საკითხის გადასაწყვეტად უნდა მიმართონ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოს.

ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველო საკასაციო საჩივრით ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას. საჩივარში მითითებულია, რომ სადაო ობიექტი ქონების მართვის სამინისტროს მიერ გადაცემულია გორის სამმართველოს განკარგულებაში და რომ მოსარჩელეები არ არიან უფლებამოსილი პირები სარჩელით იდაონ მითითებული ქონების თაობაზე. შპს „თ.“ საკასაციო საჩივრით აგრეთვე ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას.

შპს „თ-ს“ საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ გამგეობის განკარგულებით მთელი შენობა მესამე პირზე შპს „თ.“-ზე გატარდა. გორის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მაღაზიისათვის ფართობის ბალანსზე გადაცემა საკუთრებაში გადაცემას არ ნიშნავს, მითუმეტეს არსებობს გუბერნატორის განკარგულება მაღაზიისათვის ადრე დაკავებული ფართობის დაბრუნების შესახებ.

პალატამ განიხილა საქმე და Eცნო, რომ გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაცE შპს „თ.-მ“ უნდა გაათავისუფლოს ქ. გორში, ...ის ¹ 2-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე მათ მიერ დაკავებული 456 მ2 ფართი უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადაო ნაგებობა, რომლის პირველი სართული მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს, საპრივატიზაციოდ გადაცემული აქვს სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველოს. მოსარჩელეები შენობის პირველ სართულზე განთავსებული მაღაზიის თანამშრომლები არიან და მათ არა აქვთ უფლება მოითხოვონ სახელმწიფო ქონების განთავისუფლება მოსარგებლისაგან. დადგენილია აგრეთვე, რომ სადაო ფართის მესაკუთრე ქონების მართვის გორის სამმართველო არ აყენებს საკითხს შპს „თ.-ს“ მიერ ამ ფართობის გათავისუფლებაზე. ასეთ შემთხვევაში პალატას მართებულად მიაჩნია გადაწყვეტილება ფართობის გათავისუფლების ნაწილში გაუქმდეს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების საფუძველზე ამ ნაწილში ა. მ-ის და სხვათა სარჩელს ეთქვას უარი.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 408-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს ნაწილობრივ; კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაცE შპს '“თ.“-ს დავალებული აქვს გაათავისუფლოს გორში ...ის ¹ 2-ში არსებული შენობის პირველ სართულზე მდებარე 456კვ. მეტრი ფართი და ამ ნაწილში სარჩელს ეთქვას უარი.

გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.