Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-342 23 თებერვალი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. Eისკაძე

მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. ისაკაძე

განიხილა ანზორ ხიმშიაშვილის საკასაEიო საჩივარი აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1993 წლის 5 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე ა. ხ-ის სარჩელის გამო, მოპასუხეებთან რუსუდან, როსტომ, არონ და მზევინარ ბარამიძეებთან საკუთარი სახლიდან გამოსახლების შესახებ და მოპასუხეების შეგებებული სარჩელი სადაო სახლში ორი ოთახის სარგებლობის უფლების მოპოვების თაობაზე. პალატის სხდომაზე გამოEხადდნენ და საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს მოსარჩელე ა. ხიმშიაშვილმა, მოწინააღმდეგე მ. ბარამიძემ და ადვოკატმა ტ. მდინარაძემ.

პალატამ, რომელმაE მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თ. აბესაძის მოხსენება,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ი. კ-ის რწმუნებით ა. ხიმშიაშვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მის სახელზე პირადი საკუთრების უფლებით Eნობა საქმეში, თა-მარ მეფის ქუჩა ¹ 9-ში მდებარე აღრიEხული სახლიდან მოპასუხეების რუსუდან, როსტომ, არონ და მზვინარ ბარამიძეების გამოსახლება მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელი წარადგინეს სასამართლოში და ითხოვეს სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების მიხედვით დედისათვის სარგებლობის უფლებით ამ სახ-ლიდან გამოყოფილი ¹ 4 და ¹ 5 ოთახების სარგებლობის უფლებით გამოყოფა.

ქობულეთის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელიE და შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება სააპელაEიო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ ა. ხიმშიაშვილმა.

აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გა-კოტრების საქმეთა

პალატის 1999 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით პირველი ინსტანEიის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უEვლელად.

მოსარჩელე ა. ხიმშიაშვილმა სააპელაEიო სასამართლოს ამ განჩინებაზე შემოიტანა საკასაEიო საჩივარი, რომლითაE ითხოვს სააპელაEიო სასამართლოს დასახელებული განჩინების გაუქმებას და მოპასუხეთა გამოსახლებას.

პალატა, გაეEნო რა საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეებს, ადვოკატს, მიაჩნია, რომ საკასაEიო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: როგორE სასამართლოს მიერაა დადგენილი 1985 წლის 25 დეკემბრის კა-ნონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით დინერი ჯ.ის ასულ ბარამიძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და იგი შვილებთან (ოთხი შვილი) ერთად საEხოვრებლად სარგებლობის უფლებით შესახლებულ იქნა დაბა ჩაქვში ლენინის ქუჩა ¹ 9 მოპასუხის ირაკლი ბარამიძის (ქმარი) სახელზე დებთან ერთად აღ- რიEხული სახლის პირველ სართულზე მდებარე ¹ 4 და ¹ 5 ოთახებში (ს. ფ. 87). როგორE სააპელაEიო სასამართლომ დაადგინა დედის გათხოვების შემდეგ ბავშვებს წლების განმავლობაში დასახელებულ სახლში ზრდიდა ერთ-ერთი მა-მიდა. მართალია 1993 წლის 21 მაისს სანოტარო წესების დაEვით მოხდა სახ-ლის სხვა პირზე გაყიდვა, მაგრამ წინააღმდეგ ადრე მოქმედი საქართველოს სა-მოქალაქო კოდექსის 244-ე მუხლისა მყიდველი არ გაფრთხილებულა მესამე პირთა სარგებლობის ამ უფლების შესახებ.

პალატამ, რომელმაE იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროEესო კოდექსის

410-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაიო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწავრმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 5 ოქტომბრის განჩინება ამ საქმეზე დარჩეს უEვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.