Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-351 2 თებერვალი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით

თავმჯდომარე ალ. ღუღუნიშვილი

მოსამართლეები: თ. აბესაძის და ლ. ისაკაძის

განიხილა ა. ფ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე გ. კ-ის სარჩელის გამო ა. ფ-ისა და ნ. ბ-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

გ. კ-ემ განEხადებით მიმართა სასამართლოს არ. ფ-ისა და ნ. ბ-ის მიმართ გამოსახლების შესახებ. სარჩელი დასაბუთებულია იმით, რომ გ. კ-ემ 1999 წლის 24

თებერვალს რ. ჭ-ან სათანადო წესების დაEვით შეიძინა ბინა მდებარე თბილისში, ვარკეთილის მეორე მიკრორაიონის მე-8 კორპუსში. ამ ბინაში თვითნებურად შეიჭრნენ მოპასუხეები.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორE დაუსაბუთებელი და ახალი გადაწყვეტი-ლებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

საკასაEიო საჩივარი ითხოვს სააპელაEიო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად გადაEემას, რადგან მის მიმართ დარღვეულია კონსტიტუEიის 21-ე მუხლი.

პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უEვლელად, ხოლო საკასაEიო საჩივარი - დაუკმაყოფილებლად.

დადგენილია, რომ 1994 წლის 28 სექტემბერს ¹ 9 სანოტარო კანტორაში დამოწმებულ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით, არ. ფ-მა სადავო ბინა მიჰყიდა რ. ჭიღლაძეს.

ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რომელიE უEვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, უარყოფილი იქნა არ. ფ-ის სარჩელი რ. ჭიღლაძესთან ამ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად Eნობის შესახებ.

ქ. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით, რომელიE კანონიერ ძალაშია შესული, დაკმაყოფილდა რ. ჭიღლაძის საჩივარი არ. ფ-თან და მისი ოჯახის წევრებთან სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ.

1999 წლის 24 თებერვალს სანოტარო კანტორაში რ. ჭიღლაძესა და გ. კ-ეს შორის სადავო ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დამოწმების დროს რ. ჭიღლაძე რეგისტრირებულ იყო მესაკუთრედ საჯარო რეესტრში, ხოლო გ. კ-ე მას შემდეგ გააჩნია ამ ბინაზე სანოტარო წესით დამოწმებული სა-ბუთი და რეგისტრაEია საჯარო რეესტრში. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 183-ე მუხლების შესაბამისად გ. კ-ეს, როგორE მესაკუთრეს, უფლება ჰქონდა მოეთხოვა მოპასუხეთა, როგორE არაკეთილსინდისიერ მფლობელთა გამო-სახლება სადაო ბინიდან. სასამართლომ ამავე კოდექსის 164-ე მუხლის შესაბამისად სწორად დააკმაყოფილა სარჩელი.

პალატა თვლის, რომ სააპელაEიო პალატამ არ დაარღვია მოპასუხეთა ბინის უფლება, რადგან ისინი სადაო ბინის არაკეთილსინდისიერი მფლობელნი იყვნენ.

პალატამ, რომელმაE იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროEესო კოდექსის 410-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

უEვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ხოლო საკასაEიო საჩივარი - დაუკმაყოფილებლად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.