Facebook Twitter

საქმე ¹ 3კ-359 9 თებერვალი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით

თავმჯდომარე მ. Eისკაძე,

მოსამართლეები: თ. აბესაძე და ლ. ისაკაძე

განიხილა ზ. ბ-სა და დ. ს-ას კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 2 ნოემბრის განჩინებაზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ლ. ისაკაძის მოხსენება

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

გამოგონების ავტორმა ზ. ბ-მა და პატენტმფლობელმა დ. ს-ამ სარჩელით მიმართეს სასამართლოს "ს–ის“ მიმართ მატერიალური და მორალური ზარალის 25.000 ლარის ოდენობით გადახდევინების შესახებ.

თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 3 მარტის გადაწყვეტი-ლებით, რომელიE უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამო-ქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 23 აპრილის განჩინებით სარჩელი უარყოფილ იქნა.

კანონიერ ძალაში შესული ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელე ზ. ბ-მა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 2 ნოემბრის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.

კერძო საჩივარი ითხოვს განჩინების გაუქმებას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას იმის გამო, რომ ვაკის რაიონის სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს საკასაციო კოლეგიის მიერ დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები: მოპასუხის წერილობითი აღიარება არ დაედო საფუძვლად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს. იმისდა მიუხედავად, რომ მოპასუხემ ვერ უარყო საპატენტო სიგელის სიყალბე მასალები არ გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოებს; სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთ-ხოვნის ფარგლებს; გარდა ამისა სასამართლოთა მიერ მხედველობაში არ ყოფილა მიღებული გამოგონებაზე საპატენტო სიგელის ფორმის შეცვლის ფაქტი, რაცE თავისთავად ახლადაღმოჩენილი გარემოებაა და საქმეზე წარმოების განახლების საფუძველია.

პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს,

რადგანაE მათში დასახელებული პროცესუალური დარღვევები არ წარმოადგენს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველს.

ასევე, ახალ აღმოჩენილ გარემოებად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გამოგონებაზე საპატენტო სიგელის ფორმის შეცვლა, რადგანაE დავის საგანს წარმოადგენდა გამოგონებაზე უფლება, რომელიE თავისი შინაარსით მატერიალურ - სამართლებრივია, ხოლო იმ დოკუმენტის ფორმის შეცვლა, რომლითაE იგი დასტურდება, არსებით გავლენას არ ახდენს უფლების არსებობის საკითხზე.

პალატამ, რომელმაცE იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 2 ნოემბრის განჩინება, ხოლო კერძო საჩივარი - დაუკმაყოფილებლად.