გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ\457 4 იანვარი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და
გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი
მოსამართლეები: დ. ხელაია, თ. კობახიძე
განიხილა ო. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 26 ნო-ემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ო. ს-ის სარჩელის გამო, მოპასუხე ზ. ს-ის და მესამე პირის ქ. კ-ის მიმართ _ საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების თაობაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1999 წლის 2 თებერვალს ო. ს-ემ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის საბუ-რთალოს რ-ნის სასამართლოს ზ. ს-ის და ქ. კ-ის საEხოვრებელი ბინიდან გა-მოსახლების შესახებ, ხოლო 1999 წლის 6 ივნისს ზ. ს-მ შეგებებული სარ-ჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს თანამესაკუთრედ ცნობისა და საჯარო რეესტრშიEცვლილებების შეტანის თაობაზე. თბილისის ვა-კე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 3 აგვისტოს გადაწყვე-ტილებით ო. ს-ის სარჩელი ზ. ს-ის და ქ. კ-ის მიმართ სადავო ბინიდან გამო-სახლების შესახებ არ დააკმაყოფილა; ამასთან დააკმაყოფილა ზ. ს-ის შეგებებუ-ლი სარჩელი და იგი Eცნო ამ ბინის თანამესაკუთრედ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო,სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ო. ს-ის სააპელაციო საჩივრი არ დააკმაყოფილა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასა-მართლოს 1999 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
ო. ს-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სა-მოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 26 ნოე-მბრის განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით: თბილისის ორჯონიკიძის რაიონის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის მიერ გაცემული ორდერი ყალბია და სადავო ბინაში ზ. ს-ე ჩაეწერა მისი თანხმობის გარეშე.
პალატა თვლის, რომ ო. ს-ის საკასაციო საჩივარი, არ არის დასაშვები, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხ-ლის მოთხოვნებს. მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული საფუძვლები, რითაცEითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას, ეხება მხოლოდ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.393-ე მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებო-დეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ო. ს-ის საკასაციო საჩივარში კი კანონის დარღვევაზე არაფერია მითითე-ბული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, თუ არ არ-სებობს საკასაციო საჩივრის წინამძღვრები, მაშინ საკასაციო სასამართლო გამოიტანს განჩინებას საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ო. ს-ის საკასაციო საჩივარი არ არის დასაშ-ვები, რის გამოცE დატოვებული უნდა იქნეს განუხილველად.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი. განჩინების ასლები გაეგზავნოთ მხარეებს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.