Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3ნ-452-99 26 იანვარი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ა. ღუღუნიშვილი

მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. ისაკაძე

განიხილა ლ. ა-ის საზედამხედველო საჩივარი თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე და თბილისის სა-ქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 2 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე _ მ. ს-ის სარჩელის გამო, მოპასუხე ლ. ა-თან, მესამე პირი ისნის რაიონის გამგეობასთან, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტთან და თბილისის 35-ე სანოტარო კანტორის მიმართ ეზოს გაყოფის, ალაყაფის კარების გადატანის, ფანჯრის ღიობის ამოქოლვის, არასაცხოვრებლი ფართის პრივატიზაციის გაუქმებისა და ამ ფართიდან გამოსახლების შესახებ.

პალატის სხდომაზე გამოცხადნენ და საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღეს საჩივრის ავტორმა ლ. ა-მა, მისმა ადვოკატმა ლ. ბ-ამ, მოწინააღმდეგე მხარემ მ. ს-მა და მისმა ადვოკატმა ა. მ-მა.

პალატამ, რომელმაE მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თ. აბესაძის მოხსენება,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მ. ს-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ლ. ა-ის მიმართ და მოითხოვა ეზოს გაყოფა, ალაყაფის კარის გადატანა, ფანჯრის ამოქოლვა, პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება და სათავსის დაბრუნება.

თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ლ. ა-მა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს შესაბამისი კოლეგიის 1999 წლის 2 აპრილის განჩინებით დასახელებული გადაწყვეტილება სახლის ფანჯრის ღიობის ამოქოლვის, პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების, ამ ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმებისა და ნაგებობიდან მოპასუხის გამოსახლების ნაწილში დარჩა უცვლელად, ხოლო ალაყაფის მოწყობის, მისი გადატანის ნაწილში და გადაკეთებების თანხის მოსარჩელისათვის დაკისრების ნაწილში _ გაუქმდა და ხელახლა განსახლველად გადაეგზავნა იმავე რაიონის სასამართლოს.

ლ. ა-ი საზედამხედველო საჩივრით ითხოვს სასამართლოს გადაწყვე-ტილების გაუქმებას შემდეგი მოტივით: სასამართლოთა მიერ არასწორი შეფასება მიეცა საქმესთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

პალატას, რომელმაE გაიცნო საქმის მასალები, შეაფასა საზედამხედველო საჩივრის მოტივები, მოუსმინა მხარეებს და მათ ადვოკატებს, მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 1999 წლის 2 აპრილის განჩინებით კანონიერად გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება ალაყაფის კარისა და მისი გადატანის ნაწილში, რადგანაცE საქმის განმხილველმა სასამართლომ არ შეაფასა ამ გარემოებებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები. კერძოდ, არ გაარკვია, მოპასუხეს, ალაყაფის კარის 90 სმ-ით გადატანის შემთხვევაში, მოსარჩელის კუთვნილი ეზოს ფართიდან რამდენი მეტრი დარჩებოდა მფლობელობაში. დაუსაბუთებელია გადაკეთების ხარჯების მთლი-ანად მოსარჩელისათვის დაკისრება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლო კოლეგიის დასახელებული განჩინება ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

დასაბუთებას მოითხოვს სასამართლოს პოზიცია სარკმლის ამოქოლვის ნაწილში. არაა გარკვეული, მოსარჩელეს ამ სარკმლის არსებობით რაში ეშლება ხელი და რამდენი ხანია რაE ეს მდგომარეობა არსებობს.

როგორცE საქმის მასალებიდან დგინდება, მოსარჩელესა და მოპასუხეს კუთვნილი სახლების შუაში მდებარეობს ლიტ „გ" ნაგებობა, რომლიE წლების განმავლობაში აღრიცხული იყო ერთ-ერთი უწყების სახელზე და რომელიცE 1994 წელს იჯარით იქნა გადაცემული ლ. ა-ის სახელზე. ეს ნაგებობა, როგორცE პირველი ინსტანციის სასამართლოს მიაჩნია, განთავსებულია 34,83 კვ. მ ფართობზე მასთან ერთად მის მიმდებარედ არსებული 14,83 კვ. მ ფართი სასამართლომ მიაკუთვნა მოსარჩელეს. სასამართლოს ეს დასკვნა არ ეფუძნება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, არ არის გარკვეული, რომელი პერიოდიდან ჩამოყალიბდა მხარეთათვის მიწის ნაკვეთით სარგებლობის ეს გარკვეული წესი. მაშინ, როცა საქმის მასალებით ირკვევა, რომ როგორცEმოსარჩელეს, ისე მოპასუხეს გააჩნიათ ამ მიწის ფართობის სარგებლობაში გადაცემის სხვადასხვა მონაცემები.

დაუსაბუთებელია საამართლოს დასკვნა, რომლის მიხედვით გაუქმდა ლიტ „გ" ნაგებობის პრივატიზაციის ხელშეკრულება და ამ ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რადგანაცE იგი არ ეფუძნება ამ მიმართებით საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს.

ამრიგად, მოცემული დავა სასამართლომ განიხილა არასრულყოფილად საქმისათვის არსებითი მნიშვნელობების გარემოებების გამორკვევის გარეშე, რის გამოცE გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

პალატამ, რომელმაცE იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 436-ე მუხლის მე-6 პუნქტით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 2 აპრილის განჩინება თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1988 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში დარჩეს უცვლელად, ხოლო დანარჩენ ნაწილებში გადაწყვეტილება და განჩინებაE გაუქმდეს და საქმე ახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე რაიონის სასამართლოს.