გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3ნკ-374 9 თებერვალი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით
თავმჯდომარე მ. Eისკაძე
მოსამართლეები: თ. აბესაძე და ლ. ისაკაძე
განიხილა საქართველოს მილსადენის კომპანიის საკასაEიო საჩივარი თბილი-სის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 19
ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ინდივიდუალური საწარმო „თ…ისა“ და შპს „ქ-ის მეთესლეობის ექსპერიმენტალური საწარმოს“ სარჩელის გამო კასატორთან
92.750 ლარის გადახდევინების შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ინდივიდუალურმა საწარმომ „თეიმურაზ გაბრიჭიძემ“ და შპს „ქსოვრისის მეთესლეობის ექსპერიმენტალურმა საწარმომ“ სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მიუთითეს, რომ 1997 წლის 1 მარტს დადეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაE ქსოვრისის ექსპერიმენტალური საწარმოს ტერიტორიაზე უნდა მოეყვანათ ხორბლის მოსავალი. ამისათვის მათ 173 ჰა ფართობზე დათესეს საშემოდგომო ხორბალი. საქართველოში მიმდინარე ნავთობსადენის მშენებლობასთან
დაკავშირებით საქართველოს მილსადენის კომპანიამ 1997 წლის ნოემბრიდან 1998 წლის მარტამდე გადაკეტა სარწყავი არხი, რის შედეგადაE დაზიანდა ნათესები; მოსარჩელეებს მიადგათ
92. 750 ლარის ოდენობის ზარალი.
სარჩელით ინდივიდუალურმა საწარმომ „თეიმურაზ გაბრიჭიძემ“ და შპს „ქსოვრისის მეთესლეობის ექსპერიმენტალურმა საწარმომ“ მოითხოვეს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
მEხეთის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 92. 750 ლარის გადახდა; მასვე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი ბაჟის - 1380 ლარის გადახდა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1402,50 ლარის გადახდა. მოპასუხეს დაეკისრა სასამართლო ხარჯების - 4637,50 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს მილსადენის კომპანიას დაეკისრა შპს „ქსოვრისის მეთესლეობის ექსპერიმენტალურ საწარმოსა“ და ინდივიდუალურ საწარმო „თეიმურაზ გაბრიჭიძის“ სასარგებლოდ 56 937 ლარის გადახდა.
საკასაEიო საჩივარი ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის უარყოფას იმის გამო, რომ:
დაუსაბუთებელია გადაწყვეტილება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების შესახებ; მოსარჩელეს არ გააჩნდა იმ სარწყავი წყლის სარგებლობის კანონიერი უფლება, რომლის
გადაკეტვით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაE ითხოვდა;
მოსარჩელემ ვერ შეძლო მიწის ნაკვეთზე მისი კანონიერი სარგებლობის დადასტურება. მოსარჩელე მხარე საკასაEიო საჩივრის შესაგებელში არ იზიარებს საკასაEიო საჩივრის
მოსაზრებებს:
სარწყავი არხი წლების მანძილზე ირიEხებოდა ქსოვრისის მეურნეობის ბალანსზე და წარმოადგენდა მის კანონიერ მოსარგებლეს. 1999 წლის სამეურნეო პერიოდში ის აღირიEხა საგურამო-მუხიანის წყალთა მელიორაEიის ბალანსზე და დღეისათვის მხარეთა შორის გაფორმებულია ხელშეკრულება.
მEხეთის რაიონის სასამართლოს დადგენილებით, შპს ქსოვრისის საწარმოს წესდებით, სარეგისტრაEიო ფორმით, მEხეთის რაიგამგეობის 1997 წლის 27.06 ¹ 10 დადგენილებით, იჯარის ხელშეკრულებით და იჯარის აღწერის ოქმით, სერტიფიკატით დადასტურებულია, რომ მოსარჩელეები არიან მისი კანონიერი მოსარგებლენი. ამასთან შესაგებელში აღნიშნულია, რომ მათ არ ჰქონდათ მატე-რიალური საშუალება საკასაEიო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და ითხოვენ ზარალის ანაზღაურებას 92.750 ლარის ოდენობით.
პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
სწორია საკასაEიო საჩივრის მოსაზრება იმის შესახებ, რომ დაუსაბუ-თებელია გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
სააპელაEიო პალატამ, საქმეში არსებული ურთიერთ-წინააღმდეგობრივი ექსპერტიზის დასკვნების გამო, თვით დანიშნა რა დამატებითი ექსპერტიზა, გა-დაწყვეტილებაში მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა მისი დასკვნები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით გადაწყვეტილებაში არ მოიყვანა დასაბუთებული მოსაზრებანი, თუ რატომ მიიჩნია, რომ მიყენებული ზიანი ორივე მხარის ბრალეული მოქმედებით იყო გამოწვეული. მართალია, ექს-პერტიზის დასკვნის მიხედვით ნათესების განადგურება გარდა სხვა ფაქტიური რიგი აგროტექნიკური ღონისძიებების გათვალისწინებით, ბუნებრივი მეტეოროლოგიური პირობებით (ზამთრის გვალვა, ნიადაგის დაბალი ტემტერატურა, პერიოდული ძლიერი ქარები) იყო განპირობებული, მაგრამ სასამართლო პროEესზე დაკითხულ ექსპერტ მიქელაძის განმარტებით მოუსავლიანობის ძირითადი მიზეზი ნაკვეთის მოურწყველობა იყო. მან Eალსახად უჩვენა, რომ,
„თუ არ მოირწყა მიწის ნაკვე-თი, სამუშაოების ჩატარებას აზრი არა აქვს. მთავარი ფაქტორი არის
მორწყვა“ (ტ. 2 ს. ფ. 191). ამ მტკიEებულებათა არსებობისას სააპელაEიო პალატის დას-კვნა, რომ
„ზიანი უფრო მეტად გამოწვეულია მილსადენი კომპანიის ბრალით, ბუნდოვანია“, რის შედეგადაE გაუგებარია თუ რატომ დაეკისრა მოპასუხეს მიყე-ნებული ზიანის 75.316,75 ლარიდან 59.337,56
ლარის გადახდა. ამით პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროEესო კოდექსის 105-ე მუხლი
მტკიEებულებათა შეფასების შესახებ.
საკასაEიო პალატა ასევე თვლის, რომ საქმის სააპელაEიო წესით განხილვი-სას არ გარკვეულა არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხი - მოსარჩელისადმი მიყენებული ზიანის ოდენობის შესახებ. სააპელაEიო პალატამ მექანიკურად გაიზიარა ბოლო ექსპერტიზის მიერ განსაზღვრული ზიანის თანხა, თუმEაღა საქმეშია საქართველოს მეEნიერებათა აკადემიის გამოკვლევა, რომლის თანახმადაE მოსარ-ჩელისათვის მიყენებული ზარალის ოდენობა გაEილებით მეტი - 98.750 ლარია.
პალატა თვლის, რომ საქმის ხელახლა განხილვისას ამ საქმეზე ჩატარებულ ექსპერტიზაში მონაწილე პირთა, სპეEიალისტთა დაკითხვის შედეგად სრულყოფი-ლად უნდა გაირკვეს ნათესების განადგურებით გამოწვეული ზიანის ძირითადი მიზეზი, გაიმიჯნოს ისინი მის წინსწრებული მოვლენებისაგან, არსებობის შემთხვევაში მაქსიმალურად, თუნდაE დაახლოებით დაკონკრეტდეს თითოეული მხარის ბრა-ლეულობის ხარისხი ზიანის დადგომაში და ამის შედეგად იქნეს მიღებული სათანადო გადაწყვეტილება.
საკასაEიო პალატას საჭიროდ მიაჩნია იმის აღნიშვნა, რომ საქართველოს სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით მEხეთის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების შეEვლისდა მიუხედავად, სააპელაEიო პალატას არ უმსჯელია სასამართლო ხარჯების განაწილებაზე.
საკასაEიო საჩივარი სადავოდ ხდის მიწის ნაკვეთისა და სარწყავი არხის მოსარგებლის საკითხს. სააპელაEიო პალატამ სათანადოდ არ გაარკვია ეს გარემოება, თუმEაღა სააპელაEიო საჩივარში ამის შესახებ აღნიშნული იყო.
პალატამ, რომელმაE იხელმძღვანელა სამოქალაქო, საპროEესო კოდექბსის 411-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სა- მეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს.