გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 6გ-/165 18 იანვარი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. Eცისკაძე
მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. გოჩელაშვილი
განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 2 დეკემბრის განჩინებაში _ საქმეზე შპს „.. .." სარჩელი, მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მესამე პირი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონცერნი „საქსოფლნაყოფიერება", 1996 წლის 11 იანვარს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების ერთი მილიარდი რუსული რუბლის მიღების შესახებ ბათილად Eცნობის და ამ თანხიდან 517,72 მილიონი რუსული რუბლის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე _ დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მარიამ Eცისკაძის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ფირმა „ე-ის" სამართალმემკვიდრემ შპს „.. .."-მა 1998 წელს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა 1996 წლის 11 იანვრის ხელშეკრულების ბათილად Eცნობა 517,72 მილიონი რუსული რუბლის კრედიტორისათვის დაბრუნების ვალდებულების ნაწილში იმ საფუძვლით, რომ ეს ხელშეკრულება დაიდო მუქარის შედეგად იძულებით. აღნიშნულის მტკიცებულებად მითითებული იქნა ფირმა „ე-ის" პრეზიდენტის მ. ე-ის დაპატიმრება, შემდგომ მისი თავდებქვეშ გათავისუფლება იმ პირობით, რომ ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებას გააფორმებდა ფინანსთა სამინისტროსთან.
თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „.. ..-ის" სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. 1996 წლის 11 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება 517,72 მილიონი რუსული რუბლის დაბრუნების ვალდებულების ნაწილში _ ბათილად იქნა Eცნობილი და ამ თანხის გადახდისაგან გათავისუფლდა შპს „.. ..". მოსარჩელეს დაეკისრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ 482,28 მილიონი რუბლი, ანუ 13732 აშშ დოლარი, 1996 წლის 11 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტების შესაბამისად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 1998 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით გააუქმა მოცემულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე დააბრუნა ხელახალი განხილვისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმმა 1999 წლის 25 თებერვლის ¹ 80 დადგენილებით გააუქმა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა კოლეგიის 1998 წლის 20 ოქტომბრის განჩინება და უცვლელად დატოვა თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 2 დეკემბრის განჩინებით გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1999 წლის 25 თებერვლის ¹ 80 დადგენილება.
უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.
საკასაციო პალატის განჩინებაში დაშვებულ იქნა უსწორობა, კერძოდ, საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს არა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, არამედ ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 2 დეკემბრის ¹ 6გ-/165 განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გასწორდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1998 წლის 25 თებერვლის ¹ 80 დადგენილება.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქ-მეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 20 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.