გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/293 2000 წლის 26 იანვარი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით
თავმჯდომარე მ.Eისკაძე
მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. ისაკაძე
განიხილა ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 21 სექტემბრის განჩინებაზე, საქმეზე დ. ხ-ის სარჩელის გამო ნ. ბ-ისა და თ. ც-ის მიმართ ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებულად Eნობის შესახებ.
პალატის სხდომაზე გამოEხადდა და საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსარჩელე დ. ხ-ი.
პალატამ, რომელმაცE მოისმინა მოსამართლე ლ. ისაკაძის მოხსენება,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩა ¹ 4/52-ში მდებარე ბინა საკუთრების უფლებით აღრიEხული იყო თ. Eც-ის სახელზე, რომელიE გარდაიცვალა 1995 წელს. მას დარჩა ორი მემკვიდრე: მეუღლე ნ. ბ-ე და ვაჟიშვილი პირველი მეუღლიდან - თ. Eც-ე.
1996 წლის იანვარში განცხადებით მიმართა სასამართლოს დ. ხ-მა ნ. ბ-ისა და თ. Eც-ის მიმართ და მოითხოვა აწ გარდაცვლილ თ. Eც-ის სახელზე არსებულ ზემოაღნიშნულ ბინაზე ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებულად ცნობა. სარჩელი დასაბუთებულია იმით, რომ 1993 წლის 5 დეკემბერს აწ გარდაცვლილმა თ. Eც-მ 6.000 დოლარად მიჰყიდა დ. ხ-ს სადავო ბინა. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება სანოტარო კანტორაში არ დამოწმდა იმის გამო, რომ თანხა იმ დროისთვის სრულად არ ჰქონდა გადახდილი დ. ხ-ს. ის ნაწილ-ნაწილ უხდიდა თანხას გამყიდველს. 1995 წელს 14 ივნისს დ. ხ-მა მთლიანად გადაიხადა თანხა. ამის შემდეგ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება სანოტარო წესით ვერ დამოწმდა გამყიდველის ავადმყოფობის გამო, რომელიცE რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. დ. ხ-ი სადავო ბინაში Eცხოვრობს 1994 წლის აგვისტოდან.
ქალაქ ქუთაისის სასამართლოს 1999 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით, რომელიE უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, სარჩელი დაკმაყოფილდა.
საკასაციო საჩივარი ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანას იმის გამო, რომ:
სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ. რედაქციით) 47-ე მუხლი. ყიდვა-გაყიდვაზე შინაურული ხელშეკრულება არ არსებობს;
ხელწერილი ყალბია, ის არ დაემთხვა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ აწ გარდაცვლილ თ. Eც-ის ხელწერილებს.
პალატა თვლის, რომ განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად გაეგზავნოს სააპელაციო პალატას.
სააპელაციო პალატამ 24-ე საქმის ფურცელზე არსებული წერილობითი დოკუმენტი მიიჩნია "მხარეთა შორის დადებული გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტად, ვინაიდან იგი მიუთითებს მხარეთა ნების გამოვლენის ნამდვილობაზე, რაE გარიგების დადების საფუძველია".
საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ. რედაქციით) 47-ე მუხლის გამოყენება დაუსაბუთებელია სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად.
24-ე საქმის ფურცელზე არსებულ წერილობით დოკუმენტში აღნიშნულია: "ბინის ფული მიცემული მაქვს". შემდეგ თანმიმდევრობით აღნიშნულია თანხის გადაცემის დრო, თანხის ოდენობა და თ. Eც-ის ხელმოწერა.
ამ წერილობით დოკუმენტში არ არის აღნიშნული გარიგების მხარეები, გარიგების საგანი, მისი ადგილ-მდებარეობა, მხარეთა უფლება-მოვალეობანი და მათი ნების გამოხატულება. ამდენად, სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ დაადგინა ეს წერილობითი დოკუმენტი თუ შეესაბამება სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქEიით) 41-ე და 237-ე მუხლის მოთხოვნებს და იმავე კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად ის შეიძლება თუ არა ჩაითვალოს სადავო ბინის ყიდვა-გაყიდვის გარიგების წერილობით დოკუმენტად.
რაE შეეხება საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნებს, ურთიერთსაწინააღმდეგოა: პირველი გრაფიკული ექსპერტიზით დადგენილია, რომ 24-ე /რომელიE შეეხება სადავო ბინაზე ფულის გადაცემას /და 25-ე / აწ გარდაცვლილ თ. Eც-ის განცხადება /ფურცლებზე არსებული ხელმოწერები ერთი და იგივეა /ს. ფ. 43, ტ. I/. მეორე ექსპერტიზის დასკვნით ეს ხელმოწერები სხვადასხვა პირის მიერ არის შესრულებული /ს. ფ. 19, ტ. II/. მესამე ექსპერტიზას საერთოდ არ უმსჯელია 24-ე ფურცელზე არსებულ ხელწერილზე /ს. ფ. 28/.
ყოველივე ამის გამო გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოE გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამის გათვალისწინებით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის "ე" პუნქტის შესაბამისად განჩინება კანონის დარღვევით არის მიღებული და ის უნდა გაუქმდეს.
პალატამ, რომელმაE იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 21 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.