Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ\306 31 იანვარი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი

მოსამართლეები: თ. კობახიძე, ა. ღუღუნიშვილი

განიხილა სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 1 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე, შპს „ი.“-ს სარჩელის გამო სს „ს. ბ-ის“ მიმართ ხელშეკრულების ბათილად Eცნობის და ზარალის ანაზღაურების შესახებ პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1996 წლის 21 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება ერთის მხრივ ქ. რუსთავის მერიის, მეორეს მხრივ სს „ს. ბ-ის“ რუსთავის განყოფილების და მესამე მხრივ შპს ფირმა „ი.“-ს შორის.

აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შპს ფირმა „ი.“ ვალდებულებას იღებდა: აეღო სესხად სს "ს. ბ-დან“ 250 000 ლარი 5 თვის ვადით წლიური 36% საპროEენტო განაკვეთით, ამ თანხიდან 100 000 ლარი მიემართა ბანკის გირავნობაში აღებული სამრეცხაოსა და ქიმწმენდის დანადგარების შესაძენად, რომელსაE შემდგომში ქალაქის კეთილმოწ-ყობისა და მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადასცემდა ქალაქ რუსთავის მერიას; მიეწოდებინა ყოველთვიურად ქალაქის მერიისათვის 50 000 ლიტრი საწვავ - საპოხი მასალები შეღავათიან ფასებში; დროულად დაეფარა სესხი და გამოეყენებია იგი მიზნობრივად.

ქ. რუსთავის მერია ვალდებულებას იღებდა ქალაქის კეთილმოწყობისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მიეცა საგარანტიო წერილი თანხით 250000 ლარზე, საჭიროების შემთხვევაში შემდგომი პროლონგაEიით, შპს ფირმა „ი.“-სთვის „ს. ბ-ის“ რუსთავის განყოფლებიდან სესხის მისაღებად.

ხელშეკრულებით სს „ს. ბ-ის“ რუსთავის განყოფილება იღებდა ვალდებულებას შპს ფირმა „ი.“-ზე სესხის გამოყოფის შესახებ დოკუმენტების მომზადებაზე, თანხით 250 000 ლარი 5 თვის ვადით წლიური 36% საპროEენტო განაკვეთით. აღნიშნული სესხიდან 100 000 ლარი მიიმართებოდა ბანკის გირავნობაში აღებული სამრეცხაო და ქიმწმენდის დანადგარების შესაძენად. ბანკი ასევე გაუწევდა კონტროლს სესხის მიზნობრივ გამოყენებას. ხელშეკრულება ხელმოწერილია სამივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ.

1996 წლის 23 მაისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება სს „ს. ბ-ის“ რუსთავის განყოფილებასა და ფირმა „ი.“-ს შო-რის 250 000 ლარის კომერციული კრედიტის მიცემის შესახებ 5 თვის ვადით.

ხელშეკრულების თანახმად "მსესხებელი უზრუნველყოფს კრედიტის თავისდროულ დაბრუნებას და მისი სარგებლის გადახდას. კრედიტი გაიცემა მერიის გარანტიით“. კრედიტით სარგებლობისათვის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 36%, ხოლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში დაწესდა საჯარიმო სანქციები.

ხელშეკრულების მე-4 პუნქტის მიხედვით მსესხებელს დაეკისრა 1996 წლის 1 ივნისისათვის სამრეცხაო და ქიმწმენდის დანადგარების შესაძენად გამოყოფილი 100000 ლარის ბანკისათვის დაბრუნება, გეგმიური და საანგარიშსწორებო მონაცემების წარმოდგენა კრედიტის გამოყენებაზე და დაფარვაზე ბანკის მხრიდან კონტროლის გასაწევად.

სს „ს. ბ-ის“ რუსთავის ფილიალის მიერ 1999 წლის 18 თებერვალს გაცემული Eცნობის თანახმად 1996 წლის 23 მაისს შპს „ი.“-ზე გაიცა სესხი 250 000 ლარი. იმავე დღეს გაკეთდა ლარის კონვერტაცია და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გადაირიცხა 197 126 აშშ დოლარი.

ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულების ვადა შპს „ი.“-ს 1996 წლის 22

ოქტომბრის მიმართვის შესაბამისად გაგრძელდა 5 თვით - 1996 წლის 23 მარტამდე. ქ. რუსთავის მერიამ, ასევე, გააგრძელა მის მიერ 1996 წლის 22 მაისს გაცემული საგარანტიო წერილის ვადა ¹ 6, 1996 წლის 22 ოქტომბრის ¹ 6ა საგარანტიო წერილით.

მსესხებელმა ვერE დამატებით ვადაში უზრუნველყო სესხის დავალიანების დაფარვა, რაE სს „ს. ბ-ის“ რუსთავის ფილიალის Eნობის თანახმად, 1997 წლის 19 მაისის მდგომარეობით შეადგენდა 124.023 ლარს. სესხის დაფარვის ვადის გადაცილების გამო, საგარანტიო წერილის საფუძველზე, სს „ს. ბ-მა“ ქ. რუსთავის ადგილობრივი ბიუჯეტის ანგარიშიდან მოხსნა 66.552 ლარი.

1997 წლის მაისში ქ. რუსთავის პროკურორმა სარჩელი აღძრა ფირმა „ი.“-ს მიმართ სს „ს. ბ-ის“ რუსთავის ფილიალის სასარგებლოდ საკრედიტო დავალიანების თანხის 104.627 ლარის გადახდევინების, ხოლო ქ. რუსთავის მერიის სასარგებლოდ 66.552 ლარის დაკისრების შესახებ.

შემდეგში ქ. რუსთავის მერიამ ფირმა „ი.“-ს შესრულებულ სამუშაოებში ჩაუთვალა არსებული დავალიანება, რის გამოE მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა. სს „ს. ბ-მა“ დარჩენილი საკრედიტო დავალიანება აანაზღაურა შპს „ი.“-ს ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის მეშვეობით.

შპს „ი.“-მ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ანგარიშიდან უკანონოდ მითვისებული თანხის დაბრუნებისა და ამ ქმედებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ.

დავა არაერთხელ იყო სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოთა განხილვის საგანი. უკანასკნელად, მარნეულის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ი.“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა Eცნობილი 1996 წლის 21 მაისს მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება; სს „ს. ბ-ს“ შპს „ი.“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 137 933,76 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაEიო პალატამ 1999 წლის 9 ნოემბრის განჩინებით გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად.

საკასაციო საჩივრით სს „ს. ბ-ის“ გენერალური დირექტორი მოითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას სარჩელზე უარის თქმის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიE უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიE არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეების და მათი წარმომადგენლების განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება უნდა გაუქმდეს და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

1996 წლის 21 მაისს ხელშეკრულება მხარეებს შორის დაიდო ყველა იმ პირობის გათვალისწინებით, რაE შეთავაზებული იყო შპს „ი.“-ს პრე-ზიდენტის მიერ სს „ს. ბ-ის“ რუსთავის განყოფილების მმართველისადმი 1999 წლის 13 მაისს გაგზავნილ წერილში. შპს „ი.“ ითხოვდა მოკლევადიან კომერციულ კრედიტს 5 თვის ვადით თანხით 250 000 ლარს, სესხის სარგებლობისათვის წლიური 36%-ის გადახდევინებით. იქვე მითითებული იყო, რომ სესხიდან 100000 ლარი გადაირიცხებოდა სამრეცხაოსა და ქიმწმენდის დანადგარების შესაძენად, ხოლო 150000 ლარი მოხმარდებოდა კომერციულ საქმიანობას. წერილზე თანდართული ეკონომიკურ გაანგარიშების 1-ლი პუნქტით შპს „ი.“-ს პრეზიდენტი, ასევე, კისრულობდა სამრეცხაო და ქიმწმენდის დანადგარების შესაძენად სესხიდან 100 000 ლარის სს „ს. ბ-ში“ გადარიცხვის ვალდებულებას.

1996 წლის 21 მაისის ხელშეკრულება ფაქტობრივად წარმოადგენდა მხარეთა წინასწარ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეE გაფორმდა 1996 წლის 23 მაისის საკრედიტო ხელშეკრულება.

საკრედიტო ხელშეკრულების მე-4 პუნქტის შესაბამისად „მსესხებელმა“ იკისრა ვალდებულება, რომ 1996 წლის 1 ივნისისათვის დაუბრუნებდა სს „ს. ბ-ს“ სამრეცხაო და ქიმწმენდის დანადგარების შესაძენად გამოყოფილ 100 000 ლარს.

სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშვა არა წინასწარი შეთანხმების ხელშეკრულებით, არამედ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე და კრედიტორმა მთლიანად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები: დაუყოვნებლივ მოახდინა სესხად გაცემული 250 000 ლარის კონვერტაცია აშშ დოლარებში, გადარიცხა თანხა შპს „ი.“-ს მიერ მითითებულ ანგარიშზე, მიიღო ბანკში დაგირავებული შპს „თ-ის“ სამრეცხაო და ქიმწმენდის დანადგარების შესაძენად 92 000 ლარი და ყოველთვის გამოთქვამდა მზადყოფნას, რომ გადაეცა ეს დანადგარები მოსარჩელისათვის. მხარეთა შორის წინასწარი და საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმებამდე შპს „თ-ს“ ვალის დაფარვის უზრუნველსაყოფად სს „ს. ბ-ის“ წინაშე დაყენებული ჰქონდა გირაოში ჩადებული ქონების გასხვისების საკითხი. საქმის მასალებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ შპს „თ.“ თანახმა იყო გასხვისებული დანადგარების მყიდველზე - შპს „ი.“-ზე გადაცემაზე, რაცE ვერ განხორციელდა ამ უკანასკნელის წინააღმდეგობის გამო.

შპს „ი.“-ს სესხის დაბრუნების ვადის გასვლამდე არ გამოუთქვამს არავითარი პრეტენზია გირაოში ჩადებული სამრეცხაო და ქიმწმენდის დანადგარების შეძენის ფაქტზე. შემდეგში შპს „ი.“-მ უარი განაცხადა დანადგარების მიღებაზე იმ მოტივით, რომ თითქოს ისინი გაძარცული იყო.

საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 250-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი დაარღვევს ხელშეკრულებას და უარს განაცხადებს ნაყიდი ნივთის მიღებაზე, გამყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს მყიდველის მიერ ნივთის მიღება და მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

გარიგების ბათილობის საფუძველს არ წარმოადგენდა დანადგარების შეფა-სების თაობაზე აუდიტის მიერ შედგენილი დასკვნა, რადგან შესასყიდი ფასი განისაზღვრა მხარეთა შეთანხმებით. მოსარჩელეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა ადგილზე შეემოწმებინა ეს დანადგარები ჯერ კიდევ ხელშეკრულების დადებამდე.

„გირავნობის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, შპს „თ-ს“, როგორE დამგირავებელს შენარჩუნებული ჰქონდა სს „ს. ბ-ში“ და-გირავებული სამრეცხაო და ქიმწმენდის დანადგარების გასხვისების უფლება, რაE განხორციელდა მოგირავნის თანხმობით. შპს „ი.“-ს მიერ ამ მიზ-ნით შეტანილი 92000 ლარი ჩარიცხული იქნა სს „ს. ბ-ის“ რუსთავის ფილიალში შპს „თ-ის“ ანგარიშზე და ამ თანხიდან მოხდა სს „ს. ბ-ის“-ადმი დამგირავებლის დავალია-ნების დაფარვა. ის ფაქტი, რომ სს „ს. ბ-ში“ შპს „ი.“-ს სახელით 92 000 ლარის შეტანის დამადასტურებელ დოკუმენტზე ვ. მ-ის ნაცვლად ხელი მოწერილი აქვს სხვა პირს, არ წარმოადგენს იმის მტკიცების საფუძველს, რომ ეს თანხა შეტანილ იქნა არა გირაოში ჩადებული დანადგარების შესაძენად, არამედ იყო სესხის დაბრუნებული ნაწილი.

1996 წლის 22 ოქტომბერს სს „ს. ბ-ის“ სახელზე გაგზავნილ წერილში მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1996 წლის 23 მაისს ბანკიდან სესხად მიღებული აქვს 250 000 ლარი

5 თვის ვადით და ითხოვა ხელშეკრულების პროლონგაცია 1997 წლის 23 მარტამდე. ქ. რუსთავის მერიამ 250 000 ლარის სესხზე გასცა 1996 წლის 23 მაისის და 1997 წლის 22 ოქტომბრის საგარანტიო წერილები, ხოლო 1997 წლის 22 მარტს სს „ს. ბ-თან“ გააფორმა საგარანტიო ხელშეკრულება. ვალდებულების შესრულების შეწყვეტამდე შპს „ი.“ სესხის სარგებლობის პროცენტს იხდიდა 250 000 ლარიდან.

საკრედიტო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ სამრეცხაო და ქიმწმენდის დანადგარების მიღებაზე უარის თქმის საშუალებით მოსარჩელე შეეცადა ემტკიცებინა, რომ სს „ს. ბ-იდან“ სესხად მიღებული ჰქონდა მხოლოდ 150000 ლარი და სადავო დანადგარების ღირებულების დაბრუნებასთან ერთად მოითხოვა მიყენებული ზარალის ანაზღაურება, რაცE უსაფუძვლოდ იქნა გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ.

მხარეთა შორის გარიგება არ ყოფილა დადებული საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 56-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობებში: მოტყუების, ძალადობის, მუქარის, ერთი მხარის წარმომადგენლის მეორე მხარესთან ბოროტ განზრახვითი შეთანხმების ან მძიმე გარემოებათა დამთხვევის შედეგად. სასამართლოს არ გააჩნდა აღნიშნული გარიგების ბათილად Eცნობის და მოპასუხეზე ზარალის ანაზღაურების დაკისრების კანონიერი საფუძველი.

დავის გადაწყვეტისათვის არ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა 1997 წლის 7 ივლისის განჩინება ყადაღის დადების შესახებ წარმოადგენდა თუ არა სს „ს. ბ-ის“ მიერ შპს „ი.“-ს ანგარიშიდან კუთვნილი თანხის ჩამოჭრის დამაბრკოლებელ გარემოებას.

სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა და განმარტა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქEიით) 205-ე მუხლი. მე-რიის საგარანტიო წერილების და საგარანტიო ხელშეკრულების არსებობის მიუხედავად, სს „ს. ბ-ს“ უფლება ჰქონდა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე კუთვნილი თანხები მიეღო უშუალოდ მევალისაგან და არა გარანტიის მიმცემისაგან.

საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ საპროEესო

ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი, საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რის გამოE პალატას შესაძლებლად მიაჩნია ახალი გადაწყვეტილების მიღება.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს "ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 1 ნოემბრის განჩინება.

3. არ დაკმაყოფილდეს შპს „ი.“-ს სარჩელი 1996 წლის 21 მაისის ხელშეკრულების ბათილად Eცნობის და ზარალის ანაზღაურების შესახებ, უსაფუძვლობის გამო.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.