Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ\314 7 თებერვალი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი

მოსამართლეები: თ. კობახიძე, ა. ღუღუნიშვილი

განიხილა სახელმწიფო ენერგოკომპანია „ენერგოგენერაEიის“ საკასაEიო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 7

ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ შპს „ვ-ს“ სარჩელის გამო, მოპასუხე სახელმწიფო კომპანია „ე-Eიის“ მიმართ _ შესრულებული სამუშაოსა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ვითამ“ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო ენერგოკომპანია „ენერგოგენე-რაEიის“ მიმართ და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის 1996 წლის 6 ნოემბერს და-იდო ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ენგურჰესის ¹ 3 ჰიდროგენერა-ტორის რემონტისა და აღდგენისათვის საჭირო მოწყობილობის დამზადება და ტრანსპორტირება ქ. ზუგდიდამდე, რომელიE უნდა განეხორEიელებინა მოსარჩელეს. ხელშეკრულების საგნის საერთო ღირებულებად ტრანსპორტირების ჩათვლით განისაზღვრა 5 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტის თანხა ეროვნულ ვალუტაში (ეროვნული ბანკის კურსის შესაძლო Eვლილებების გათვალისწინებით). ამ ხელშეკ-რულების დადებას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაოები. ხელშეკ- რულებით დაკვეთის შესრულების ვადა განისაზღვრა 1999 წლის 1 აგვისტო. სარჩელის მიხედვით, მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისი ვალდებულებების პირველი ეტაპი შეასრულა და გახსნა ქარხანა „ელსიბში“ დაკ-ვეთა ენგურჰესის ¹ 3 ჰიდროგენერატორის დამხმარე ნაწილების დამზადებისათვის, რის დამადასტურებელი საბუთი წარუდგინა „საქენერგოგენერაEიას“ ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღისათვის, 1998 წლის 6 ნოემბერს. აქედან გამომდინარე მო- პასუხისათვის Eნობილი იყო დაკვეთის გახსნის შესახებ. შესაბამისად, აღნიშნული საბუთის წარდგენიდან ერთი თვის შემდეგ, ანუ 1998 წლის 6 დეკემბერს მოპა-სუხეს უნდა გადაეხადა პირველი ეტაპით გათვალისწინებული თანხა 1 250 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. მოსარჩელე ელოდებოდა, ასე-ვე, წინადადებას მოპასუხისაგან ანგარიშსწორების

ფორმის შესახებ, როგორE ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. თავისი ვალდებულებების შესრულების ნაEვლად მოპასუხემ გაუგზავნა მოსარჩელეს შეტყობინება და მოითხოვა ხელშეკრუ-ლების Eალმხრივი, უპირობო გაუქმება. მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა, რომ მოპასუხეს დაეკისროს 1 250 000 აშშ დოლარის გადახდა, როგორE შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება; 3 000 000 აშშ დოლარის გადახდა, როგორE ზიანის ანაზღაურება მიღებული შემოსავლის სახით, 200 000 ლარის გადახდა, როგორE არამატერიალური ზიანი საქმიანი რეპუტაEიის შელახვისათვის; 175 000 აშშ დოლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გაწეული სამართლებრივი მომსახურეობის ხარჯების ანაზღაურების სახით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ვითას“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სახელმწიფო ენერგოკომპანია „ენერგოგენერაEიას“ დაეკისრა 1 250 000 აშშ დოლარის ექვევალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა შპს „ვითას“ სასარგებლოდ, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების სახით; მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხეს დაეკისრა 1 750 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა შპს „ვითას“ სასარგებლოდ; მოპასუხეს დაეკისრა, ასევე, შპს „ვითას“ მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების _

5 000 ლარის ანაზღაურება შპს „ვითას“ სასარგებლოდ. დანარჩენ ნაწილში შპს „ვითას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სახელმწიფო ენერგოკომპანია „ენერგოგენერაEია“ საკასაEიო საჩივრით მოითხოვს, რომ

გაუქმდეს მოEემულ საქმეზე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვე-ტილება იმ ნაწილში, რომლითაE კომპანიას დაეკისრა 1 250 000 აშშ დოლარისა და 1 750 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა და უარი ეთქვას შპს „ვითას“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე; შპს

„ვითას“ დაეკისროს, ასევე, კომპანიის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება _ 5 000

ლარის ოდენობით.

შპს „ვითას“ წარმომადგენლებმა მოითხოვეს სასამართლოს გადაწყვე-ტილების ძალაში დატოვება.

პალატა გაეEნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა საკასაEიო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საქმეზე უნდა გაუქმდეს და საქმე გადაეEეს ხელახალი განხილვისათის, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ შპს „ვითამ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს პირველი ეტაპი შეასრულა: გახსნა დაკვეთა ენგურ-ჰესის ¹ 3 ჰიდროგენერატორის დამხმარე ნაწილების დასამზადებლად, დამკვეთის „ენერგოგენერაEიის“ მიერ მითითებული ქარხანა „ელსიბში“, მის მიერვე გადაEემული ტექნიკური დავალება-დაკვეთის შესაბამისად და დაკვეთის გახსნის დამადასტურებელი საბუთი წარუდგინა დამკვეთს "ენერგოგენერაEიას“. აქედან გამომდინარე, სასამართ-ლო დაეთანხმა შპს „ვითას“ მოთხოვნას მიეღო ანაზღაურება „ენერგოგენერაEიისაგან“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისი ვალდებულებების პირველი ეტაპის შესრულებისათვის, როგორE შესრულებული სამუშაოსათვის; ვინაიდან ხელშეკრუ-ლებიდან გამომდინარე „ვითას“ მიერ ნაკისრი სამუშაოს პირველი ეტაპის შესრულება გამოიხატებოდა ქარხანა "ელსიბში“ დაკვეთის გახსნაში. ხელშეკრულების 3.3. მუხლის მიხედვით, შპს „ვითას“ მხრიდან დაკვეთის გახსნის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ „ენერგოგენერაEიას“ ერთი თვის ვადაში უნდა მოეხდინა ანგარიშსწორება ურთიერთშეთანხმებული ფორმით შპს „ვითასთან“, საერთო ღირებულების 25%-ის ოდენობით.

პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოE მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროEესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება ითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, რის გამოE გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა იქნეს განხილული.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმეზე შეკრებილი მტკიEებულებები და დაადგინოს, შპს „ვითამ“ ნამდვილად შეასრულა, თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს პირველი ეტაპი, კერძოდ, გახსნა თუ არა დაკვეთა ქარხანა „ელსიბში“ და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არის თუ არა ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიEებულებები. გარდა ამისა, საქმის მასალების საფუძველზე დამატებით საჭი-როებს გამოკვლევას ფაქტები იმის შესახებ, მოპასუხე მხარეს ჰქონდა თუ არა საპატიო მიზეზი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროEესო კოდექსის 394-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაEიო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამე-წარმეო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის კოლეგიას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.