Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ/319 25 იანვარი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. Eცისკაძე

მოსამართლეები: თ. აბესაძე, ქ. გაბელაია

განიხილა ზ. უ-ის შუამდგომლობა მისი საკასაციო საჩივრის განხილვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის I შემადგენლობისათვის აცილების შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ზ. უ-ის სარჩელი და ა. ლ-ს დაეკისრა მის სასარგებლოდ 3500 აშშ დოლარის გადახდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 29 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა აღნიშნული გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ზ. უ-ის სასარჩელო მოთხოვნა 3500 აშშ დოლარის ა. ლ-ზე დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაEიო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი უზენაეს სასამართლოში შემოიტანა ზ. უ-ემ. ამავე დროს ზ. უ-ემ განცხადებით იშუამდგომლა საქმის საკასაციო წესით განხილვამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის I შემადგენლობისათვის აცილების შესახებ იმ საფუძვლით, რომ საქმეზე მისი წარმომადგენელია ადვოკატი თ. ნ-ი, რომელიცE პალატის თავმჯდომარის, მ.Eც-ის დედამთილია.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ" პუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დაკმაყოფილდეს ზ. უ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის განხილვის აცილების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის I შემადგენლობი-სათვის და მისი საჩივარი განსახილველად გადაეცეს საკასაციო პალატის II შემადგენლობას.