გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/350 14 იანვარი, 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დ.ხელაია
წევრები: ლ. გოჩელაშვილი, ალ. ღუღუნიშვილი
განიხილა ჯ., ჰ.,ზ., და ლ. ვ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და კაოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და მოსარჩელეებს: ჯ., ჰ., ზ., და ლ. ვ-ებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე,ბათუმის მერიის მიმართ ნაგებობის დაბრუნების შესახებ.
მოსარჩელეები და მათი რწმუნებული ესწრებოდნენ საქმის განხილვას. გარდა ამისა, მოსარჩელეებმა გადაწყვეტილება ჩაიბარეს 1999 წლის 8 ოქტომბერს (ს.ფ. 144). საკასაციო საჩივარი მოსარჩელეების მიერ შეტანილი იქნა 1999 წლის 9 ნოემბერს ე.ი. საკასაციო საჩივარი შეტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ვადის გაგრძელება კანონით დაუშვებელია.
ამგვარად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი წინამძღვრები, რის გამოც საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
პალატამ, რომელმაც იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ., ჰ., ზ., და ლ.ვ-ების საკასაციო საჩივარი განუხლველად იქნეს დატოვებული.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.