Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3ნ-337 12 იანვარი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ვ. ხრუსტალი

წევრები: დ. ხელაია, თ. კობახიძე

განიხილა მ. ჭ-ის საზედამხედველო საჩივარი, საქმეზე, ბ. გ-ის სარჩელის გამო, მოპასუხე ე. ს-ესთან, მესამე პირებთან: თბილისის დიდუბის რაიონის ნოტარიუს მ. გ-ესთან და მ. ჭ-თან ყიდვა-გაყიდვისა და პრივატიზაციის ხელშეკრულებების ბათილად Eცნობის შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 18 იანვრის გადაწყვეტი-ლებით მოსარჩელე ბ. გ-ის სარჩელს ყიდვა-გაყიდვისა და პრივატიზაEიის ხელშეკრულებების გაუქმების შესახებ ბინაზე, მდებარე ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹ 3/5, ბინა 63 - უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 5 მარტის განჩინებით გაუქმდა სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე რაიონის სასამართლოს.

მ. ჭ-ი საზედამხედველო საჩივრით მოითხოვს, რომ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება და ძალაში დარჩეს ვაკის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ვინაიდან საქმის განხილვა არ მიაჩნია საჭიროდ, საქართველოს საპროცესო კოდექსის 436-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე პალატამ განჩინება გამოიტანა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საზედამხედველო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ამ საქმეზე უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სადაო ბინა პრივატიზებულ იქნა 1994 წლის 11 თებერვალს მოპასუხის სახელზე. ამ დროისათვის, სათანადო წესით, კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე ბ. გ-ი არ ყოფილა Eცნობილი უფლებადაკარგულ პირად სადაო ბინაზე. უფრო მეტიც, მოსარჩელემ წერილობითი თანხმობა მისცა მოპასუხეს სადაო ბინის პრივატიზაციაზე, რითაE მოპასუხის მიერ აღიარებული იქნა მოსარჩელის უფლება სადაო ბინაზე. ამ გარემოებას სასამართლომ არ მისცა სათადანო შეფასება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების მიხედვით, არასწორია სა-სამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რადგან მხარეები განქორწინებული იყვნენ 1991 წლიდან და მოსარჩელეს პრეტენზია არ გამოუთქვამს სადაო ბინაზე 1998 წლამდე, ამიტომ ხანდაზმულობის გამო მოსარჩელემ დაკარგა სადაო ბინის, როგორცE მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის მოთხოვნის უფლება. სწორედ იმის გამო, რომ მხარეები განქორწინებულნი იყვნენ სადაო ბინის პრივატიზაEიამდე, იგი არ წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, არამედ არის ჩვეულებრივი თანასაკუთრების ობიექტი. ხოლო, რაE შეეხება იმას, რომ მოსარ-ჩელეს 1998 წლამდე არ გამოუთქვამს პრეტენზია, ეს გარემოება მას არ უკარგავს უფლებას მოითხოვოს ამ ბინის გაყოფა, რადგან მოსარჩელემ ეს მოითხოვა მაშინ, როცა მან გაიგო სადაო ბინის გაყიდვის, ე. ი. ამ ბინაზე თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

პალატა თვლის, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ყოველივე ზემოაღნიშნული, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისEეს საქმის გარემოებებს და გამოიტანოს კანონიერი გადაწყვეტილება.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 408-ე, 436-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ჭ-ის საზედამხედველო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 5 მარტის განჩინება ამ საქმეზე დარჩეს უცვლელად.

განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.