Facebook Twitter

¹ 3-15 2000 წლის 10 მარტი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. Eისკაძის

მოსამართლეები: ლ. ქაჯაია და თ. ჩიქოვანი

განიხილა ზეპირი განხილვის გარეშე გ. ბ.-ის წარმომადგენლის ნ. ხ.-ის განცხადების დასაშვებობა აჭარის ა\რ უმაღლესი სასამრთლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 13 აგვისტოს განჩინებაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე სასამართლოს დადგენილებების ბათილად Eნობის მოთხოვნით, საქმის წარმოების განახლების შესახებ.

პალატამ მოისმინა თ. ჩიქოვანის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ბათუმის სახელმწიფო ... ბანკში გ. ბ.-მ მეუღლის თხოვნით დააგირავა მისი კუთვნილი კოოპერატიული, პრივატიზებული ერთოთახიანი ბინა 1500 დოლარად. აღნიშნული თანხა უნდა დაფარულიყო 1996 წლის აპრილის ბოლომდე. მიუხედავად ამისა ბინა გაიყიდა დავალიანების დაფარვის ვადამდე ადრე (1996 წლის 21 მარტი), რის გამოE გ. ბ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და ითხოვა ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაუქმება.

ბათუმის სასამართლომ 1997 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა. აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 1998 წლის 9 იანვრის განჩინებით გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად.

გ. ბ.-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად Eნობის მოთხოვნით საქმის წარმოების განახლების შესახებ იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მსაჯულები: დ. ჭ.-ი, მ. დ.-ე, რომლებიE არ იყვნენ მსაჯულებად არჩეული და ამიტომ მათ არ ჰქონდათ უფლება მონაწილეობა მიეღოთ ამ გადაწყვეტილების მიღებაში, რაE გადაწყვეტილების ბათილად Eნობის საფუძველია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად.

აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტ-რების საქმეთა

პალატამ 1999 წლის 13 აგვისტოს განჩინებით არ დააკმაყოფილა გ. ბ.-ის განცხადების მოთხოვნა საქმის წარმოების განახლების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით უცვლელად დატოვა აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს აღნიშნული განჩინება.

გ. ბ.-ის წარმომადგენელი ნ. ხ.-ი განცხადებით ითხოვს საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძვლით, რომ „ყალბია საბუთი, რომ თითქოსდა დ. ჭ.-ი იყო ბათუმის სასამართლოს მსაჯული დამტკიცებული ქალაქის მერიის მიერ 1994 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით“.

პალატა გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და გამოარკვია, რომ განცხადება არ არის დასაშვები შემდეგი გარემოებების გამო:

აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრე-ბის საქმეთა პალატამ 1999 წლის 13 აგვისტოს განჩინებით არ დააკმაყოფილა გელა ბ.-ის განცხადების მოთხოვნა გადაწყვეტილების ბათილად Eნობის შესახებ საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით უცვლელად დატოვა ეს განჩინება.

გ. ბ.-ის წარმომადგენლის ნაზი ხ.-ის განმეორებითი განცხადების მოთხოვნა საქმის წარმოების განახლების თაობაზე ემყარება იმავე საფუძველს, რაზედაE არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს დადგენილება, რომელიE საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

ამასთანავე, დოკუმენტის სიყალბის საფუძვლით საქმის წარმოების განახლება დასაშვებია თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტი და მე-2 ნაწილი), რაE მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

ამასთანავე, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად Eნობის საფუძვლით დაუშვებელია, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

ასეთ ვითარებაში პალატა თვლის, რომ განცხადება არ არის დასაშვები და დატოვებული უნდა იქნეს განუხილველი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად.

იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე, 265-ე მუხლებით 408-ე და 264-ე მუხლების მესამე ნაწილებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

განუხილველად იქნას დატოვვებული გ. ბ.-ის წარმომადგენლის ნ. ხ.-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ.

განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა მისი გამოცხადებისთანავე და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს.