Facebook Twitter

¹ 3-19 2000 წლის 10 მარტი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. Eისკაძე

მოსამართლეები: ლ. ქაჯაიას, თ. ჩიქოვანის

განიხილა ზეპირი განხილვის გარეშე თბილისის ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს წარმომადგენლის ნ. ბ.-ის განცხადების დასაშვებობა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 29 ივნისის განჩინებაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 10 სექტემბრის განჩინებაზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ.

პალატამ მოისმინა რა თ. ჩიქოვანის მოხსენება

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

მ. თ.-ა მუშაობდა თბილისის ნაძალადევის რაიონის შინაგან საქმეთა პოლიციის მე-3 ქვეგანყოფილების ადმინისტრაციული პოლიციის საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ჯგუფის რეგისტრატორად.

თბილისის ნაძალადევის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს 1996 წლის 12 მაისის ¹19 პ\შ ბრძანებით მ. თ.-ა განთავისუფლებული იქნა სამუშაოდან საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით (შტატის შემცირების გამო).

მიიჩნია რა სამუშაოდან დათხოვნა არაკანონიერად, მ. თ.-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში და ითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.

თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლომ 1999 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა: გააუქმა თბილისის ნაძალადევის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს 1998 წლის 12 მაისის ბრძანება და მ. თ.-ა აღადგინა თბილისის ნაძალადევის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის მე-3 ქვეგანყოფილების ადმინისტრაციული პოლიციის საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ჯგუფის რეგისტრატორად.

თბილისის ნაძალადევის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს მოსარჩელე მერი თ.-ას სასარგებლოდ გადახდა 12 თვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 1999 წლის 29 ივნისის განჩინებით ამ გადაწყვეტილებაზე შეტანილი სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი გასაჩივრების დადგენილი ვადის გასვლის გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტ-რების საქმეთა პალატამ 1999 წლის 10 სექტემბრის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება დატოვა უცვლელი.

განმცხადებელი ითხოვს საქმის წარმოების განახლებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, კერძოდ, იმ საფუძვლით, რომ „გაუქმებულია ადმინისტრაციული პოლიციის საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ნებით დაქირავებული შტატი, რაზედაE მუშაობდა მ. თ.-ა“.

პალატა გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და გამოარკვია, რომ განცხადება არ არის დასაშვები შემდეგი გარემოებების გამო:

ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება სა-ქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვე-პუნქტებით („ე“ პუნქტი - მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიE გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; „ვ“ პუნქტი - მხარისათვის Eნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიE ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას) დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

ამასთანავე, ამ საქმეზე უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განჩინება გამოტანილია 1999 წლის 10 სექ-ტემბერს, ხოლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლე-ბის შესახებ განცხადება შემოტანილია 2000 წლის 18 თებერვალს, მაშინ, როდესაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება შეტანილ უნდა იქნას ერთი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაE მხარისათვის Eნობილი გახდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის შესაბამისად.

პალატა აღნიშნავს, რომ მ. თ.-ა სამუშაოდან გაათავისუფლეს შტატის შემცირების მოტივით და ეს გარემოება გახდა სამუშაოზე აღდგენის თაობაზე სარჩელის აღძვრის საფუძველი, რაზედაE არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული დადგენილებები.

ასეთ ვითარებაში განცხადებაში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ „ის შტატი, რომელზედაE მ. თ.-ა მუშაობდა გაუქმებულია“ არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის შესაბამისად, რის გამოE განცხადება არ არის დასაშვები და უნდა იქნას განუ-ხილველად დატოვებული აღნიშნული კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად.

იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე, 265-ე მუხლებით, 408-ე და 264-ე მუხლების მესამე ნაწილებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

განუხილველად იქნას დატოვებული თბილისის ნაძალადევის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს წარმომადგენლის ნ. ბ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა მისი გამოEხადებისთანავე და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს.