¹ 3-50 1 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დ. ხელაია
წევრები: ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადარიანი
განიხილა ა. გ.-ისა და ო. ს.-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, სამოქალაქო საქმეზე - მ. კ.-ის სარჩელზე ო. ს.-ისა და ა. გ.-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ.
მოსამართლე ლ. გოჩელაშვილის მოხსენების საფუძველზე პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო. ს-ძე და ა. გ.-ი გამოსახლდნენ მ. კ.-ის საკუთრებაში არსებულ ფართიდან და მ. კ.-ს ა. გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, ხოლო ო. ს.-ის სასარგებლოდ - 2200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
განცხადების ავტორს საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიაჩნია ის გარემოება, რომ ქ. თბილისის ტექნიკური ინვეტარიზაციის ბიუროს მიერ 1999 წლის 22 დეკემბერს გაცემული ცნობით ე. მ.-ის ქ. ¹ 1-ში მდებარე სახლი, იურიდიული საბუთის გარეშე, 1948 წელს აღრიცხულია თ. ზ.-ზე, ხოლო ვ.ზ.-ე ამ სახლის მფლობელად გატარებულია 1951 წლიდან. აღნიშნული ცნობა სასამართლოში საქმის განხილვის დროს არ წარადგინა, რადგან ადვოკატმა ასეთი ცნობის გამოთხოვა საჭიროდ არ ჩათვალა.
პალატა გაეცნო განცხადებას და თანდართულ დოკუმენტაციას, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლოა შემდეგი გარემოების გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 3-ე ნა-წილით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული სა-ფუძვლებით, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქ-მის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარედგინა ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. თუ ადვოკატმა საჭიროდ არ ჩათვალა საქმისგანხილვის დროს რაიმე გარემოების გამორკვევა ან მტკიცებულების წარდგენა სასამართლოში, არ შეიძლება მხარეს ეს ჩაეთვალოს საპატიო მიზეზად. ამასთან, წარმოდგენილი დოკუმენტი არ მიუთითებს ისეთ გარემოებაზე, რომელიE სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოიწვვევდა ა. გ.-ისა და ო. ს.-ისათვის სასარგებლო გადაწყვეტვილების მიღებას, რადგან საქმის განხილვის დროს და ამჟამადაც სადავო სახლი მოსარჩელე მ. კ.-ის საკუთრებას წარმოადგენს, ხოლო მოპასუხეები იყვნენ მდგმურები, რომელთა გამოსახლებას ითხოვდა მესაკუთრე. ამდენად, ის გარემოება, რომ სადავო სახლი 1948 წლამდე იურიდიული საფუძვლის გარეშე იყო აღრიცხული ადრინდელ მესაკუთრეზე, სასამართლოში საქმის განხილვისას ცნობილიE რომ ყოფილიყო, არ გამოიწვევდა ა. გ.-ისა და ო. ს.-ისათვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. გ.-ის და ო. ს.-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.