¹ 3კ-8 17 მარტი, 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. Eისკაძე
მოსამართლეები: ქ. გაბელაია, ლ. ქაჯაია
განიხილა ჭიათურის სატყეო მეურნეობის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე, მ. შ.-ის სარჩელით მოპასუხე ჭიათურის სატყეო მეურნეობასთან სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ქ. გაბელაიას მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
მ. შ.-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით: იგი 1996 წლიდან მუშაობდა ჭიათურის სატყეო მეურნეობაში, სოფელ ...-ში, საჯავახო-დიდვაკის ტერიტორიაზე ტყის მცველად. 1999 წლის 17 მაისს მისთვის ცნობილი გახდა, რომ სამუშაოდან გაუთავისუფლებიათ. 1997 წლის 15 ივლისს იმის გამო, რომ ჭიათურის სატყეო მეურნეობის დირექტორის მიერ გასულ წლებში დაშვებულ იქნა სერიოზული შეცდომები. ნაცვლად საფინანსო გეგმით გათვალისწინებული 38 ტყის მცველისა მუშაობდა 47, რის გამოE გადახარჯულია ხელფასის ფონდი. მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებული არ არის გათავისუფლების საფუძველი და დარღვეულია შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნები.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ჭიათურის სატყეო მეურნეობის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მეურნეობაში შტატების შემცირება მოხდა 1997 წელს, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ის ტერიტორია, რომელზეE მუშაობდა ტყის მცველად მოსარჩელე ეკუთვნის არა ჭიათურას, არამედ ამბროლაურის რაიონს.
ჭიათურის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 25 აგვისტოს გადა-წყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ორგანიზაციას დაცვალა მ. შ.-ისათვის სამუშაოზე აღდგენის გარეშე გადაცხადა იძულებითი განაცდური დროის ხელფასი 315 ლარი. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. შ.-ემ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში.
აღნიშნული პალატის 1999 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ნაწილობრივ ჭიათურის რაიონის სასამართ-ლოს 1999 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება. კერძოდ, სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, ხოლო იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელად.
იმავე გადაწყვეტილებით მ. შ.-ე აღდგენილ იქნა ჭიათურის სატყეო მეურნეობის ტყის მცველის თანამდებობაზე შემდეგი საფუძვლით: მ. შ.-ის სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა საქართველოს შრომის კანონმდებლობის უხეში დარღვევით იგი სამუშაოდან გათავისუფლებულია სამუშაო შტატების შემცირების გამო, 1997 წლის 15 ივლისის ¹ 38 ბრძანებით. ბრძანებაში არ არის მითითებული გათავისუფლების იურიდიული საფუძველი. ასეთი ჩანაწერი არ გაკეთებულა მ. შ.-ის შრომის წიგნაკში და არ ჩაბარებია მას, რითაც დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 41-ე მუხლი. ასევე დარღვეულ იქნა შრომის კანონთა კოდექსის 422-ე და 37-ე მუხლები, რადგან მ. შ.-ე არ ყოფილა გაფრთხილებული სამუშაოდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ და მისი საკითხი პერსონალურად არ შეთანხმებულა პროფკავშირის კომიტეტთან, არ ყოფილა ასევე დაცული შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად არ მიიჩნია ის გარემოება, რომ ტერიტორია, რომელზეE მ. შ.-ე მუშაობდა ეკუთვნის არა ჭიათურას, არამედ ამბროლაურის რაიონს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა
პალატის 1999 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე ჭიათურის სატყეო მეურნეობამ შეიტანა საკასაციო საჩივარი, სადაც ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: ტერიტორია, სადაც ტყის მცველად დაინიშნა მოსარჩელე ეკუთვნოდა და ეკუთვნის ამბროლაურის სატყეო მეურნეობას. ამ დარღვევის გამოსწორების მიზნით 1997 წლის 15 ივლისის ბრძანებით სხვა რვა ტყის მცველთან ერთად შემEირდა მ. შ.-ე.
მ. შ.-ემ სასამართლოს მიმართა გათავისუფლებიდან ორი წლის შემდეგ 1999 წლის ივნისში (ახალი დირექტორის მისვლის შემდეგ) და აცხადებს, რომ არ იცოდა გათავისუფლების შესახებ. იმ თანამშრომელს, რომელიც ორი წლის განმავლობაში არ ღებულობდა ხელფასს, როგორ შეიძლებოდა არ სცოდნოდა, რომ იგი გათავისუფლებული იყო სამუშაოდან.
საკასაციო პალატამ, შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოსარჩელემ გაუშვა სასამართლოსათვის მიმართვის ერთვიანი ვადა, რაც გათვალისწინებულია შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლით, რადგან საქმის მასალებით დადგენილია და თვითონ მოპასუხეE აღიარებს, რომ მ. შ.-ს ბრძანების ასლი, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, ჩაბარდა 1999 წლის 17 მაისს. განცხადება სასამართლოში სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით მ. შ.-მ შეიტანა ბრძანების ასლის მიღებიდან ერთ თვეში, 1999 წლის 7 ივნისს. შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის თანახმად, მუშაკებსა და მოსამსახურეებს შეუძლიათ მართონ სასამართლოს დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მ. შ.-ეს არ გაუშვია სასამართლოსათვის მიმართვის ერთვიანი ვადა. როგორE საქმის მასალებიდან ჩანს, სააპელაიო პალატას დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ტერიტორია, რომელზედაც მუშაობდა მოსარჩელე, ეკუთვნის ჭიათურის სატყეო მეურნეობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კი საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
ამდენად, საკასაციო საჩივრის პრეტენზია, რომ საჯავახო-დიდვაკის ტერი-ტორია, სადაE ტყის მცველად მუშაობდა მ. შ.-ე არ ეკუთვნის ჭიათურის სატყეო მეურნეობას საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.