Facebook Twitter

¹ 3კ\18 17 მარტი, 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. Eისკაძე

მოსამართლეები: ქ. გაბელიას, თ. ჩიქოვანი

განიხილა მოსარჩელე გ. გ.-ის რწმუნებულებით ჟ. გ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე გ. გ.-ის განცხადების გამო: მესამე პირებთან: ლ. დ.-სთან და ა. ჯ.-სთან აწგარდაცვლილი გ. ტ.-ის მამად ცნობის შესახებ.

პალატის სხდომაზე გამოცხადნენ: ჟ. გ.-ი და მისი ინტერესების დამცველი ი. ღ.-ი, მესამე პირები: ლ. დ.-ი, ა. ჯ.-ი და ამ უკანასკნელის რწმუნებულებით ბ. გ.-ე.

პალატამ მოისმინა რა თ. ჩიქოვანის მოხსენება, და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

გ. გ.-მ 1998 წლის 27 მაისს განცხადებით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ ის დაიბადა 1978 წლის 2 აგვისტოს და დღიდან დაბადებისა, იზრდებოდა მამასთან გ. ტ.-თან, რომელიE გარდაიცვალა 1998 წლის 29 აპრილს.

იმის გამო, რომ გ. გ.-ი გატარებული იყო დედის ჟ. გ.-ის გვარზე, მან ითხოვა მამობის დადგენა - კერძოდ, „აწგარდაცვლილი გ. ტ.-ი, რომ იყო მისი მამა“.

საქმე რამდენჯერმე განიხილა სასამართლომ. ბოლოს, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე თ. ა.-ე) 1999 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქმე განიხილა საერთო - სასარჩელო წესით და არ დააკმაყოფილა განცხადება მამობის დადგენის შესახებ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ (თავმჯდომარე მ. ფ.-ა, მოსამართლეები: მ. თ.-ა, თ. მ.-ი) 1999 წლის 7 დეკემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა გ. გ.-ის რწმუნებულებით ჟ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება.

საკასაციო საჩივარი ითხოვს სასამართლოს დადგენილებების შეცვლას და ახალი გადაწყვეტილებით განცხადების დაკმაყოფილებას.

საკასაციო სასამართლოს პალატა გაეცნო კასაციის მიზეზებს და კასაციის განაცხადს (გასაჩივრების საფუძვლებს), მოუსმინა მხარეებს, ადვოკატს, წარმომადგენელს და თვლის, რომ ამ საქმეზე სააპელაციო პალატის განჩინება უნდა დარჩეს ძალაში იმ დასაბუთებით, რომ თბილისის ორჯონიკიძის რაიონის სახალხო სასამართლოს 1982 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1982 წლის 3 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ჟ. გ.-ის განცხადება გ. ტ.-თან მამად ცნობისა და ალიმენტის დანიშვნის შესახებ.

აქედან გამომდინარე, უნდა ამოირიცხოს გადაწყვეტილების და განჩინების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული სხვა დასაბუთებანი (მოსაზრებანი) შემდეგი გარემოებების გამო:

ჟ. გ.-მ 1981 წლის 28 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მისი შვილის გ. გ.-ის მამად გ. ტ.-ის ცნობის თაობაზე.

თბილისის ორჯონიკიძის რაიონის სახალხო სასამართლომ 1982 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 1982 წლის 3 ივნისის განჩინებით გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად.

სასამართლოს ეს დადგენილებები სარჩელის უარყოფაზე დასაბუთებულია შემდეგი მოსაზრებებით: „საქმეზე შეგროვილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ბავშვის დედის და მოპასუხის ერთად ცხოვრება ბავშვის დაბადებამდე და დაბადების შემდეგაც. ამასთანავე, ტ.-ს ბავშვისათვის რაიმე სახის მზრუნველობა ან დახმარება არ გაუწევია, რაE სარჩელის უარყოფის საფუძველია საქართველოს საქორწინო და საოჯახო კოდექსის 51-ე მუხლის შესაბამისად“.

საკასაციო სასამართლოს პალატა აღნიშნავს, რომ ამ საქმის ხელახლა განხილვის დროს სასამართლომ ახალი მტკიცებულებებით დამტკიცებულად ცნო მამობის დადგენის სარჩელის უარყოფა 1997 წლის 25 ნოემბრიდან მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1196-ე მუხლის თანახმად, მაშინ, როდესაE ეს ფაქტი დადგენილი იყო ზემოაღნიშნული კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს დადგენილებებით და მამობის დადგენა არ საჭიროებდა დადასტურებას ახალი მტკიცებულებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად.

აქედან გამომდინარე, არ უნდა დაკმაყოფილდეს გ. გ.-ის განცხადება აწგარდაცვლილ გ. ტ.-ის მის მამად ცნობის თაობაზე ამ ფაქტზე სასამართლოს დადგენილებების კანონიერ ძალაში არსებობის გამო.

საკასაციო სასამართლოს პალატა თვლის, რომ კასაციის მიზეზი იმის თაობაზე, რომ მამობის დადგენის შესახებ განცხადების უარყოფის დროს (სასამართლოს 1982 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება) არ იყო შეგროვილი საკმარისი მტკიცებულებები, ხოლო ამჟამად კი ასეთი მტკიცებულებები არსებობს, არ წარმოადგენს საერთო-სასარჩელო წესით უკვე განხილული და კანონიერ ძალაში არსებული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტის, ახალი მტკიცებულებებით ხელახლა განხილვისა და მტკიცების საფუძველს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად.

საკასაციო სასამართლოს პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში ე. ი. სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაE მას არ მოუთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი).

მოცემულ შემთხვევაში კი საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საგანია (ფარგლები) მამობის დადგენის სარჩელის არასწორად უარყოფა და აღნიშნულზე საკასაციო პრეტენზია (კასაციის მიზეზი - საფუძვლები) ემყარება საქმის ფაქტობრივი გარემოების არასწორ შეფასებას (შემოწმების

ფაქტობრივი საფუძველი - საქართვე-ლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების დროს შეზღუდული არ არის კასაციის მიზეზებით (საფუძვლებით) და სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რის შედეგადაE გამოაქვს მას დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარ-სებობის შესახებ (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).

ასევე, სააპელაციო პალატის განჩინების საფუძველია თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილე-ბა, რის გამოE პალატის განჩინებიდან მითითებული დასაბუთების ამორიცხვა იწვევს გადაწყვეტილებიდან იმავე დასაბუთების ამორიცხვას.

ასეთ ვითარებაში საკასაციო სასამართლოს პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია სააპელაციო პალატის განჩინების და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტი-ლების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული დასაბუთების ამორიცხვა, მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო საჩივარში კასაციის მიზეზად (გასაჩივრების საფუძვლად) ამის შესახებ არ არის აღნიშნული.

იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 265-ე მუხლებით და 264-ე მუხლის მესამე ნაწილით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

არ დაკმაყოფილდეს გ. გ.-ის რწმუნებულებით ჟ. გ.-ის საკასაციო საჩივარი.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამე-წარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 7 დეკემბრის განჩინება იმ დასაბუთებით, რომ თბილისის ორჯონიკიძის რაიონის სასამართლოს 1982 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1982 წლის 3 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ჟანა გ.-ის სარჩელი გ. ტ.-თან მამად ცნობისა და ალიმენტის დანიშვნის შესახებ.

აქედან გამომდინარე, ამოირიცხოს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 7 დეკემბრის განჩინების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული სხვა დასაბუთებანი (მოსაზრებანი).

განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა მისი გამოცხადებისთანავე და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.