Facebook Twitter

¹ 3კ/32 8 მარტი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დ. ხელაია

მოსამართლეები: თ. კობახიძე, მ. წიქვაძე

განიხილა შპს „უ.-ს" კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 17 დეკემბრის განჩინებაზე, სს ბანკი „ქ.-ს" მიმართ 1999 წლის 15 ნოემბრის განჩინების განმარტების გაუქმებასთან დაკავშირებით და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საოლქო სასამართლომ 2000 წლის 17 დეკემბერს განიხილა სააქციო საზოგადოების ბანკი „ქ.-ს" განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 15 ნოემბრის განჩინების განმარტების შესახებ.

სააპელაციო პალატამ თავის კომპეტენციის ფარგლებში განმარტა თავისივე 1999 წლის 15 ნოემბრის განჩინება და მიუთითა, რომ „ამ განჩინების შეუსრუ-ლებლობის შემთხვევაში ბიუროს აღმასრულებელს უფლება აქვს აღსრულება მოახდინოს იპოთეკით დატვირთულ შპს „უ.-ს" უძრავ ქონებაზე სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად".

მითითებული განჩინების გაუქმების შესახებ კერძო საჩივარი შეიტანა შპს "უ.-ს" გენერალურმა დირექტორმა ბ. კ.-მ, რომელშიE მიუთითა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ განჩინების განმარტების შესახებ განცხადების განხილვის დროს დაარღვია მისი უფლებები.

კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, უფლება ჰქონდა მოეხდინა გადაწყვეტილების და არა განჩინების განმარტება.

კერძო საჩივრის ავტორის აზრით, განმარტების შესახებ მოცემული განჩინება Eვლის 1999 წლის 15 ნოემბრის განჩინების შინაარს, რაE დაუშვებელია.

მისი მოსაზრებით, საოლქო სასამართლომ დაარღვია 1999 წლის 15 ნოემბრის განჩინების მხარიეთათვის ჩაბარების დრო.

საოლქო სასამართლომ მიიღო განმარტების შესახებ განჩინება, არ ჩაუტარებია სხდომა და არ მიუღია გადაწყვეტილება.

კერძო საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა, რომ შპს „უ.-ა" არ ყოფილა ოფიციალურად გამოძახებული იმ სასამართლო სხდომაზე, რომელიE ჩატარდა 1999 წლის 17 დეკემბერს და მიიღო განმარტების შესახებ განჩინება, რითაE დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები და დაარღვია შპს "უ.-ს" ინტერესები.

საოლქო სასამართლომ 2000 წლის 24 იანვარს განიხილა მითითებული კერძო საჩივარი, მიიჩნია, რომ განცხადების განხილვის დროს საპროცესო ნორმების დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და რომ „უ.-ს" წარმომადგენლის განჩინების განმარტების დროს სასამართლო პროცესზე დაუსწრებლობა არ წარმოადგენდა განჩინების გაუქმების საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ განიხილა წარმოდგენილი კერძო საჩივარი და ანალიზი გაუკეთა საქმეში არსებულ მასალებს, მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ შპს "უ.-ს" ადმინისტრაციას ან მის წარმომადგენელს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-73-ე მუხლების შესაბამისად, უწყება არ ჩაუბარებია.

ის გარემოება, რომ მოსამართლის თანაშემწემ ელსმენით შეატყობინა შპს „უ.-ს" იურისტს იმის შესახებ, რომ სს ბანკი „ქ.-ს" განცხადების განხილვა მოხდებოდა 1999 წლის 17 დეკემბერს, არ წარმოადგენს საპროცესო კოდექსის 70-73-ე მუხლების მოთხოვნის დაცვით სასამართლო უწყების ჩაბარებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ბ" პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაE არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბმისად, მართალია, გადაწყვეტილების შესახებ განმარტების საკითხი გადაწყდება სასამართლოს სხდომაზე მხარეთათვის შეტყობინებით და მათი გამოუEხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების გამოტანას, მაგრამ აუცილებელია მხარესათვის შეტყობინება. მისი სასამართლოზე მოწვევა უნდა მოხდეს საპროცესო კოდექსის 70-73-ე მუხლების დაცვით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ე. ი. სახეზეა საპროცესო კანონმდებლობის ისეთი დარღვევა, რომელიE გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „უ.-ს" კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 17 დეკემბრის განჩინება 1999 წლის 15 ნოემბრის განჩინების განმარტების შესახებ და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.