Facebook Twitter

¹ 3კ/44 2 მარტი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ცისკაძე

მოსამართლეები: ქ. გაბელაია, ლ. ისაკაძე

განიხილა ზეპირი განხილვის გარეშე მ. ს.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე რ. დ.-ის სარჩელით მოპასუხე მ. ს.-ის მიმართ _ ბინიდან გამოსახლების შესახებ; მ. ს.-ის სარჩელი რ. დ.-ის, თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიმართ საცხოვრებელ სადგომზე უფლებამოპოვებულად Eცნობისა და ბინის ორდერის ბათილად ცნობის შესახებ.

პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მარიამ ცისკაძის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

რ. დ.-ი მუშაობს შსს შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილის ¹ ... შტაბის უფროსად; 1978 წლიდან ბინის მიღების აღიცხვაზეა. ქ. თბილისში, ...., ზემო პლატო, ¹ ... კორპუსში მდებარე 36 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი თბილისის მუნიციპალიტეტმა გაუნაწილა რ. დ.-ს და 1998 წელს გაიცა ბინის ორდერი, ხოლო 1999 წლის 6 ოქტომბერს საკუთ-რების დამადასტურებელი მოწმობა აღნიშნულ ფართზე. მაგრამ, რ. დ.-მ ვერ შეძლო ამ ფართის დაკავება იმის გამო, რომ ეს ფართი უნებართვოდ აქვს დაკავებული მ. ს.-ს. რ. დ.-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე მ. ს.-ის მიმართAდა მოითხოვა მისი ბინიდან გამოსახლება.

მ. ს.-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა რ. დ.-ის სახელზე გაცემული ბინის ორდერის ბათილად ცნობა და საცხოვრებელ სადგომზე უფლებამოპოვებულად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ქალაქის ლიფტების სამმართველოს ხელმძღვანელობამ შეურჩია სადავო ფართი _ ლიფტიორის ყოფილი სადისპეტჩერო ოთახი. 1996 წლიდან ცხოვრობს ამ ფართში და უკანონოდ გაიცა ორდერი რ. დ.-ის სახელზე, რადგან დაკავებულ ფართზე არ შეიძლება ორდერის გაწერა.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილა რ. დ.-ის სარჩელი, დაკმაყოფილდა მ. ს.-ის შეგებებული სარჩელი, რითაE იგი Eნობილ იქნა თბილისში, ვარკეთილის მასივი, ზ/პლატო, კორპუსი 39, პირველი სადარბაზო, პირველ სართულის ფართზე უფლებამოპოვებულად, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალტიტეტის მიერ 1998 წლის 2 თებერვალს გაცემული ბინის ორდერი ¹ ....

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა რ. დ.-ის რწმუნებულის ნ. ს.-ის სააპელაციო საჩივარი. გააუქმა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. რ. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. ს.-ი გამოსახლებულ იქნა ქ. თბილისში, ვარკეთილის მასივი, ზემო პლატო, 39-ე კორპუსი, პირველი სადარბაზო, პირველ სართულზე არსებული 17 კვ.მ (ლიფტების ყოფილი სადისპეტჩერო) ფართიდან, ხოლო მ. ს.-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მ. ს.-ი საკასაციო საჩივარში ძირითადად მიუთითებს ფაქტობრივი გარემოებების არასრულად გამოკვლევის შესახებ; აღნიშნა, რომ კანონით აკრძალულია დაკავებულ ბინაზე ორდერის გაცემა, ამიტომ, მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გაადწყვეტილების გაუქმება და ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად Eნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია".

ასეთი დამატებითი საკასაციო პრეტენზია მ. ს.-ს არ წარმოუდგენია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო ფართი თბილისის მუნიციპალიტეტის 1997 წლის 25 დეკემბრის ¹ 550 განკარგულებით ჩაირიცხა კომუნალურ ფონდში და გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოს თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 23 ოქტომბრის ¹21.14.1200 დადგენილებით ჩამორთმეული ბინის სანაცვლოდ. საქართველოს შსს შინაგანი ჯარების ს/ნ ¹ ... საბინაო კომისიის 1998 წლის 27 იანვრის ოქმის თანახმად, აღნიშნული ფართი გამოუყო ვიცე-პოლკოვნიკ რ. დ.-ის ხუთსულიან ოჯახს, ხოლო 1998 წლის 23 თებერვალს მიცემულ იქნა ამ ფართზე ბინის ორდერი.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ კანო-ნით აკრძალულია დაკავებულ ბინაზე ორდერის გაცემა, რადგან სადავო ბინის ორდერი გაცემულ იქნა 1998 წლის თებერვალში, ხოლო საქართველოს საბინაო კოდექსის 57-ე, 58-ე და 62-ე მუხლები და საერთოდ საბინაო კოდექსი ძალადაკარგულია 1997 წლის 25 ნოემბრიდან.

სადავო ბინაზე გაცემულია საკუთრების დამადასტურებელი საბუთი რ. დ.-ის სახელზე და არ არსებობს იურიდიული საფუძველი მისი გაუქმებისათვის.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ს.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.