¹ 3კ\93 22 მარტი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დ. ხელაია
მოსამართლეები: რ. ნადირიანი, თ. კობახიძე
განიხილა შპს „ბ.-ის“ კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე.
მოსამართლე რ. ნადირიანის მოხსენების საფუძველზე პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ განიხილა შპს „ბ.-ის“ სარჩელი მოპასუხე სააქციო საზოგადოება „თ.-ის“ მიმართ 609 900 აშშ დოლარის გადახდევინების თაობაზე და 1999 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ბ.-ს“ უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
მოსარჩელემ თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლომ 1999 წლის 19 ივლისის განჩინებით შპს „ბ.-ის“ საკასაციო საჩივარი დატოვა უმოძრაოდ ბაჟის გადაუხდელობის გამო და ხარვეზის შესავსებად დაუნიშნა ვადა 1999 წლის 29 ივლისამდე.
1999 წლის 30 ივლისს შპს „ბ.-მ“ გადაიხადა 2 000 ლარი, ნაცვლად 5 000 ლარისა და იშუამდგომლა ბაჟის დარჩენილი ნაწილის 3 000 ლარის განაწილვადების შესახებ. თბილისის საოლქო სასამართლომ 1999 წლის 30 ივლისის განჩინებით დააკმაყოფილა შპს „ბ.-ის“ შუამდგომლობა, გაუნაწილვადა ბაჟის დარჩენილი ნაწილის 3 000 ლარის გადახდა საქმის საკასაციო წესით განხილვის დამთავრებამდე და სამოქალაქო საქმე საკასაციო საჩივართან ერთად გადაუგზავნა უზენაეს სასამართლოს.
მოპასუხე სს „თ.-მ“ საოლქო სასამართლოს 1999 წლის 30 ივლისის განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი. აღნიშნული საჩივარი საოლქო სასამართლომ განხილვის გარეშე გაუგზავნა უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 24 სექტემბრის განჩინებით შპს „ბ.-ის“ საკასაციო საჩივარი და სს „თ.-ის“ კერძო საჩივარი საოლქო სასამართლოს კოლეგიის 1999 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ კერძო საჩივრის განხილვამდე შეუძლებელი იყო საკასაციო საჩივრის განხილვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ განიხილა სს „თ.-ის“ კერძო საჩივარი და 1999 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით გააუქმა საოლქო სასამართლოს 1999 წლის 30 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის და სახელმწიფო ბაჟის განაწილვადების თაობაზე.
შპს „ბ.-ი“ კერძო საჩივრით მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 1999 წლის 29 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას.
საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა შპს „ბ.-ის“ მძიმე ფინანსური მდგომარეობა და ბაჟის გადაუხდელობის გამო არ დაუშვა მათი საკასაციო საჩივარი.
საჩივარში მითითებულია, რომ საოლქო სასამართლომ 1999 წლის 19 ივლისის განჩინებით უმოძრაოდ დატოვა მათი საკასაციო საჩივარი და ხარვეზის გამოსასწორებლად დაუნიშნა ვადა 29 ივლისამდე. აღნიშნული განჩინება ჩაბარდათ 26 ივლისს და ამ ვადაში ე. ი. 26 ივლისიდან 29 ივლისამდე შეუძლებელი იყო ხარვეზის გამოსწორება. საჩივრის ავტორი, ასევე, მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის უმოძრაოდ დატოვების განჩინებაში არ არის მითითებული გასაჩივრების 12 დღიანი ვადა.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ შპს „ბ.-ს“ უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაE ეს ვადა დაინიშნა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით არ არის დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებელი ვადა. საოლქო სასამართლომ 1999 წლის 19 ივლისის განჩინებით შპს „ბ.-ს“ განუსაზღვრა ვადა 29 ივლისამდე. რაE შეეხება ვადის ხანგრძლივობას, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1999 წლის 19 ივლისის განჩინების გამოEხადებას ესწრებოდა შპს „ბ.-ის“ წარმომადგენელი ფ. ლ.-ე. პალატას მიაჩნია, რომ 19 ივლისიდან 29 ივლისამდე საჩივრის ავტორს ხარვეზის გამოსასწორებლად საკმარისი ვადა ჰქონდა.
რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, რომ საჩივრის უმოძრაოდ დატოვების შესახებ განჩინებაში მითითებული არ არის გასაჩივრების 12 დღიანი ვადა, პალატა თვლის, რომ აღნიშნული ვერ გახდება საქმეზე გამოტანილი სწორი განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან დადგენილია, რომ შპს „ბ.-მ“ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა ხარვეზი, რისთვისაE საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს „ბ.-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 29 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
შპს „ბ.-ს“ დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2 000 (ორი ათასი) ლარი ეროვნული ბანკის ¹ 115141102 ანგარიშიდან.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.