Facebook Twitter

¹ 3კ/105 29 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით

თავმჯდომარე მ. Eისკაძის

მოსამართლეები: თ. აბესაძის, ლ. ისაკაძის

განიხილა ქ. ა.-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 18 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე კასატორის სარჩელის გამო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან სამუშაოზე აღდგენის შესახებ.

პალატამ, რომელმაE მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ლ. ისაკაძის მოხსენება

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1998 წლის 18 მაისის ბრძანებით მოქალაქეობისა და იმიგრაციის დეპარტამენტის მრჩეველი ქ. ა.- გათავისუფლდა სამუშაოდან "საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97-ე და 108-ე მუხლების შესაბამისად.

ქ. ა.-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რომელიE უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 18 იანვრის განჩინებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო საჩივარი ითხოვს განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად გადაცემას იმავე პალატის სხვა შემადგენლობისათვის.

კასატორმა ქ. ა.-მ პალატის სხდომაზე წარმოადგინა წერილობითი შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას.

პალატა თვლის, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 378-ე მუხლების შესაბამისად ამ საქმეზე საკასაციო წარმოება შეწყდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კასატორ ქ. ა.-ს შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

ამ საქმეზე საკასაციო წარმოება შეწყდეს.