¹ 3კ/130 17 მარტი, 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დ. ხელაია
მოსამართლეები: მ. წიქვაძე, რ. ნადირიანი
განიხილა კოოპერატივ „ს.-ის“ დირექტორის, ც. ბ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 11 იანვრის განჩინებაზე, გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 30
სექტემბრის დადგენილებაზე რ. კ. „ს.-ის“ რეგისტრაციასთან დაკავშირებით
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
გურჯაანის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 30 სექტემბრის დადგენილების გაუქმების მოთხოვნით თბილისის საოლქო სასამართლოში სააპელაციო საჩივარი შეიტანა კოორპერატივი „ს.-ის“ დირექტორმა ც ბ.-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 11 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად მისი დაუშვებლობის გამო. კერძოდ იმიტომ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად სააპელაციო წესით სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ მხოლოდ მხარეებს და მესამე პირებს, ხოლო ც. ბ.-ი საქმეში არ მონაწილეობდა მხარედ, რადგანა სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანა მოხდა უდავო წარმოების წესით. ამასთან განუმარტა მას, რომ სასარჩელო გაცხადების შეტანის წესით შეეძლო ედავა რ. კ. „ს.-ის“ იმ კრების ოქმის გაუქმების შესახებ, რომლითაცდადგენილი იქნა კოოპერატივის წესდებაში ვლილებების შეტანის საკითხი.
კოოპაერატივ „ს.-ის“ დირექტორმა ც. ბ.-მ უზენაეს სასამართლოში შემოიტანა საკასაციო საჩივარი.
იგი მიიჩნევს, რომ გურჯაანის რაიონის სასამართლოს, წესდებაში ცვლილებების შეტანის საკითხი უდავო წარმოების წესით არ უნდა განცხილა, რადგანაE მან ჯერ კიდევ 1999 წლის 28 სექტემბერს, სანამ რაიონის სასამართლო თავისი 1999 წლის 30 სექტემბრის დადგენილებით ცვლილებებს და დამატებებს შეიტანდა წესდებაში, განცხადებით მიმართა სასამართლოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის Eვლილებების განხორEიელების შესახებ. რადგანაE იგი უკვე მო-დავე მხარეს წარმოადგენდა და საქმე სადავო გახდა, საქმე უნდა განხილულიყო სასარჩელო წარმოების წესით. ამიტომ საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს:
სააპელაციო პალატის 2000 წლის 11 იანვრის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნებას.
საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საჩივარი, საქმის მასალები და მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის განხილვისათვის სათანადო სამართლებრივი წანამძღვრები და იგი განუხილველად იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვს მხარეებს და მესამე პირებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად თუ საკასაციო სასამართლოში გამოირკვევა, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის წინამძღვრები, მაშინ საკასაციო პალატა გამოიტანს განჩინებას საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში. ბ.-ი საქმეში არ წარმოადგენს არE მხარეს და არE მესამე პირს. მისი საკასაციო საჩივარი (მითუმეტეს მაშინ, როცა იგი შემოტანილია სააპელაციო პალატის არა გადაწყვეტილებაზე, არამედ - განჩინებაზე) დაუშვებელია და ამიტომ განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ც. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.