Facebook Twitter

¹ 3კ/142 2 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დ. ხელაია

მოსამართლეები: რ. ნადირიანი, მ. წიქვაძე

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა რ. ს.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებაზე, მისივე სარჩელის გამო მოპასუხე ნ. გ.-ას და მესამე პირი დ. გ.-ის მიმართ საერთო სარგებლობის ეზოს გაყოფის გამო გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 1 სექტემბერს განიხილა რაფიკ ს.-ის სასარჩელო განცხადება, დააკმაყოფილა იგი და საერთო სარგებლობის ეზო გაყო მხარეებს შორის დღეისათვის ფაქტიურად არსებული მდგომარეობის მიხედვით.

მოპასუხე ნ. გ.-ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქ-მეთა პალატამ, რომელმაE2000 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით გააუქმა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება და მოსარჩელე ს.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.

რ. ს.-ი თავისი საკასაციო საჩივრით მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას.

საქმეში არსებული „ინტერაუდიტის“ აუდიტორის მიერ 1999 წლის 29 სექტემბერს გაცემული დასკვნით დადგენილია, რომ საერთო საკუთრებაში არსებული მიწის სადავო ნაკვეთის ფართობი 611 კვ. მეტრია და მისი ღირებულება შეადგენს 586 ლარს და 56 თეთრს.

ს.-ის მიერ შემოტანილი სარჩელის ფასი კი შეადგენს მითითებული თანხის მესამედს, ანუ 195 ლარს და 52 თეთრს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კი საკასაციო საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება.

მოცემულ შემთხვევაში რადგან საკასაციო საგნის ღირებულება შეადგენს 195 ლარს და 52 თეთრს ამდენად, კასაცია დაუშვებელია, და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე და 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მოსარჩელე რ. ს.-ის საკასაციო საჩივარი საერთო სარგებლობაში მყოფი ეზოს გაყოფის შესახებ დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.