¹ 3კ/191 7 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ქ. გაბელაია
მოსამართლეები: ლ. ისაკაძე, ლ. ქაჯაია
განიხილა ვ. ფ.-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, საქმეზე მისივე სარჩელის გამო თ. გ.-თან პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ვ. ფ.-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს თ. გ.-ის მიმართ პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. სარჩელი დასაბუთებულია იმით, რომ ვ. ფ.-ა 1988 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო მაღაზია „დ“-ში. ამ მაღაზიის დირექტორმა თ. გ.-მა და უEხო პირმა ეკ. ხ.-მ თანამშრომლებისგან
ფარულად, კანონის დარღვევით მოახდინეს მაღაზიის პრივატიზება.
ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით, რომელიEუცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 17 აგვისტოს განჩინებით, სარჩელი უარყოფილი იქნა.
საკასაციო საჩივარი ითხოვს ამ საქმეზე სააპელაციო პალატისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებების გაუქმებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ვ. ფ.-ს საკასაციო საჩივარი ეფუძნება არა კანონის დარღვევას, არამედ ფაქტების დაუდასტურებლობას.
პალატამ, რომელმაE იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ფ.-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართ-ლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.