Facebook Twitter

¹ 3კ/219 10 მარტი, 2000 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო

და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით

თავმჯდომარე მ. Eისკაძე

მოსამართლეები: ქ. გაბელაია, ლ. ისაკაძე

განიხილა დ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე საქმეზე დ. ხ.-ის სარჩელით მოპასუხე შ. ჩ.-ესთან სანოტარო მოქმედებებში Eვლილებების შეტანის შესახებ, შ. ჩ.-ის შეგებებული სარჩელი დ. ხ.-ესთან ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის ნაწილობრივი გაუქმების შესახებ. დ. ხ.-ის დამატებითი სარჩელი ჩ.-ესთან სახლთმფლობელობის და ეზოს რეალური გაყოფის შესახებ

პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ქ. გაბელაიას მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

დ. ხ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა Eვლილებების შეტანა ბათუმის სანოტარო კანტორის 1960 წლის 20 აპრილის მოქმედებაში შემდეგი საფუძვლით: ბათუმში ...-ის ქ. ¹ 106-ში მდებარე სახლი იყო მამამისის ი. ხ.-ის საკუთრება.

1954 წელს მამამისმა სახლის 1/4 ნაწილი აჩუქა გერს _ მოპასუხე შ. ჩ.-ეს, ხოლო დანარჩენი სახლი უანდერძა მას 1958 წელს. 1959 წელს გარდაიEვალა მამამისი დ. ხ.-ე, რის შემდეგაც 1960 წელს თავის სახელზე გაიფორმა ანდერძისმიერი მემკვიდრეობა, რომლის თანახმად რატომღაE მემკვირედ იქნა ცნობილი სახლის 1/2 ნაწილზე, მაშინ როცა მამამისის სახელზე ირიცხებოდა სახლის 3/4, ხოლო მოპასუხის სახელზე დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოში. აღნიშნული სარჩელის შემდეგ დ. ხ.-ემ დამატებითი სარჩელით მოითხოვა სახლთმფლობელობის და ეზოს გაყოფა, ასევე იურიდიული ფაქტის დადასტურება იმის შესახებ, რომ მამა-მისი ი. ხ.-ე და დედამისი კ. ხ.-ე იყვნენ ფაქტიურ საქორწინო ურთიერთობაში 1915 წლიდან. ხოლო შ. ჩ.-ემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა დედის ე. ხ.-ის სავალდებულო წილის მემკვიდრეობის მიკუთვნება და ამდენად დ. ხ.-ის სამემკვიდრეო მოწმობის ნაწილობრივ გაუქმება.

1999 წლის 9 ივნისის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დადგენილად იქნა Eნობილი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მშობლები ი. და კ. ხ.-ეები ფაქტიურ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1915 წლიდან. შეტანილ იქნა ცვლილება სანოტარო კანტორის 1960 წლის 20 აპრილის სანოტარო მოქმედებაში დ. ხ.-ის სახელზე გაუქმებულ ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობაში. მის სახელზე აღირიცხა სადაო სახლთმფლობელობის 3/4 ნაწილი, ხოლო მოპასუხე ჩ.-ის სახელზე 1/4 ნაწილი. გადაწყვეტილებით ასევე აღებული იქნა მოსარჩელის ეზოში მდებარე მოპასუხის ავტოფარეხი და გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთი სარგებლობაში გადაეცა ხ.-ეს.

მოპასუხეს სარგებლობაში დარჩა ჭიშკართან არსებული გზა სახლსა და ავტოფარეხს შორის. ასევე გადაიწია ღობე ეზოში, მოპასუხის მხარეს ორმოEი სანტიმეტრით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელა-Eიო საჩივარი შეიტანა აჭარის უმაღლეს სასამართლოში შ. ჩ.-ემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: დადგენილია სასამართლოს მიერ, რომ ი. ხ.-ის მიერ 1916 წელს შეძენილი სახლთმფლობელობა შედგებოდა ოთხი ოთახისაგან ფართი 100 მ2 სახლთმფლობელობას ჰქონდა 413 მ2 მიწის ნაკვეთი. 1954 წელს ი. ხ.-ემ აჩუქა სახლის 1/4, რაE შეადგენდა ერთ ოთახს, რომელიც განლაგებული იყო ქუჩისკენ, ვინაიდან სახლის 1/4 ეკუთვნოდა მას შესაბამისად 1/4 მიწის ნაკვეთი ანუ 105კვ.მ გადავიდა მის სარ-გებლობაში. 1954 წელს ვინაიდან ერთი ოთახი მისი ოჯახისათვის ერთი ოთახი საკმარისი არ იყო.

დაიწყო მისი კუთვნილი ოთახის გაგრძელებაზე ბინის მშენებლობა აღმასკომის კუთვნილ მიწაზე. მშენებლობის დამთავრების შემდეგ სულ სახლთმფლობელობის მიწის ნაკვეთმა შეადგინა 600 მ2, ხოლო სახლი ფართის მიხედვით მოსარჩელესა და მას ტოლი გაუხდათ, ამიტომ როცა 1960 წელს მოპასუხემ მთელი სახლთმფლო-ბელობის 1/2 მიიღო მემკვიდრეობით ფაქტიურად სწორი იყო. ის ფაქტი, რომ სახლი და ბინა თანაბრად გაყო, ხ.-ეს არასოდეს სადაოდ არ გაუხდია. ათეული წლების შემდეგ იმის მტკიცება, რომ მან არ იცოდა და შეცდომაში იყო შეყვანილი დაუჯერებელია.

1994 წელს დ. ხ.-ემ მათ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაავლო ღობე თავისი ინიციატივით გაყო მიწის ნაკვეთი, ამდენად მან იცოდა თუ რა ეკუთვნოდა მას.

აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრე-ბის საქმეთა პალატის 1999 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით აპელანტის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება და გამოვიდა ახალი გადაწყვეტილება. დ. ხ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მას უარი ეთქვა სანოტარო მოქმედებაში Eვლილებების შეტანაზე. დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მისი მოთხოვნა დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ დ. ხ.-ის მშობლები ი. და კ. ხ.-ეები ფაქტიურ ქორწინებით ურ-თიერთობაში იმყოფებოდნენ. უარი ეთქვა ქორწინების თარიღად 1915 წლის დადგენაზე. მოპასუხე შ. ჩ.-ეს უარი ეთქვა დედის ე. ხ.-ის სავალდებულო წილის მემკვიდრეობით მიკუთვნებაზე. მხარეებს სახლთმფლობელობა და საეზოვე ნაკვეთი გაეყო იმ მდგომარეობით, როგორE მათ ეკავათ წლების მანძილზე და უკავიათ დღესაE. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაასაბუ- თა იმით, რომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი: მოპასუხე შ. ჩ.-ემ 1954 წელს მიიღო რა ნაჩუქრობით დ. ხ.-ისაგან სახლის 1/4, რაE შეადგენდა მთლიანი სახლის ერთ ოთახს, იმავე წელს აღნიშნულ ოთახს მიაშენა ორი ოთა-ხი თავისი სახსრებით და მის საკუთრებაში აღმოჩნდა სახლის ნახევარი. მიშენება მოხდა ი. ხ.-ის სიცოცხლეში, მაგრამ იმის გამო, რომ მიშენებაზე ნებართვა გაიცა ნაჩუქრობის გაფორმებიდან ერთი კვირის შემდეგ, მიშენების ნებართვა გაიცა ი. ხ.-ეზე რადგან იმ დროისათვის ჩ.-ე ჯერ კიდევ არ იყო სახ-ლის ნაწილის მესაკუთრე. შ. ჩ.-ემ მიაშენა რა თავისი სახსრებით ორი ოთახი, იგი ფლობდა ამ ოთახებს და ი. ხ.-ეს და მის მეუღლეს თავიანთ სიცოცხლეში არასოდეს სადაოდ არ გაუხდიათ ის რომ მიშენებული ოთახები ჩ.-ის საკუთრება იყო. ვინაიდან მინაშენი ოთახები 1995-96 წლების მერიის გადაწყვეტილებით სამართლებრივ რეგისტრაციამდე იყო უკანონო, ამდენად მისი ჩათვლა დ. ხ.-ის სამემკვიდრეო ქონებაში და გათვალისწინება სახლთმფლო-ბელობის წილის განსაზღვრის დროს სასამართლომ არაკანონიერად მიიჩნია.

აჭარის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დ. ხ.-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომელშიE ითხოვს სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას.

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ამდენად, იგი უცვლელი უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელე ხ.-ის მამა ი. ხ.-ე გარდაიEვალა 1959 წელს ამ დროს გაიხსნა მის ქონებაზე მემკვიდერეობა, ამ დროს ე. ი. 1959 წელს სახლის ნაწილი იყო კანონიერი, ხოლო ნაწილი უკანონო ნაგებობა. კერძოდ, უკანონო ნაგებობად ითვლებოდა ჩ.-ის მიერ მიშენებული ორი ოთახი. იგი სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარდა მხოლოდ 1995 წელს ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის მინაშენი ორი ოთახი არ წარმოადგენდა ი. ხ.-ის საკუთრებას. სამკვიდროს გახსნის დროისათვის მოქმედი 1923 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად კი მოპასუხეს შეუძლია მთელი თავისი ქონება ან მისი ნაწილი დაუტოვოს ანდერძით 418-ე მუხლში აღნიშნულ პირებს. მოცემულ შემთხვევაში კი, რადგან მიშენებული ორი ოთახი არ იყო აღრიცხული, როგორE ი. ხ.-ის საკუთრება იგი ვერE უანდერძებდა აღნიშნულს დ. ხ.-ის.

ამდენად, დ. ხ.-ემ მიიღო რა მემკვიდრეობა მამის ქონებიდან ფაქტიურად მიიღო სახლის კანონიერი ნაგებობის 3/4, რაE მისი მამის სახელზე აღირიცხა კიდეც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელი დარჩეს აჭარის ა.რ. უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.