Facebook Twitter

¹ 3კ-307 18 თებერვალი, 2000 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ცისკაძე

მოსამართლეები: ქ. გაბელაია, ლ. ისაკაძე

განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე ნ. ვ.-ის და ე. კ.-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 10 სექტემბრის განჩინებაზე, საქმეზე შ.პ.ს. "ქ.-ის" სარჩელით მოპასუხეებთან ნ. ვ.-ესთან და ე. კ.-თან არასაცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლების და 780 ლარის გადახდევინების შესახებ.

პალატამ მოისმინა მოსამართლე ქ. გაბელაიას მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

შ.პ.ს. ქ.-მ სარჩელით მიმართა ქუთაისის სა-ოლქო სასამართლოს და მოითხოვა ინდივიდუალური მეწარმე ე. კ.-ის და მოქალაქე ნ. ვ.-ის გამოსახლება ქუთაისში, ...-ის ქუჩა პირველი შესახვევის ¹ 1-ში მდებარე შენობის პირველი სართულის 10,05 მ2 და 3,42 მ2 ფართის არასაცხოვრებელი ფართიდან ასევე ე. კ.-ისათვის 780 ლარის გადახდევინება შემდეგი საფუძვლით: ქუთაისის მერიის 1997 წლის 2 იანვრის ¹ 1 განკარგულების საფუძველზე 1997 წლის 24 იანვარს ჩატარდა ტენდერი ქალაქის კულტურის სახლების გამოყენების უფლებაზე. ამ ტენდერში გაიმარჯვა საინიციატივო ჯგუფმა, რომლის საფუძველზე ჩამოყალიბდა შ.პ.ს. "ქ.-ი". 1997 წლის 8 ივლისის ¹ 275 ბრძანების სა-ფუძველზე შ.პ.ს. „ქ.-ს“ სამეურნეო გამგებლობის უფლებით ხუთი წლის ვადით გადაეცა ყოფილი ...-ის სახელობის საქალაქო კულტურის სახლის შენობა, რის შესახებაE გაფორმდა ხელშეკრულება ქონების მართვის სამმართველოსა და შპს „ქ.-ს“ შორის. კულ-ტურის სახლის დირექტორის 1997 წლის 1 მარტის ბრძანებით 1997 წლის 14 ივლისს სამუშაოდან გათავისუფლდა ყველა თანამშრომელი. მათ შორის მოპასუხე ნ. ვ.-ე, რომელი მუშაობდა ფოტოგრაფად და დაკავებული აქვს აღნიშნული შენობის I სართულზე 10,05 მ2 ფართი. მოსარჩელე ნ. ვ.-ე ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს დაკავებულ ფართს და სარგებლობს ამ ფართით ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე, მოსარჩელემ მოითხოვა მათ ბალანსზე აღნიშნული

ფართიდან ნ. ვ.-ის გამოსახლება.

ასევე, მოსარჩელის განცხადებით იმავე შენობის I სართულზე 3,41 მ2 ფართში სამეურნეო საქმიანობას ეწევა ინდივიდუალური მეწარმე ე. კ.-ი. მიუხედავად იმისა, რომ 1998 წლის 5 აგვისტოს ვადა გაუვიდა ...-ის სახელობის კულტურის სახლსა და ინდივიდუალურ მეწარმე კ.-ს შორის ქირავნობის ხელშეკრულებას, კ.-ი არ ათავისუფლებს დაკავებულ ფართს და ასევე არ იხდის ქირას და დავალიანებამ 780 ლარი შეადგინა. მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული თანხის გადახდაE.

სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განაცხადეს, რომ ისინი არიან ინდივიდუალური მეწარმეები და ანგარიშსწორებას ახდენენ საგადასახადო ინსპექციაში.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - მოპასუხეები გამოსახლებულ იქნენ სადავო ფართიდან, ხოლო სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხე ე. კ.-ისათვის თანხის დაკისრების შესახებ ეთქვა უარი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მხარეებმა შეიტანეს სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში. საოლქო სასამართლოს 1999 წლის 10 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლით: ქუთაისის მერიის 1997 წლის 1ივლისის ბრძანებით და ქონების მართვის სამმართველოს 1997 წლის 8 ივლისის ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე ორგანიზაციას გადაეცა ქუთაისში ...-ის ქ. I შესახვევის ¹ 1-ში მდებარე ყოფილი ...-ის სახელობის კულტურის სახლის ბალანსზე რიცხულ შენობას მთლიანად, რომელშიც შედის სადაო ფართი. მოპასუხე ვ.-მ სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე მტკიცებულება სადაო ფართის ფლობის კანონიერების შესახებ. მოპასუხე კ.-თან კი ...-ის სახ. კულტურის სახლს გაფორმებული ხელშეკრულების ვადა გაუვიდა 1998 წლის 5 აგვისტოს. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მოსარჩელემ ხელშეკრულება აღარ გააფორმა და მოითხოვა, რომ კ.-ს ფართი გაეთავისუფლებინა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 10 სექტემბრის განჩინებაზე მოპასუხეებმა ვ.-მ და კ.-მ შეიტანეს საკასაციო საჩივარი, რომელში მოითხოვენ ქუთაისის საოლქო სასამართლოს აღნიშნული განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ კ.-თან მოსარჩელე ორგანიზაციას გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება 1998 წლის 5 აგვისტომდე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ორგანიზაციამ მოითხოვა კ.-ისგან თანხის გადახდა და არა ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა. კასატორის აზრით, მოქმედი კანონმდებლობით თუ დამქირავებელი ფლობს ნივთს ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაE ხელშეკრულება გრძელდება უვადოდ.

საკასაციო პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ განჩინების გამოტანის დროს ადგილი არ ჰქონია კანონის დარღვევას, რის გამოE განჩინება ძალაში უნდა დარჩეს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, რომ მოსარჩელე ითხოვდა ქირის გადახდას სადაო ფართით სარგებლობისათვის და არა ხელშეკრულების შეწყვეტას, ამიტომ ხელშეკრულება უვადოთ დადებულად უნდა ჩაითვალოს. რადგან საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელე მოითხოვდა ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო დაკავებული ფართის გათავისუფ-ლებას. სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ დამქირავებელი სარგებლობს ნივთით ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ და გამქირავებელი მხარე არ ედავება, მაშინ ხელშეკრულება განახლდება განუსაზღვრელი ვადით.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე მოითხოვა მოპასუხე კ.-ის დაკავებული ფართის გათავისუფლება რის გამოც მათ შორის ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით დადებულად ვერ ჩაითვლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო

კოდექსის 559-ე მუხლის II ნაწილით ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ძალაში დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 10 სექტემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.