¹ 3კ\316 14 მარტი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. Eისკაძე
მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. ისაკაძე
განიხილა თ. თ.-ის, ვ. მ.-ის, ნ. შ.-ს, Eი. ჯ.-ის და სხვათა საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – ლ. ჭ.-ის სარჩელის გამო, მოპასუხე თამაზ თ.-ის, ვ. მ.-ის, ნ. შ.-ს და სხვათა მიმართ, კედელში ჭიშკარის მოწყობის შესახებ
პალატამ, რომელმაE მოისმინა საქართვვლოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თ. აბესაძის მოხსენება.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ნ. ფ.-მა (წარმომადგენელი ლ. ჭ.-ე) სარჩელით მიმართა სასამართლოს, რათა ნება დაერთო, მოეწყო გასასვლელი ჭიშკარი, ქალაქ თბილისში, ...-ის ჩიხი ¹ 10-დან ...-ის ქუჩა ¹ 6-ში, რასაც ხელს უშლიან იქვე ახლოს მცხოვრები მეზობლები.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს 1999 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელს ეთქვა უარი. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ნება დაერთო, ...-ის ქუჩა ¹ 6 დან მოაწყოს კედელში ჭიშკარი დამტკიცებული პროექტის მიხედვით.
მოპასუხეებმა სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე უზენაეს სასამართლოში შემოიტანეს საკასაციო საჩივარი, რომლითაE მოითხოვენ გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელზე უარის თქმას შემდეგი მოტივით: გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ ამით სააპელაციო სასამართლოს დასკვნა წინააღმდეგობაშია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის მოთხოვნებთან.
პალატა, რომელიE გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის მოტივებს, მოუსმინა მხარეებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და მას ნება დაერთო თბილისში, ...-ის ქუჩა ¹ 6-დან მოეწყო კედელში ჭიშკარი 1988 წელს დამტკიცებული პროექტის მიხედვით. საქმის განმხილველმა სასამართლომ ჯეროვანი შეფასება არ მიცა სადავო საკითხის გადაწყვეტის პროცესში საწინააღმდეგო მტკიცებულებებს, კერძოდ _ უკვე 1990 წლის 31 ოქტომბრის წერილით თბილისის მთავარი არქიტექტურულ-დაგეგმარებითი სამმართველო ფაქტიურად უარს ამბობს ამ საკითხში უკვე შეთანხმებული პროექტის განხორEიელებაზე. ასევე საქმეშია ქალაქ თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ 1992 წლის 14 სექტემბერს გაცემული მიმართვა კრწანისის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის სახელზე, რომელშიE იგივე აზრია გატარებული. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის 1997 წლის 9 ივლისის ქალაქის ვიცე-მერისადმი მიწერილობიდან ირკვევა, რომ პროექტის მიხედვით ყრუ კედელში კარების ღიობის გაჭრისათვის საჭირო იყო მახლობლად მცხოვრები მობინადრეებისათვის და ეკლესიის წარმომადგენელთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის წარდგენა და მხოლოდ ამის შემდეგ პროექტი უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. ამასთან, საამისოდ უფლებამოსილი კომპეტენტური უწყებების ცნობით სადავო ტერიტორია მდებარეობს ქალაქის ისტორიულ ნაწილში. სააპელაციო სასამართლოს შეფასება უნდა მიეცა ამ ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებისათვის, ამასთან სასამართლომ ჯეროვნად ვერ გაარკვია თუ რით ეშლება ხელი კედელში ჭიშკრის მოწყობით მობინადრეთა ინტერესებს.
ამ საქმეზე განჩინების გამტანის დროს სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის „ე“ პუნქტის მოთხოვნები, რადგანაE თავის დასკვნების დროს არ მიუთითა ის კანონები, რომლითაE ხელმძღვანელობდა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე განჩინება კანონის დარღვევით არის მიღებული, რადგან იურიდი-ულად დაუსაბუთებელია.
პალატამ, რომელმაE იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და 412-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება ამ საქმეზე გაუქმდეს და საქმე ახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე პალატას.