¹ 3კ\331 10 მარტი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დ. ხელაია
მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
შეამოწმა ი. მ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
სახელმწიფო საწარმო „ზ.-მ“, გორის ¹... ...-ის სახლის მამაკაცთა საპარიკმახერომ და სახელმწიფო ქონების მართვის გორის სამმართველომ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე ი. მ.-ის მიმართ, გორის ¹... ...-ის სახლის პრივატიზების გაუქმების შესახებ.
გორის სასამართლოს 1999 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ივ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ივ. მ.-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს მითითებული განჩინების გაუქმებას.
კასატორის მიერ არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რისთვისაც ივ. მ.-ს ხარვეზის შესავსებად დაენიშნა ვადა 2000 წლის 10 მარტამდე.
ივ. მ.-ის მიერ მითითებულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული. აღნიშნულის გამო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 395-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. მ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. განჩინების ასლები გაეგზავნოთ მხარეებს.