Facebook Twitter

¹ 3კ\343 8 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. Eისკაძე

მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. ისაკაძე

განიხილა ს. ს.-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე ა. ბ.-ის სარჩელის გამო, მოპასუხე ა. ფ.-ესთან და ს. ს.-თან კომლის წევრობის გაუქმების შესახებ და მოპასუხის შეგებებული სარჩელი მიშენებული ოთახების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

პალატამ, რომელმაც მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თ. აბესაძის მოხსენება,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ა. ბ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა ა. ფ.-ის კომლის წევრობის შესახებ ჩანაწერის გაუქმება, მოპასუხე ს. ს.-მა შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს და ითხოვეს სადაო ბინიდან საკუთარი სახსრებით მიშენებული ოთახების საკუთრებაში გადაცემა.

ვანის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მოთხოვნა ა. ფ.-ის კომლის წევრად ჩაწერის გაუქმების ნაწილში დაკმაყოფილდა. ასევე დაკმაყოფილდა ს. ს.-ის მოთხოვნა და მას საკუთრების უფლებით გადაეცა სადაო სახლიდან ნაწილი.

მოპასუხე ა. ფ.-მ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებული იქნა უცვლელად. ა. ფ.-ის წარმომადგენელმა ს. ს.-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება მხოლოდ ა. ფ.-ის კომლის წევრობის გაუქმების ნაწილში, შემდეგი მოტივით, რომ სასამართლოთა მიერ ჯეროვანი შეფასება არ მიეცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის \ძველი რედაქციით მოთხოვნები.

პალატამ, რომელმაE გაიცნო საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მო-ტივები, მოუსმინა მხარეებს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. ფ.-ის კომლის წევრობის ჩა-წერის გაუქმების ნაწილში უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: როგორE საქმის მასალებით ირკვევა ზედა ვანის საკრებულოს გამგეობის მიერ 1999 წლის 14 აპრილს გაცემული ცნობის \ს. ფ.14\ მიხედვით „ს. ე.-ს ძე ბ.-ის კომლი მიეკუთვნება კოლმეურნე კატეგორიას“. სააპელაციო სასამართლომ ჯეროვნად არ გაარკვია კომლის წევრობასთან დაკავშირებული გარემოებანი, კერძოდ სოფელ ...-ში რომელ წლებში ფუნქცონირებდა კოლმეურნეობა, როდის გადაკეთდა საბჭოთა მეურნეობად ან როდის მიიიღო სხვა ორგანიზაციული ფორმა. ამ გარემოებების გარკვევის მერე სასამართლოს შეეძლო ემსჯელა სარჩელის დაკმაყოფილებისა თუ უარყოფის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ ისე გააუქმა ა. ფ.-ის სადაო სახლში კომლის წევრად ჩაწერა, რომ არ დაასაბუთა თავისი დასკვნები და შესაბამისად არ მიუთითა იმ კანონებზე, რომლებიE არეგულირებდნენ ამ საკითხებს და რომლითაE იგი ხელმძღვანელობდა, რითაE დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 390-ე მუხლის „ე“ პუნქტის მოთხოვნა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე განჩინება კანონის დარღვევით არის მიღებული, რადგან იურიდიულად დაუსაბუთებელია.

პალატამ, რომელმაE იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტით და 412-ე მუხლის პირველი პუნქტით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 11 ოქტომბრის განჩინება ამ საქმეზე ა. ფ.-ის კომლის წევრად ჩაწერის საკითხში გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში განსახილველად გადაეგზავნოს იმავე სააპელაციო სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.