Facebook Twitter

¹ 3კ/362 15 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. Eისკაძე

მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. ისაკაძე

განიხილა გ. გ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე კასატორის სარჩელის გამო საქართველოს ავტომფლობელთა ფედერაციის მიმართ შრომის ანაზღაურებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.

პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ლ. ისაკაძის მოხსენება

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

გ. გ.-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს საქართველოს ავტომფლობელთა ფედერაციის მიმართ შრომის ანაზღაურებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. სარჩელი დასაბუთებულია იმით, რომ გ. გ.-ი 1998 წლის მარტიდან იმავე წლის ოქტომბრამდე მუშაობდა რა მოპასუხე ორგანიზაციაში, არ მიუღია შრომის ანაზღაურება და მივლინების ხარჯები 718 ლარის ოდენობით. ამასთან, მოპასუხე თავისი ბიუროკრატიული საქციელით ლახავდა მოსარჩელის მოქალაქეობრივ უფლებებს, აბუჩად იგდებდა და დასცინოდა, როგორEკაპიკების მაძიებელს, რის გამოEმოითხოვა პატივისა და ღირსების შელახვისათვის 10.000 ლარი.

ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით, რომელიE უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო საჩივარი ითხოვს განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. თუ გადაწყვეტილების გამოEხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოEხადების მომენტიდან. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორი 1999 წლის 12 ოქტომბერს ესწრებოდა სააპელაციო პალატაში განჩინების გამოEხადებას. საკასაციო საჩივარი დათარიღებულია 1999 წლის 17 ნოემბერს, თბილისის საოლქო სასამართლოში ამ საჩივრის შეტანის დღედ აღნიშნუ-ლია 1999 წლის 19 ნოემბერი ე. ი. გაშვებულია საკასაციო გასაჩივრების ვადა.

პალატამ, რომელმაE იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. გ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.