¹ 3კ/382 15 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დ. ხელაია
მოსამართლეები: რ. ნადირიანი, მ. წიქვაძე
განიხილა შპს „ს.-ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, სამოქალაქო საქმეზე - შპს „ს.-ის“ სარჩელისა გამო მოპასუხე შპს „მ.-ის“ მიმართ ზარალის ანაზღაურების შესახებ. მოსამართლე რ. ნადირიანის მოხსენების საფუძველზე პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტმა 1998 წლის 14 აპრილს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „მ.-ის“ მიმართ ზარალის ანაზღაურების თაობაზე.
აღნიშნული დავა არაერთგზის იყო განხილული სასამართლო ორგანოების მიერ. ბოლოს, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს „მ.-ს“ მოსარჩელე შპს „ს.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 10 228 ლარის გადახდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება და მოსარჩელე შპს „ს.-ს“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყო-ფილებაზე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
შპს „ს.-ა“ საკასაციო საჩივრით მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით.
კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიE არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანე-ლა რკინიგზის წესდებით, რომელიE ითვალისწინებს 6 თვიან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადას. რკინიგზის წესდება კი გაუქმდა 1997 წლის 11 ნოემბრის „რკინიგზის ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანით და 1997 წლის 25 ნოემბერს ძალაში შესული სამოქალაქო კოდექსით.
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა იმ დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი, რომლის შესაბამისად ორგანიზაციების ურთიერთშორისი სარჩელებისათვის ხანდაზმულობის ვადა იყო ერთი წელი.
პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, საქმის მასალებს და თვლის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის წარმოიშვა 1997 წლის 22 სექტემბერს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიE წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ, ე.ი. 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ.
რაც შეეხება 1997 წლის 11 ნოემბრის „რკინიგზის ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში Eვლილებებსა და დამატებებს, სამოქალაქო კოდექსის 6-ე მუხლის თანახმად, კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებს არა აქვთ უკუქEცვითი ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით გათვა-ლისწინებული.
„რკინიგზის ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 12 მაისის კანონის მესამე მუხლის შესაბამისად რკინიგზის ტრანსპორტის საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობა რეგულირდება ამ კანონით, რკინიგზის წესდებით და ტექნიკური ექსპლუატაციის წესებით, აგრეთვე „საქართველოს რკინიგზის ტრანსპორტის დეპარტამენტის შესახებ“ დებულებით, საქართველოს რესპუბლიკის კანონებით და კანონქვემდებარე აქტებით.
ამავე კანონის მე-19 მუხლის თანახმად, რკინიგზის ტრანსპორტის ურთიერთობას საწარმოებთან და ორგანიზაციებთან, რომლებსაE აქვთ მისასვლელი ლიანდაგები, საერთო სარგებლობის ლიანდაგებზე მათი კუთვნილი მოძრავი შემადგენლობის მოძრაობის წესსა და პირობებს განსაზღვრავს რკინიგზის წესდება.
რკინიგზის წესდების 178-ე მუხლით რკინიგზის ტრანსპორტის სარჩელები შეიძლება წარდგენილ იქნეს სასამართლოში 6 თვის განმავლობაში იმ გარემოებების დადგენიდან, რომელიE გახდა სარჩელის წარდგენის საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ თითქოს მათ მიერ არ დარღვეულა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რადგან მათზე ვრEელდება იმ დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი. შპს „ს.-ს“ შპს „მ.-ის“ მიმართ სასამართლოში სარჩელი უნდა აღეძრა სასამართლოში მომხდარი შემთხვევიდან ე. ი. 1997 წლის 22 სექ-ტემბრიდან 6 თვის ვადაში - 1999 წლის 22 მარტამდე. საქართველოს რკინიგზის ტრანსპორტის დეპარტამენტმა კი სარჩელი აღძრა სასამართლოში 1999 წლის 14 აპრილს, სასარჩელო ხანდაზმულობის 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ.
ამდენად, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს "ს.-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება ამ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.