¹ 3კ/402 17 მარტი, 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. Eისკაძე
მოსამართლეები: რ. ნადირიანი, მ. წიქვაძე
განიხილა ჟ. მ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე ზ. ვ.-ას სარჩელის გამო ჟ. მ.-ის მიმართ, ბინიდან გამოსახლების შესახებ. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 17 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილა ჟ. მ.-ის საზედამხედველო საჩივარი და განაახლა საკასაციო პალატის მიერ ამავე წლის 11 თებერვალს შეჩერებული საქმის წარმოება. კასატორმა იმ საფუძვლით, რომ საკასაციო პალატის განჩინებით მისი საზედამხედველო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო, საკასაციო საჩივრის განხილვამ მისთვის დაკარგა ინტერესი, უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე და სხდომა დატოვა.
მოპასუხე მხარემ და მისმა ადვოკატმა აღნიშნულზე თანხმობა განაცხადეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიE დადგენილია სააპელაციო სასამართლოში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მხარის მიერ საქმის ზეპირი განხილვისას საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 378-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჟ. მ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.