¹ 3კ\405 22 მარტი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. Eისკაძე
მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. ქაჯაია
განიხილა ო. რ.-ისა და სააქციო საზოგადოება „ს.-ის“ ადმინისტრაციის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 4 ნოემბრის გადაწყვე-ტილებაზე ო. რ.-ის სარჩელის გამო, მოპასუხე სს „ს.-ის“ ადმინისტრაციის მიმართ სამუშაოზე აღდგენის, იძულებით განაცდურისა და უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდის ანაზღაურების შესახებ.
პალატამ, რომელმაც მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თ. აბესაძის მოხსენება,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ო. რ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა სააქციო საზოგადოება „ს.-ის“ ...-ის ექსპედიციის უფროსის თანამდებობაზე. წარმოების ადმინისტრაციის 1998 წლის 23 დეკემბრის ¹ 75-კ ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. უფრო ადრე კი მოსარჩელე გაშვებულ იქნა უხელფასო შვებულებაში. სამუშაოდან დათხოვნა მიიჩნია უკანონოდ და მოითხოვა უწინდელ სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდში თანხის ანაზღაურება.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი მთლიანად იქნა დაკმაყოფილებული. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, რომლის 1999 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნ. რ.-ე აღდგენილი იქნა დაკავებულ თანამდებობაზე და წარმოების ადმინისტრაციას დაცვალა მისთვის იძულებით განაცდურის ანაზღაურების გადახდა. ამავე დროს მოსარჩელეს უარი ეთქვა უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდში თანხის ანაზღაურებაზე.
სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა, როგორEმოსარჩელემ ისე _ მოპასუხემ; მოპასუხე ორგანიზაციის ადმინისტრაცია ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ მოტივით, რომ ო. რ.-ის სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე, ხოლო მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა შრომის კანონთა კოდექსის 89-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-131-ე მუხლების მოთხოვნები.
პალატას, რომელიE გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის მოტივებს, მიიჩნია, რომ სს „ს.-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგანაც სააპელაციო სასამართლომ კანონიერად დაადგინა ორგანიზაციის დირექციის მიერ დასახელებული ბრძანება მუშაკის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რომელიE არ შეესაბამება საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის მოთხოვნებს და რომელშიE არ არის მითითებული საპენსიო ასაკის პირების სამუშაოდან გათავისუფლება. რაE შეეხება ამავე კასატორის მოსაზრებას, მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის ხანდაზმულობის ვადის გაშვების თაობაზე, როგორEსააპელაციო სასამართლომ დაადგინა, სააქციო საზოგადოების ადმინისტრაციამ ვერ წარადგინა დოკუმენტები იმის შესახებ, თუ როდის ჩაბარდა მოსარჩელეს ბრძანება მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ. ამ შემთხვევაში, როგორE სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია, მოსარჩელეს მიერ დაEულია დასახელებული კოდექსის 204-ე და 207-ე მუხლების პირველი ნაწილის მოთხოვნა. ამრიგად, მოსარჩელეს უკანონოდ დათხოვა და მისი წინანდელ სამუშაოზე აღდგენა და შესაბამისად იძულებითი განაცდურის ანაზღაურება კანონიერია და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვე-ტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ო. რ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო. როგორEსაქმის მასალებით დადგენილია, მოსარჩელე ო. რ.-ეს ორგანიზაციის ადმინისტრაცია 1998-1999 წლის განმავლობაში უშვებდა უხელფასო შვებულებაში, (პირველი ინსტანციის სასამართლოს დაანგარიშებით მან შეადგინა 305 დღე) მოსარჩელე ო. რ.-ემ მოითხოვა ამ დღეების შესაბამისი ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ გაურკვევია, ეს დავა შრომის კანონთა კოდექსით უნდა გადაწყვეტილიყო, თუ სამოქალაქო კოდექსით. შესაბამისად არ გაურკვევია სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი.
პალატამ, რომელმა იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე და 412-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სააქციო საზოგადოება „ს.-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება ამ საქმეზე ო. რ.-ის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში დარჩეს უცვლელად, ხოლო ო. რ.-ის საკასაციო საჩივარი უხელფასო შვებულების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდეს. ამ ნაწილში საქმე ახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე სააპელაციო სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.