Facebook Twitter

¹ 3კ/415 2000 წლის 10 მარტი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ცისკაძე

მოსამართლეები: ლ. ცისაკაძე, ლ. ქაჯაია

განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე მ. ვ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 18 ნოემბრის განჩინებაზე საქმეზე მ. ვ.-ის სარჩელით მოპასუხე ს. და დ. გ.-ების მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ.

პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მარიამ ცისკაძის მოხსენება

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ქ. თბილისში, მე-2 ...-ის ქ. ¹ 11-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომი აღრიცხული იყო მ. ვ.-ის დედის - აწ გარდაცვლილ ა. ვ.-ის სახელზე როგორE უკანონო ნაგებობა. მ. ვ.-ის განცხადების საფუძველზე ისნის რაიონის გამგეობამ 1995 წელს დააკანონა ეს ნაგებობა აწ გარდაცვლილ ა. ვ.-ის სახელზე, ხოლო იმავე წელს მ. ვ.-მ სახლი გაიფორმა მემკვიდრეობით. ამ სახლის ნაწილში 1992 წლამდე ცხოვრობდა რ. კ.-ი, რომელმაც შემდგომ ჩაასახლა ს. ხ.-ი, ხოლო 1995 წელს ორი ოთახი დაიკავა უნებართვოდ სონია გ.-მა და მისმა შვი-ლიშვილმა დ. გ.-მა. მარია ვ.-მა 1995 წელს სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა თავისი ბინიდან ს. და დ. გ.-ების გამოსახლება. მოცემული დავა არაერთგზის იქნა განხილული სასამართლოების მიერ. ბოლოს თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1999 წლის

19 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ვ.-ის სარჩელი ს. და დ. გ.-ების მიმართ ქ. თბილისში, ...-ის ქუჩის ¹ 11-ში მდებარე სახლიდან გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ს. და დ. გ.-ების შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. ისინი ცნობილნი იქნენ ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹ 11-ში მდებარე ლიტ "ბ" ნაგებობის ბინის ფართობზე უფლებამოპოვებულად.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 18 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა მ. ვ.-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა მოცემულ საქმეზე თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.

მ. ვ.-ი საკასაციო საჩივარში ითხოვდა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას იმ საფუძვლით, რომ მდგმური კ.-ი არ იყო უფლებამოსილი გაესხვისებინა ვ.-ის ბინა;

დავის საგანს წარმოადგენდა უკანონო ნაგებობა და არსებობდა კანონ-საწინააღმდეგო გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი. სასამართლომ სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი კანონი არ გამოიყენა და არასწორად გამოიყენა ახალი სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი.

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მარია ვ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილი ა. ვ.-ის სახელზე ირიცხებოდა ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹ 11-ში მდებარე უკანონო საცხოვრებელი სადგომი. ამ სადგომის ორ ოთახში ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა რ. კ.-ი. 1990 წელს რ. კ.-სა და ს. ხ.-ს შორის გაფორმდა შინაურული ხელშეკრულება სადავო ორი ოთახის გადაცემის შესახებ (სამოქალაქო საქმე ¹ 2/918-95. ს. ფ. 6). 1995 წელს ა. ვ.-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი დააკანონა მ.ვ.-მა და შემდეგ მემკვიდრეობის წესით გაიფორმა თავის სახელზე. საქმეში წარმოდგენილია 1995 წლის აპრილში შედგენილი შინაურული ხელშეკრულება დ. გ.-ის და ს. ხ.-ს შორის სადავო ორი ოთახის ნასყიდობის შესახებ (ს. ფ. 218), მ. ვ.-მ იმ საფუძვლით, რომ მთელი სახლის მესაკუთრეა და ს. ხ.-ს არ ჰქონდა სხვისი ბინის გასხვისების უფლება, გ.-ების ოჯახმა სახლის პატრონის ნებართვის გარეშე დაიკავა ორი ოთახი, მოითხოვა მათი ბინიდან გამოსახლება.

ს. და დ. გ.-ებმა შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართ-ლოს და მოითხოვეს სადავო ორი ოთახის ფართზე უფლებამოპოვებულად ცნობა იმ საფუძვლით, რომ სადავო ოთახები შეიძინეს ხ.-ისაგან მ. ვ.-ის თანხმობით.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაE დააკმაყოფილა ს. და დ. გ.-ების შეგებებული სარჩელი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია სწორად და სამართლიანად. გამომდიანარე სამართლის ზოგადი პრინციპებიდან სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად (ს. ფ. 178).

სააპელაციო პალატამ ისე დააკმაყოფილდა ს. და დ. გ.-ების შეგებებული სარჩელი, რომ მოცემულ ურთიერთობას არ მისცა სამართლებრივი კვალიფიკაცია; არ გაარკვია მხარეთა შორის სადავო ურთიერთობა მატერიალური სამართლის რომელ კონკრეტული ნორმით უნდა მოწესრიგდეს, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის ქირავნობის ხელშეკრულება, თუ "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ" საქართველოს კანონით, ყოველივე აღნიშნულის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო პალატის განჩინება მიღებულია კანონის დარღვევით.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის I ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დაკმაყოფილდეს მ. ვ.-ის საკასაციო საჩივარი.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 199 წლის 18 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.