¹ 3კ/423 15 მარტი, 2000 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დ. ხელაია
მოსამართლეები: თ. კობახიძე, მ. წიქვაძე
განიხილა ნ. დ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე ნ. დ.-ის სარჩელის გამო მოპასუხე ა. ი.-სთან, საცხოვრებელ ფართზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ნ. დ.-ემ 1966 წელს სულთან ა. ი.-საგან შეიძინა ოროთახიანი ბინა. მან 1999 წლის 13 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანის-მთაწმინდის რაიონის სასამართლოს ამ ფართზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
თბილისის კრწანის-მთაწმინდის რაიონის სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა ა. ი.-მ და მ. ი.-მ და მოითხოვეს მოპასუხე ნ. დ.-ისათვის 3 წლის ვადით ბინის ქირის გადახდის დაკისრება თვეში 16,5 ლარის ოდენობით, ასევე შეტანილი ბაჟის ღირებულების მოსარჩელისათვის გადასახდელად დაკისრება.
თბილისის კრწანის-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილა და იგი ცნო სადავო ოთახების მესაკუთრედ. იმავე გადაწყვეტილებით სასამარალომ მოპასუხეს უარი უთხრა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე და მოპასუხეს დააკისრა ბაჟის სახით 77 ლარის და 05 თეთრის გადახდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ.-ეს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამასთან ნაწილობრივ დააკმაყოფილა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა და დ.-ე Eნობილი იქნა სადავო ორი ოთახის მოსარგებლედ, მასვე გადასახდელად დააკისრა ბინის ქირა: ყოველთვიურად 13 ლარის და 50 თეთრის და სახ. ბაჟის - 50 ლარის გადახდა.
ნ. დ.-ე საკასაციო საჩივრით მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად საოლქო სასამართლოში გადაგზავნას.
მომჩივანი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის „ა“ პუნქტის მოთხოვნები.
სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარს დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ 1966 წლის 12 ოქტომბერს ნ. დ.-ეს და სულთან ი.-ას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაE ს. ი.-ამ ნ. დ.-ეს მიყიდა ორი ოთახი დათმობის წესით 4000 მანეთად და მისცა აღნიშნული ფართის გაყიდვის უფლება მისთვის დამატებით 500 მანეთის გადახდის პირობით.
ნ. დ.-ეს მითითებული ფართის გაყიდვის საჭიროება არ წარმოშობია. მან აღნიშნულ ბინას მიაშენა სხვა ფართიE და მითითებულ ბინაში ცხოვრობს ოჯახის ოთხ წევრთან ერთად.
თავდაპირველად იგი ბინის ქირას უხდიდა ს. ი.-ას, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ - მის მემკვიდრეს. ფულის შეცვლის შემდეგ, როცა მემკვიდრემ ბინის ქირის გადახდა დოლარის კურსით მოთხოვა, საერთოდ შეუწყვიტა ქირის გადახდა. ე. ი. მითითებული ხელშეკრულებით მხარეებს შორის ჩამოყალიბდა შემდეგი სამართლებრივი ურთიერთობა: სადავო ორი ოთახის სარგებლობის უფლებით დათმობის წესით გადაცემის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებაში ნახსენები იყო სიტყვა „მიყიდვა“, დ.-ეს ამ ბინის განკარგვის უფლება არ მინიჭებია, რადგანაE ბინის შესაძლო განკარგვის უფლების მოპოვებისათვის ხელშეკრულებამ დაადგინა ბინის მესაკუთრისთვის დამატებითი თანხების გადახდის აუცილებლობა.
რადგანაც მხარეებს შორის ადგილი ჰქონდა სადავო საცხოვრებელ სადგომზე სარგებლობის უფლების დათმობის ხელშეკრულების გაფორმებას, მათ შორის ურთიერთობა საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონით „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ მეორე მუხლის მეორე პუნქტით უნდა დარეგულირდეს, რომლის შესაბამისადაE ნ. დ.-ე სადავო ფართის მოსარგებლეა და არა მესაკუთრე.
აქედან გამომდინარე, ნ. დ.-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა სადავო ბინის მესაკუთრედ ცნობის შესახებ უსაფუძვლოა.
ასევე უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის „ა“ პუნქტის მოთხოვნა, რადგანაც მითითებული მუხლი არეგულირებს სარჩელის უზრუნველყოფისათვის შეტანილი განცხადების განხილვის ვადებს და განსახილველ საქმესთან არანაირი საერთო არა აქვს. თუ კი საკასაციო საჩივრის ავტორი მის მიერ მითითებულ 193-ე მუხლის ნაცვლად გულისხმობდა სასამართლოს მხრივ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევებს, ასეთი საფუძველს მოკლებუ-ლია, რადგანაE სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნები, რადგანაც კანონის მითითებული ნორმა არეგულირებს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ მხარეებს შორის დადებულ გარიგებებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. დ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება ამ საქმეზე უცვლელად დარჩეს
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.