Facebook Twitter

¹ 3კ\434 15 მარტი 2000 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. Eისკაძე

მოსამართლეები: თ. აბესაძისა, ლ. ისაკაძის

განიხილა კ. ვ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 11 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე მერი ვ.-ის სარჩელის გამო კასატორთან ქონების გაყოფის შესახებ.

პალატამ, რომელმაE მოისმინა მოსამართლე ლ. ისაკაძის მოხსენება,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

მ. და კ. ვ.-ები 1984 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 1984 წელს დაბადებული ლ. და 1986 წელს დაბადებული რ.

1999 წლის აგვისტოში მხარეები განქორწინდნენ. მ. ვ.-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს კ. ვ.-ის მიმართ ერთად შეძენილი ქონების, კერძოდ, თბილისში, ვაზისუბნის დასახლების მე-8 კორპუსის 87-ე ოთხოთახიანი ბინისა და თბილისში, მე-3 მასივის, ზემო პლატოს 22-ე კორპუსის 25-ე ოროთახიანი ბინის გაყოფის შესახებ; მოსარჩელემ მოითხოვა შვილებთან ერთად მისთვის ოთხოთახიანი ბინის, ხოლო მოპასუხისათვის ოროთახიანი ბინის მიკუთვნება.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რომელიEუცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, სარჩელი დაკმაყოფილდა.

საკასაციო საჩივარი ითხოვს განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად გადაცემას იმის გამო, რომ სასამართლომ დაარღვია საქართველოს კონსტიტუEიის 21-ე მუხლის 1 პუნქტი.

პალატა თვლის, რომ განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუკმაყოფილებლად.

დადგენილია, სადავო ბინები შეძენილია მხარეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში და სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად ის მათ საერთო საკუთრებას წარმოადგენს. ამასთან დადგენილია, რომ მოსარჩელესთან – მერი ვ.-თან ცხოვრობს მხარეთა არასრულწლოვანი ორი ვაჟიშვილი და ამავე კოდექსის 1168-ე მუხლის შესაბამისად სასამართლომ სწორად გადაუხვია მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს ამ არასსრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინებით. მოსარჩელეს მიაკუთვნა ოთხოთახიანი ბინა, ხოლო მოპასუხეს ოროთახიანი ბინა.

ამასთან, სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის შესაბამისად სწორად ცნო რაიონული სასამართლოს მიერ გაუქმებული 1999 წლის 19 ივლისის ხელშეკრულება, რომლითაEკ. ვ.-მ ზემო-აღნიშნული ოროთახიანი ბინა აჩუქა დედამისს – ი. ვ.-ს.

არასწორია საკასაციო საჩივრის მოსაზრება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის შესახებ. სადავო ბინებზე საკუთრების უფლება ეკუთვნოდა როგორE მოსარჩელეს, ასევე მოპასუხეს და ამ ბინების განაწილებით მოპასუხის, როგორE მესაკუთრის, უფლება არ დარღვეულა.

პალატამ, რომელმაც იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 11 ნოემბრის განჩინება, საკასაციო საჩივარი - დაუკმაყოფილებლად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.