Facebook Twitter

¹ 3კ/447 2000 წლის 10 მარტი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ცისკაძე

მოსამართლეები: ლ. ცისკაძე, ლ. ქაჯაია

განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე ს. ა.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 17 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ს. ა.-ის სარჩელით ი. ა.-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ.

პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მარიამ Eისკაძის მოხსენება

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ს. ა.-ის საკუთრებას წარმოადგენს ქ. თბილისში, ...-ის ... შესახვევი ¹ 32-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომი. მისი შვილის იუ. ა.-ის ყოფილი Eო. ი. ა.-ი შვილთან ერთად შესახლებული იქნა ს. ა.-ის საკუთარ ბინაში თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1995 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე. იმის გამო, რომ ი. ა.-სთან აქვს კონფლიქტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ი. ა.-ის ბინიდან გამოსახლება.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. ა.-ი გამოსახლებული იქნა ბავშვთან ერთად ქ. თბილისში, ...-ის ... შესახვევი 32-ე ბინიდან.

ი. ა.-მა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე ს. ა.-ის გამოუცხადებლობის გამო გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. ა.-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება.

არ დაკმაყოფილდა ს. ა.-ის სარჩელი ი. ა.-ისა და მისი შვილის ბინიდან გამოსახლების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ს. ა.-მა; თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ

1999 წლის 17 ნოემბრის განჩინებით არ დააკმაყოფი-ლა ს. ა.-ის საჩივარი და იმავე სასამართლოს მიერ 1999 წლის 28 სექტემბერს გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება დატოვა ძალაში.

ს. ა.-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 17 ნოემბრის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ 1999 წლის 28 სექტემბრის სხდომის შესახებ ეცნობა უწყებით, რომელშიE ყურადღება არ მიაქცია საქმის განხილვის დროს, ჩათვალა, რომ პროცესი 12 საათზე იყო დანიშნული, რადგან უწყებაში მითითებული იყო 12 საათი.

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ს. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის სხდომა 1999 წლის 28 სექტემბრის დანიშნული იყო 10 საათზე. ს. ფ. 28-ზე წარმოდგენილია დეპეშის ასლი ს. ა.-ის სახელზე, რომლითაE მას ატყობინებდნენ, რომ 28 სექტემბერს სასამართლოში უნდა გამოEხადებულიყო პროცესზე 10 საათზე, ნაცვლად 12 საათისა. საკასაციო საჩივარშიE მიუთითებს ს. ა.-ი იმის შესახებ, რომ ყურადღება არ მიაქცია დეპეშაში მითითებულ დროს.

აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ სწორად ჩათვალა, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის ვერც ერთი იურიდიული საფუძველი კასატორმა ვერ მიუთითა და ვერ დაასაბუთა.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

არ დაკმაყოფილდეს ს. ა.-ის საკასაციო საჩივარი.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 17 ნოემბრის განჩინება.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.