Facebook Twitter

¹3კ/452 25 თებერვალი 2000წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ცისკაძე

მოსამართლეები: ქ. გაბელაია, ლ. ისაკაძე

განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე უ. ს.-ის და ნ. კ.-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 1 დეკემბრის განჩინებაზე უ. ს.-ისა და ნ. კ.-ის განცხადების გამო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1998 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 12 თებერვლის განჩინების გაუქმების შესახებ.

პალატამ მოისმინა მოსამართლე ქ. გაბელაიას მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1996 წელს თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს სარჩელით მიმართა ც. ჟ.-მ და მოითხოვა მოპასუხე უ. ს.-ის გამოსახლება თბილისში ...-ს ქ. ¹ 5ა

მდებარე სათავსოდან. შეგებებული სარჩელით უ. ს.-მ მოითხოვა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაუქმება, შეთანხმების დადებულად ცნობა და თბილისში ...-ს ქ. ¹ 5ა-ში მდებარე სახლის ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა.

საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1998 წლის 5 აგვისტოს განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა მხარეთა მორიგების გამო.

1998 წლის მაისში უ. ს.-მ კვლავ მიმართა სარჩელით საბურთალოს რაიონის სასამართლოს ც. ჟ.-ას მიმართ და მოითხოვა ...-ს ქ. ¹ 5ა-ში მდებარე მათ მიერ დაკავებული ბინის დაკანონება. იმავე წლის ივლისში ც. ჟ.-ამ მიმართა სასამართლოს სარჩელით და მოითხოვა უ. ს.-ის, ნ. ს.-ის და ნ. კ.-ის გამოსახლება დაკავებული ფართიდან. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს განჩინებით აღნიშნული ორი სარჩელი გაერთიანდა ერთ საქმედ და 1998 წლის 30 ნოემბრის გადაწყვე-ტილებით უ. ს.-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა, მას უარი ეთქვა დაკავებული საცხოვრებელი ბინის დაკანონებაზე. იმავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ც. ჟ.-ს სარჩელი, უ. ს.-ი, ნ. ს.-ი და ნ. კ.-ე გამოსახლდნენ ...-ს ქ. ¹ 5ა-ში მათ მიერ დაკავებული ფართიდან.

საბურთალოს რაიონის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 12 თებერვლის განჩინებით.

1999 წლის 12 აგვისტოს უ. ს.-მ და ნ. კ.-მ განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის განახლების მოთხოვნით. განცხადება არ იქნა წარმოებაში მიღებული. ამის შემდეგ განმცხადებლებმა ანალოგიური განცხადებით მიმართეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართ-ლოს. 1999 წლის 27 აგვისტოს განცხადება საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოში, მაგრამ იმის გამო რომ განცხადებაზე არ იყო აღნიშნული ვაკე-საბურთალოს სასამართლოში განცხადების შეტანის თარიღი, განცხადება საქმესთან ერთად დაუბრუნდა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მითითებით, აღენიშნათ განცხადების სასამართლოში შესვლის თარიღი.

ამის ნაცვლად თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ განიხილა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ და 1999 წლის 24 სექტემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა განმცხადებელთა მოთხოვნა საქმის წარმოების განახლებაზე.

ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს 1999 წლის 24 სექტემბრის განჩინება უ. ს.-მ და ნ. კ.-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 1999 წლის 1 დეკემბრის განჩინებით გააუქმა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999 წლის 24 სექტემბრის განჩინება შემდეგი მოტივით: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის თანახმად აღნიშნული განცხადების განხილვა არ შედიოდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს კომპეტენციაში და იგი უნდა განხილულიყო თბილისის საოლქო სასამართლოში. იმავე განჩინებით სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა უ. ს.-ისა და ნ. კ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გა-მო საქმის წარმოების განახლების შესახებ შემდეგი საფუძვლით: განმცხადებლები ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებენ იმას, რომ ერთი და იგივე სარჩელზე არსებობს სასამართლოს ორი გადაწყვეტილება. ერთი, მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის, მეორე, განმცხადებლის გამოსახლების შესახებ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელთა აზრით, სასამართლოს უფლება არ ქონდა ემსჯელა იმ საკითხებზე, რაზედაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. სააპელაციო პალატამ განმცხადე-ბელთა მიერ მოცემული საფუძველი არ მიიჩნია ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოტანის დროს, რომელთა გაუქმებასაE განმცხადებლები მოითხოვენ, როგორც მხარეებისათვის, ისე გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოებისათვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ არსებობდა მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის განჩინება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის განჩინებაზე განმცხადებელმა უ. ს.-მ და ნ. კ.-მ შეიტანეს კერძო საჩივარი განჩინების გამომტან სასამართლოში. მათი კერძო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადმოგზავნილი იქნა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში.

საკასაციო პალატა, გაეცნო რა საქმის მასალებს და კერძო საჩივრის შინაარს, თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 1 დეკემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებაში ნათქვამია, რომ განმცხა-დებლის მიერ მოყვანილი გარემოება არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის, რადგან გადაწყვეტილების გამოტანისას, როგორც მხარისთვის ისე სასამართლოსთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ არსებობს იმავე სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის განჩინება. ასეთი მსჯელობის შემდეგ სააპელაციო პალატას უარი უნდა ეთქვა განმცხადებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე არა განცხადების დაუშვებლობის გამო, როგორც ეს განჩინების სარეზოლუციო ნაწილშია ნათქვამი, არამედ უსაფუძვლობის გამო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სასამართლო მიიღებს რა განცხადებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, ჯერ უნდა გადაწყვიტოს განცხადების დასაშვებობის საკითხი (განცხადება შესულია თუ არა დადგენილ ვადაში, შეტანილია თუ არა განსჯად სასამართლოში და ა.შ.) თუ სასამართლო განცხადებას დასაშვებად მიიჩნევს, დანიშნავს საქმეს ზეპირი განხილვისათვის, რათა გაირკვეს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია თუ არა (სსსკ 430-ე მუხლი).

მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლომ დაარღვია კანონის ეს მოთხოვნა. განჩინების სამოტივაციო ნაწილში იმსჯელა განმცხადებლის მოთხოვნის უსაფუძვლობაზე, ხოლო სარეზოლუციო ნაწილში კი, არასწორად გამოიყენა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლი ნაცვლად 230-ე მუხლისა, უარი უთხრა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების დაუშვებლობის მოტივით.

განცხადების ხელახლა განხილვის დროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ უნდა იმსჯელოს ჯერ განცხადების დასაშვებობის შესახებ, თუ განცხადებას დასაშვებად მიიჩნევს, შემდეგ განცხადების საფუძვლიანობის შესახებ ე. ი. იმის შესახებ განცხადებაში აღნიშნული გარემოება შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ახლად აღმოჩენილ გარემოებად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით, ასევე 426-ე და 430-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 1 დეკემბრის და 15 დეკემბრის განჩინებები და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.