Facebook Twitter

¹ 3კ/474 17 მარტი, 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. Eისკაძე

მოსამართლეები: ქ. გაბელაია, ლ. ქაჯაია

განიხილა გ და მ. ხ.-ეების საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 25 ნოემბრის განჩინებაზე საქმეზე ა. და ი. ბ.-ების სარჩელით მოპასუხეებთან გ. და მ. ხ.-ეებთან ბინიდან გამოსახლების შესახებ და შეგებებული სარჩელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადგენილად ცნობის შესახებ.

პალატამ მოისმინა მოსამართლე ქ. გაბელაიას მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ა. და ი. ბ.-ებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მოპასუხეების გ. და მ. ხ.-ეების ...-ის დასახლება ... ჩიხი 15-დან გამოსახლება შემდეგი საფუძვლით: ისინი სამუშაოდ წავიდნენ საბერძნეთში სადაო ბინა დაკეტეს და მეთვალყურეობა დაავალეს მეზობელს მ. ჩ.-ს, რომელსაE მათი ნებართვის გარეშე ბინაში შეუსახლებია მოპასუხეები თვეში 50 ლარად. სურთ დაბრუნდნენ თავიანთ სახლში, მაგრამ მოპასუხეები არ უშვებენ.

მოპასუხეებმა მ. და გ. ხ.-ეებმა შეგებებული სარჩელით მოითხოვეს სადაო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა შემდეგი საფუძვლით. 1996 წელს მოსარჩელე ა. ბ.-ი ჩამოვიდა საბერძნეთიდან და მიყიდა მათ სადაო ბინა 1200 დოლარად. ისან-სამგორის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხეები გამოსახლებულ იქნენ სადაო ბინიდან ნივთების ღირებულების დაბრუნების ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველი.

გ. და მ. ხ.-ეების შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გ. და ა. ხ.-ებმა შეიტანეს სააპელაციო საჩივარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს არ გამოცხადდნენ აპელანტები, რის გამოE 1999 წლის 29 ოქტომბერს სააპელაციო პალატამ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, აპელანტებმა გ. და მ. ხ.-ეებმა შეიტანეს საჩივარი, კანონის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. 1999 წლის 25 ნოემბერს სააპელაციო პალატამ განიხილა საჩივარი და აპელანტების გამოუცხადებლობის მიზეზი მიიჩნია არასაპატიოდ, რის გამოE განჩინებით ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის 1999 წლის 25 ნოემბრის განჩინებაზე გ. და მ. ხ.-ეებმა შემოიტანეს საკასაციო საჩივარი, რომელშიE მიუთითებენ, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს მათი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო იმით, რომ ბავშვი გაუხდათ ავად მაღალი სიცხით, ხოლო მათი ადვოკატი ა.მ.-ი მონაწილეობას იღებდა სასამართლო პროცესში საქართველოს უზენაეს სასამართლოში და ითხოვენ საპატიოდ ჩაეთვალოთ გამოუცხადებლობის მიზეზი და გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინება.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 25 ნოემბრის განჩინება.

კასატორებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცება იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხივის დროს ბავშვი ავად ჰყავდათ, რაE გახდა მათი სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი. ამდენად სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

არ დაკმაყოფილდეს გ. და მ. ხ.-ეების საჩივარი.

უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 25 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.