გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3/34 29 თებერვალი, 2000 წელი ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მ. Eისკაძე მოსამართლეები: ქ. გაბელაია, ლ. ისაკაძე
განიხილა კ. კ-ის განEხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, დუშეთის
რაიონის სასამართლოს 1999 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 01 აპრილის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
პალატამ მოისმინა მოსამართლე ქ. გაბელაიას მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
დუშეთის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ი-ის სარჩელი. მEირეწლოვანი ბავშვი მარიამ კ-ე აღსაზრდელად გადაეEა დედას _ თ. ი-ეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება უEვლელი დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 01 აპრილის განჩინებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას განEხადებით მიმართა კ. კ-ემ და მოითხოვა სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. განმEხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად ასახელებს იმას, რომ მოპასუხე, მისი მეუღლე თ. ი-ე იყო უშვილო, მისი თანხმობით მან ვინმე ი. ყ-შვილთან დაამყარა ინტიმური ურთიერთობა, ყ-შვილი დაფეხმძიმდა, ი. ყ-შვილი თანახმა იყო, რომ გაჩენის შემდეგ ბავშვი გადაეEა კ. კ-ისა და მისი მეუღლის თ. ი-თვის.
სამშობიარო სახლში მშობიარობის დროს ი. ყ-შვილი გააფორმეს თ. ი-ის პასპორტით და მედპერსონალის შეEდომაში შეყვანით გაკეთდა ყალბი ჩანაწერები ბავშვის დაბადების მოწმობაში. ნამდვილი დედის ი. ყ-შვილის ნაEვლად ჩაიწერა თ. ი-ძე. ი. ყ- შვილი დღეისათვის მისი ხელშეწყობით საEხოვრებლად წავიდა ისრაელში. ნაძალადევის რაიონის პროკურატურის 1999 წლის 01 ივლისის დადგენილებით აღიარებულ იქნა მისი, მისი ყოფილი მეუღლის თ. ი-სა და ი. ყ-შვილის დანაშაულებრივი ქმედება, მაგრამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის გასვლის გამო, მათ მიმართ არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ 214-ე მუხლით.
განმEხადებელი მოითხოვს აღნიშნული ჩაითვალოს ახლად აღმოჩენილ გარემოებად და
განახლდეს საქმის წარმოება.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, განEხადების შინაარსი და თვლის, რომ განმEხადებლის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განმEხადებლის მიერ მოყვანილ ფაქტებზე საუბარი იყო დუშეთის რაიონის სასამართლოში საქმის განხილვის დროს. ამდენად, გადაწყვეტილების გამოტანის დროს მხარეებისათვის და გადაწყვეტილების გამომტანი მოსამართლისათვის აღნიშნულის შესახებ Eნობილი იყო.
სამოქალაქო საპროEესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ" პუნქტის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებად ითვლება ისეთი გარემოებები, რომლებიE ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა განმEხადებლისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამდენად, აღნიშნული ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ გარემოებად.
რაE შეეხება განმEხადებლის მიერ წარმოდგენილი ნაძალადევის რაიონის პროკურატურის
1999 წლის 01 ივლისის დადგენილებას სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ, პალატა თვლის, რომ აღნიშნული დადგენილება არ შეიძლება ჩაითვალოს დადგენილებაში დასახლებული პირების მიერ დანაშაულებრივი ქმედების დამადასტურებელ დოკუმენტად.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროEესო კოდექსის 423-ე, 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ. კ-ის განEხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებათა გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.