გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-305 25 თებერვალი, 2000 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით
თავმჯდომარე მ. Eისკაძე მოსამართლეები: ქ. გაბელაია, ლ. ქაჯაია
განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე ნ. კ-ის საკასაEიო
საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ნ. კ-ის სარჩელით მოპასუხე შპს „ე-ის“ ზესტაფონის ფილიალთან იძულებითი განაEდურის ანაზღაურების შესახებ.
პალატამ მოისმინა მოსამართლე ქ. გაბელაიას მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
მოსარჩელე ნ. კ-ძე 1973 წლიდან მუშაობდა კავშირგაბმულობის ზესტაფონის რაიონული კვანძის ოპერატორად. ამჟამად შპს „ს-ი“.
1995 წლის 25 აგვისტოს ნ. კ-ე კავშირგაბმულობის აპარატის რეორგანიზაEიის გამო გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. ნ. კ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს სამუშაოზე აღდგენის შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1997 წლის 19 სექტემბრის დადგენილებით ნ. კ-ე აღდგენილ იქნა შპს
„ს-ის“ ტერიტორიული ფილიალის „ზ-ის“
ოპერატორის თანამდებობაზე. ნ. კ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2 წლისა და 4 თვის იძულებითი განაEდურის გადახდა თვეში 40 ლარის ოდენობით.
ზესტაფონის რაიონის სასამართლომ 1999 წლის 7 ივნისის გადაწყვეტი-ლებით სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. მოპასუხე ორგანიზაEიას ნ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ერთი წლის იძულებითი განაEდური თვეში 15 ლარის ოდენობით სულ 180 ლარი. შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის საფუძველზე.
ზესტაფონის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაEიო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ემ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნულმა პალატამ 1999 წლის 26 აგვისტოს განჩინებით ძალაში დატოვა ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელის ერთი თვის ხელფასი მისი გათავისუფლების დროისათვის შეადგენდა 15000000 კუპონს მიმოქEევაში ეროვნული ვალუტის „ლ-ს“ გაშვების შემდეგ კუპონის ლარზე გაEვლის კურსი განისაზღვრა შეფარდებით ერთი მილიონი კუპონი - ერთი ლარი. ამდენად კუტივაძის ხელფასმა შეადგინა 15 ლარი. შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად კი სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მუშას ან მოსამსახურეს სასამართლოს გადაწყვეტილებით იძულებით გაEდენილი დროის ხელფასი აუნაზღაურდება დათხოვნის დღიდან, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა
პალატის განჩინებაზე ნ. კ-ემ შეიტანა საკასაEიო საჩივარი რომელშიE ითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ სასამართლომ არა-სწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლი და მას უნდა მიეEეს ხელფასი მთელი იძულებით გაEდენილი დროის მანძილზე.
საკასაEიო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაEიო საჩივრის შინაარსი თვლის, რომ საკასაEიო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ განჩინების გამოტანის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლი ითვალისწინებს სამუშაოზე აღდგენილ მუშაკისათვის იძულებით განაEდური დროის ხელფასის ანაზღაურებას არაუმეტეს ერთი
წლის ვადით და ეს ვადა იანგარიშება სამუშაოდან დათხოვნის პერიოდიდან, რადგანაE სამუშაოდან დათხოვნის დროისათვის მოსარჩე-ლის ხელფასი შეადგენდა 15000000 კუპონს, რაE ეროვნული ვალუტის ლარის შემოსვლის შემდეგ გახდა 15 ლარი. ამდენად, მას უნდა მიეEეს 15
ლარი თვეში ერთი წლის მანძილზე ე. ი. 180 ლარი.
სასამართლომ იხელმძღვანელა შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლით ასევე სამოქალაქო საპროEესო კოდექსის 410-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაEიო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ძალაში დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1993 წლის 29
აგვისტოს გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.