Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ\424 16 თებერვალი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დ. ხელაია

მოსამართლეები: თ. კობახიძე, რ. ნადირიანი

განიხილა ვ. მ-ის საკასაEიო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაEიო პალატის 1999 წლის 12 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ვ. მ-ის სარჩელის გამო ს. და რ. ა-ის მიმართ. მესაკუთრედ Eნობის, მის მიერ ბინის აშენების იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ქ. თბილისში ჩიქობავას ქ. ¹ 26\8-ში მდებარე სახლმფლობელობა, შემდგარი ლიტ „ა“ და ლიტ „ბ“-სგან ტექნიკური ინვენტარიზაEიის ბიუროში 1942 წლიდან ირიEხებოდა მელქისედეგ ლებანიძის სახელზე.

1950 წლის აღრიEხვით დაფიქსირდა ლიტ „კ“-ს ორი ოთახიდან ერთი ოთახის დანგრევა. მ. ლ-ის გარდაEვალების შემდეგ სახლთმფლობელობა მემკვიდრეობით

მიიღო შალვა ლებანიძემ, ხოლო 1967 წელს დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მესაკუთრეები გახდნენ ს. და რ. ა-ები.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ვ. მ-ის სარჩელი ს. და რ. ა-ების მიმართ ქ. თბილისში ჩიქობავას ქ. ¹ ... მდებარე 15 კვ. მეტრ ფართზე მესაკუთრედ Eნობის, მის მიერ ბინის აშენების იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა

სააპელაEიო პალატის 1999 წლის 12 ნოემბრის განჩინებით გადაწყვეტილება დატოვებულ იქა უEვლელად.

საკასაEიო საჩივრით ვ. მ-ი ითხოვს სააპელაEიო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ ჭეშმარიტების დასადგენად სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა შუამდგომლობები ადგილობრივი დათვალიერების ჩატარების და ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.

პალატა გაეEნო საქმის მასალებს, საკასაEიო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სააპელაEიო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უEვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო 15 კვ. მეტრი ფართი წარმოადგენს ლიტ „ბ“-ს, რომელიE 1967 წლამდე ირიEხებოდა ლ-ე, ხოლო ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მისი მესაკუთრეები არიან

მოპასუხეები _ ს. და რ. ა-ები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად უძრავი ნივთის შესაძენად აუEილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაEია საჯარო რეესტრში.

ამავე კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როEა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.

ნოტარიულად დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულებისა და ტექინ-ვენტარიზაEიის ბიუროში რეგისტრაEიის საფუძველზე სააპელაEიო პალატა სწორად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხეები არიან სადავო ბინის მესაკუთრეები.

ადგილობრივი დათვალიერებისა ჩატარება და ექსპერტიზის დანიშვნა ვერ მოახდენდა გავლენას მოსარჩელის სადავო ფართის მესაკუთრედ Eნობის საკითხის გადაწყვეტაზე აღნიშნულ საპროEესო მოქმედებათა ჩატარების შუამდგომლობათა დაუკმაყოფილებლად დატოვებით არ ყოფილა დარღვეული საქართველოს სამოქალაქო საპროEესო კოდექსის 120-ე და 162-ე მუხლების მოთხოვნები.

საქართველოს სამოქალაქო საპროEესო კოდექსის 312-ე მუხლი ითვალისწინებს საკუთრების უფლებით ნივთის ფლობის ფაქტის დადგენას იმ იმ შემთხვევაში თუ პირი ფლობდა საკუთრების უფლებადამდგენ დოკუმენტს, რომელიE შემდგომში დაკარგა ან განადგურდა და სხვა გზით მისი აღდგენა შეუძლებელია.

საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ვ. მ-ს ოდესმე გააჩნდა ასეთი დოკუმნტი.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროEესო კოდექსის 408-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. მ-ის საკასEიო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის

1999 წლის 12 ნოემბრის განჩინება დარჩეს უEვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.